მილიონერის ქალიშვილის ამბავი, რომელიც მათხოვრის ტანსაცმელში გამოეწყო

1781

მარიკა იმ მილიონერის ქალიშვილია, რომელიც შვილიშვილებზე ოცნებობს, თუმცა გოგონა არ ჩქარობს ოჯახის შექმნას, რადგან ჩაფლულია სამსახურში და ქველმოქმედებაში. მორიგი ოჯახური ვახშმის დროს მშობლებმა მოახერხეს ქალიშვილის დაყოლიება მოეძებნა შესაფერისი მამაკაცი. რით დამთავრდა შემთხვევითი შეხვედრა ერთი შეხედვით საოცნებო მამაკაცთან, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

მილიონერის ქალიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მარიკას მამა მილიონერი იყო, ის ამით არასდროს ზედმეტად არ სარგებლობდა. გოგონამ დაამთავრა პრესტიჟული უნივერსიტეტი, იპოვა ინვესტორები და დაიწყო საკუთარი ბიზნეს საქმიანობა. მამის მსგავსად, შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავდა. ის უკვე 25 წლის იყო და მშობლები კარგა ხანია შვილიშვილზე ოცნებობდნენ.ერთ დღეს ქუჩაში დაინახა მამაკაცი, რომელიც მშვიდად ესაუბრებოდა მათხოვარს. ეს გოგონას ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ახლოს გაეცნო კეთილი ახალგაზრდა: “გამარჯობა, მე მარიკა მქვია! წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ ჩემთან ერთად ყავა დალიოთ?” – ჰკითხა გოგონამ.

მამაკაცმა გაუღიმა და რა თქმა უნდა, დათანხმდა. წავიდნენ უახლოეს კაფეში და კარგა ხანი ისაუბრეს ფინჯან ყავასთან. შემდეგ ნომრები გაცვალეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად შეხვდებოდნენ ისევ.ასე დაიწყო ლამაზი ურთიერთობა მარიკასა და არსენს შორის. მალე მეგობარი ბიჭი გოგონამ მშობლებსაც გააცნო. მათაც ძალიან მოეწონათ ჭკვიანი, სიმპათიური, ინტელექტუალური საქმიანი ახალგაზრდა. სწორედ ასეთი ქმარი სურდათ საკუთარი ქალიშვილისთვის.

ქორწილი – მარიკასთვის არსენი იდეალური მამაკაცი იყო, რომელიც საკუთარი თავის გარდა სხვებზეც ზრუნავდა. მისი კომპანია საკმაოდ წარმატებული იყო და ხშირად სწირავდა ფულს ცხოველთა თავშესაფრებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც უსახლკაროებს ეხმარებოდნენ. მეტი რა იყო საჭირო სრული ბედნიერებისთვის?მალე არსენმა მარიკას ხელი სთხოვა, გოგონა რა თქმა უდა, დათანხმდა. გაჩაღდა მზადება მდიდრული ქორწილისთვის, მაგრამ ერთ დღეს მეგობარმა მარიკას უთხრა, რომ შემთხვევით შეესწრო როგორ კრა ხელი არსენმა მათხოვარ ბიჭს, რომელმაც მოწყალება ითხოვა.

ყველა საიდუმლო ოდესღაც მჟღავნდება – მარიკას ცოტა არ იყოს, ეჭვი შეეპარა საყვარელი მამაკაცის გულწრფელობაში და გადაწყვიტა შეემოწმებინა ის. გოგონამ მათხოვარივით ჩაიცვა და ქუჩაში დადგა იქ, სადაც მის მომავალ ქმარს უნდა გამოევლო. როდესაც მამაკაცმა გამოიარა და მან მოწყალება სთხოვა, დაუყვირა: “გაეთრიე ბინძურო, არაფერს მოგცემ!”მარიკა მიხვდა, რომ ეს ადამიანი რაღაცას თამაშობდა და გაბრაზებულმა გადაწყვიტა გაერკვია, მართლა თანამშრომლობდა თუ არა მისი მამაკაცი საქველმოქმედო ორგანიზაციებთან. აღმოჩნდა, რომ არსენს არასდროს შეუწირავს ფული არცერთი ადგილობრივი ფონდისთვის, ის იტყუებოდა.მაშინვე დაურეკა საქმროს და ყველაფერი მიახალა, მშობლებმაც მხარი დაუჭირეს შვილს და ძალია დაწყდათ გული, რომ სასიძოში ვერ ამოიცნეს თაღლითი.ამის შემდეგ მარიკა მიხვდა, რომ არასდროს არ უნდა ეჩქარა დასკვნების გამოტანა ადამიანზე. მილიონერის ქალიშვილი ყოველთვის იქნებოდა თაღლითების და უსინდისო ადამიანების სამიზნე. იმედია, მომავალში იპოვის ღირსეულ მამაკაცს. ყველაფერს თავისი დრო აქვს!

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ასეთი ამბების მორალი ყოველთვის ერთია: ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება. მარიკა მოატყუა საყვარელმა მამაკაცმა და დარწმუნებული ვართ, გაუმკლავდება ამ ტკივილს და უფრო გაძლიერდება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს