კეთილი მოხუცი, სახელად კარლო, ყოველ დღე მიდის მეზობელ სოფელში და სახლში ყვავილების თაიგულით ბრუნდება. ამას ადგილობრივები დიდი ხანია მიეჩვივნენ, მაგრამ ლიკა, რომელიც ახლახანს ჩავიდა დედაქალაქში, დაინტერესდა, თუ სად მიდიოდა მამაკაცი. სად მიდიოდა მოხუცი ყოველ დღე, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
კეთილი მოხუცი
ჩემი ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დავპირდი, რომ ჩვენს საერთო ოცნებას ავასრულებდი და პატარა ყავის მაღაზიას გავხსნიდი. ამისთვის გავყიდე სახლი გარეუბანში და ქალაქში გადავედი საცხოვრებლად.მეგობრის დახმარებით გავხსენი პატარა კაფეტერია. თავად ვაცხობ ნამცხვრებს სტუმრებისთვის და სასიამოვნო გარემოს ვუქმნი. პირველივე დღიდან შევნიშნე მოხუცი დიდი ჩანთით ხელში, რომელიც მეტროსკენ მიდიოდა, საღამოს კი ყვავილების თაიგულით ბრუნდებოდა.ადგილობრივებმა მითხრეს, რომ მოხუცი ახლომდებარე სოფელში მიდიოდა ხოლმე, მაგრამ რას აკეთებდა იქ, არავინ იცოდა. ძალიან დამაინტერესა, ერთ დღეს მოვიცალე და გავყევი. მოხუცი მეტროში ჩავიდა, შემდეგ ავტობუსში გადაჯდა.
სად დადის კეთილი მოხუცი – მოხუცი მართლაც სოფელში მივიდა, მაშინვე შემოეგება ბავშვების გუნდი: “ბაბუა კარლო ჩამოვიდა, ბაბუა კარლო!” მოხუცმა ჩანთა გახსნა და ყველას ჩამოურიგა საჭმელი. ამ დროს მოვიდა ერთ ქალი, სავარაუდოდ, რომელიმე ბავშვის დედა და ბაბუას ყვავილების თაიგული გაუწოდა. ძალიან მომინდა გამეგო რატომ მოდიოდა ბაბუა აქ ყოველ დღე.მოვიკრიბე გამბედაობა და მივუახლოვდი მამაკაცს და ბავშვების გუნდს. გავეცნი ბაბუა კარლოს და ვუთხრი: “მაპატიეთ, მე მქვია ლიკა, ყოველ დილით გხედავთ კაფეტერიიდან, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ახლა აქ ვარ.
სიმართლე მოხუცზე – მოხუცმა კეთილი თვალები შემომანათა და მითხრა: “მე კარლო მქვია და აქ ჩამოვდივარ იმისთვის, რომ სულიერად დავისვენო, თან ვეხმარები ბიჭებს მუსიკის შესწავლაში სანამ საზაფხულო არდადეგები აქვთ, ვესაუბრები ცხოვრებაზე და ვუზიარებ გამოცდილებას. ყოველ ზაფხულს მივდივარ სხვადასხვა სოფელში და უსასყიდლოდ ვთავაზობ დახმარებას.მარტოხელა ვარ, დიდი ხნის წინ ჩემმა მეუღლემ მიმატოვა, საზღვარგარეთ წავიდა და ბავშვიც წაიყვანა. წლების განმავლობაში ვეძებდი, მაგრამ ვერსად მივაგენი მათ კვალს. ამიტომ გადავწყვიტე სხვა ბავშვებს გავულამაზო ცხოვრება, სანამ ცოცხალი ვარ.
იმ წუთში ჩემს გონებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მე ჩვილობის ასაკიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, დედამ მითხრა, რომ მამამ მიგვატოვა და გაქრა. მხოლოდ სიკვდილის წინ მითხრა სიმართლე, რომ მამა კი არა, თავად იყო დაშორების ინიციატორი, სწორედ მან გაწყვიტა მასთან ყველანაირი კავშირი. მითხრა მხოლოდ ქალაქი, სადაც დავიბადე და ჩემი კაფეტერია სწორედ იქ გავხსენი იმ იმედით, რომ ოდესმე მამას შევხვდებოდი.მაშინვე გადაება მოვლენები ერთმანეთს, ყველაფერი ემთხვეოდა – ასაკი, სახელი და რაც მთავარია თვალები! ღმერთო დიდებულო, მას ხომ ჩემნაირი თვალები ჰქონდა! ორივე ვტიროდით, “ვიცოდი, რომ აუცილებლად გიპოვიდი, მამა!”
რას გვასწავლის ეს ამბავი? – სისხლის ძახილი თავისას შვება, ლიკამ მაშინვე იგრძნო მონათესავე სული უცნობ მამაკაცში. თავიდან გაუცნობიერებლად აედევნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ინტუიცია იყო. სამწუხაროა, რომ მოხუცს მთელი ცხოვრება მოუწია ლოდინი, მაგრამ იმედი გვაქვს, მამა-შვილი შეძლებს დაკარგულის ანაზღაურებას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.