ბევრი ფიქრობს, რომ ავადმყოფი მოხუცის მოვლა ყველას შეუძლია. თუმცა, ყველა მომვლელს კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მათ შორის ნამდვილი ნაძირლებიც გვხვდებიან. როცა ჯინა მარსდენმა თავისი დედის მოსავლელად 46 წლის სტეისი ჯორჯი დაიქირავა, თავიდანვე არ მოეწონა.
ჯინამ იმ ფირმის რეკომენდაციების ბრმად ნდობა არ მოისურვა, რომლისთვისაც სტეისი მუშაობდა, და დედის ოთახში ფარული კამერა დააყენა. მექანიკური ჯაშუში ჯინას საშუალებას აძლევდა, პირდაპირ ეთერში ენახა, რა ხდებოდა სახლში.
როცა ჯინამ გადაწყვიტა იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობდა მომვლელი, ძალიან გაბრაზდა. 78 წლის საბინა დივნის კუთხეში საწყლად იჯდა, სტეისი კი მას ურტყამდა. მომვლელი მოხუცს უყვიროდა, რომ ცუდი სუნი ასდიოდა და თან ხელებს ურტყამდა. შეშინებული ბებია პლედში გაეხვა, თუმცა მომვლელმა მისი წართმევა გადაწყვიტა.
დემენციით დაავადებული იტალიელი საბინა მხოლოდ “მამა მია”-ს იმეორებდა. საბედნიეროდ, ჯინას სამსახური სახლთან ძალიან ახლოს იყო.
ასეთი სურათის დანახვისთანავე მივიდა დედის დასახმარებლად. გააფთრებულმა მარსდენმა მაშინვე მიუთითა მომვლელს კარისკენ.
მოგვიანებით, ვიდეო-რგოლის მნახველებმა სტეისის ცივსისხლიანობა აღნიშნეს. როცა მიხვდა, რომ ვერაფრით გაიმართლებდა თავს და ვერც სხვას გადააბრალებდა რამეს, ნაძირალა ქალმა მშვიდად დაასრულა ბუტერბროდის ჭამა და მხოლოდ ამის შემდეგ დასდო ჯინას წასვლის პატივი.
თუმცაღა, ჯინას არც უფიქრია მომვლელისთვის თავის დანებება. მას შემდეგ, რაც დედა დაამშვიდა, ქალმა პოლიცია გამოიძახა.
სამწუხაროდ, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს სტეისის გაშვება და მხოლოდ შენიშნვით შემოიფარგლნენ. ჯინა დარწმუნებულია: სადისტი ბავშვს რომ მოქცეოდა ასე, სტეისის ციხეში ჩასვამდნენ. თუმცა, მოხუცი ქალისთვის დარტყმა პოლიციელებს არასაკმარისად ეჩვენათ იმისთვის, რომ მომვლელი დამსახურებისამებრ დასჯილიყო.
კარგია, რომ იმ ფირმამ, რომელშიც სტეისი მუშაობდა, იგი სამსახურიდან დაითხოვა. ხოლო ჯინამ, ნათესავების რჩევით, ვიდეო ქსელში გამოაქვეყნა.
მისი მიზანია, ხელი შეუშალოს მომვლელს სამსახურის ძებნაში, რათა მსგავსი სტრესი სხვა მოხუცებმაც არ განიცადონ.
ძალაუფლების ასეთი ბოროტი გამოყენება გვახვედრებს, რომ ეს ქალი უსინდისოა და მისგან კარგს არასდროს არაფერს უნდა ველოდოთ.