ახალშობილის გახვევა სახვევებში და საფენების ღირსეულად ჩანაცვლება.

428

მსოფლიოში პირველი ერთჯერადი საფენი 1956 წელს გამოიგონეს. თანამედროვე საფენის პროტოტიპი ნახერხის ბაზაზე იყო დამზადებული. მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა, სანამ ერთჯერადი საფენების მასობრივი წარმოება დაიწყეს. საფენები პოსტსაბჭოთა სივრცეში 1995 წელს გამოჩნდა. ამ დრომდე ჩვენი ბებიები სახვევების მოხმარების ხელოვნებას გვასწავლიდნენ. თანამედროვეობაში სახვევები თითქმის აღარ გამოიყენება, მაგრამ იცოდეთ, რომ მას აქვს ისეთი ღირსებები, რაც არცერთ თანამედროვე საფენს არ გააჩნია.

ახალშობილის გახვევა სახვევებში

სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილის გადახვევა საშუალებს აძლევს ბავშვს თანდათან მოერგოს უზარმაზარ სამყაროს. პედიატრები გვირჩევენ, რომ დაბადების შემდეგ პირველი რამდენიმე კვირა ახალშობილი შეხვეული გვყავდეს.არსებობს ჩვილების საფენების ფართო არჩევანი: მრავალჯერადი, ერთჯერადი, სურნელოვანი, უსუნო, ბიჭებისთვის, გოგონებისთვის.სახვევებიც ერთჯერადიც არსებობს, მაგრამ მისი გადაგდება და ახლის ყიდვა ძალიან ძვირი დაჯდება, ახალშობილს დღე-ღამეში მინიმუმ 10-ჯერ სჭირდება გამოცვლა.

ღრმა ძილი – სახვევებში გახვეულ ბავშვს უფრო ღრმად ძინავს. პატარა ფუთა თავს ასე უფრო მყუდროდ გრძნობს, რადგან ხშირად საკუთარი ხელი ან სხეულის სხვა ნაწილი აშინებთ და აღვიძებს. ადრე ეგონათ, რომ ფეხები მჭიდროდ უნდა ყოფილიყო გადახვეული, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა სწორი. უმჯობესია ის თავისუფლად შეკრათ.

პრაქტიკულობა – თავისუფლად შეხვეული ბავშვი მშვიდად გრძნობ სთავს, აქვს მოძრაობის საშუალება. 2 თვის ასაკიდან შეგიძლიათ გაუთავისუფლოთ ხელები. სახვევი უნივერსალური ნივთია და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური ქსოვილის ნაჭერი ზომებით 90/120.ერთი შეხედვით, საფენი იდეალური ნივთია, რომელიც დედებს ცხოვრებას უადვილებს. ის მარტივია მოსახმარად და არ საჭიროებს რეცხვას. თუმცა, რთულია შესაფერისი საფენის შერჩევა. ყველაზე კარგი ხარისხისაც კი ხუთავს ბავშვის სათუთ კანს და გამონაყარსა და გაღიზიანებას იწვევს.ზომის შერჩევაც პრობლემაა. ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე შეკვრის ყიდვაა საჭირო, რათა შესაფერისი ზომა შეარჩიოთ. სახვევების შემთხვევაში ეს პრობლემები აღარ არის. კანი სუნთქავს, ჯანსაღია, ზომა კი უნივერსალური.

ეკოლოგიურობა – ერთი საფენის დაშლას 500 წლამდე ჭირდება, რაც ანადგურებს გარემოს. ბოლო პერიოდში გამოვიდა ბიოდეგრადირებადი საფენებიც, მაგრამ ისინი ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი ღირს. ეცადეთ ხანდახან მაინც შეუთავსოთ ბამბის ქსოვილი საფენებს. ამით დიდ სამსახურს გაუწევთ გარემოს.

რჩევა რედაქციისგან: ბევრი დედა წარმატებით უთავსებს ორივე საშუალებს ერთმანეთს. ყველგან არის დადებითი და უარყოფითი მხარე და არჩევანი რა თქმა უნდა, მშობელზეა. თქვენ როგორ ფიქრობთ? საფენები ჯობია, თუ სახვევები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს