საბჭოთა ეპოქის მოგონებების დროს რატომ იპყრობს სევდა ადამიანებს?

147

ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან: ერთნი ეთაყვანებიან ყველაფერს მაშინდელს, ხოლო სხვები ვერ იტანენ. დღევანდელი ახალგაზრდობა იშვიათად გამოხატავს წარსულისკენ სწრაფვას. ასეა ეს თუ არა, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

თანამედროვე ახალგაზრდობის ფასეულობები

კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საშინლად მაღიზიანებდა ყველაფერი საბჭოთა. არ მომწონდა ინტერიერი, ჭურჭელი, ავეჯი, დეკორაციები და ა.შ. უფროსი თაობის მონაყოლი, რომ ადრე უკეთესი იყო და ყველაფერი გვქონდა, ჩემში გაოცებას იწვევდა, რადგან მაშინ იყო უამრავი შეზღუდვა და აკრძალვა. ჩამოფარებული იყო რკინის ფარდა, რომელსაც იზოლირებული ვყავდით მსოფლიოსგან.

დროთა განმავლობაში ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ნეიტრალური გახდა და მივხვდი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. ადამიანებმა, რომლებიც ეთაყვანებოდნენ მაშინდელ დროს, ბავშვობა საბჭოთა კავშირში გაატარეს. ბავშვობა კი არის ჯადოსნური პერიოდი, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ზღაპარს ჰგავს. არ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ჩვენზე ზრუნავენ და თავს გვევლებიან, ყველაფერი ვარდისფერია და ლამაზი.მაგალითად, ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა და მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაინც ლამაზად მახსენდება ის დრო. ჩემი მშობლები ამბობენ, რომ 90-იანი წლები იყო დიდი ცვლილებების, უფულობის, უმუშევრობის რთული ხანა.

შევამჩნიე ერთი კურიოზული მომენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, სინამდვილეში ბავშვობისა და ახალგაზრდობის ნოსტალგიაა. ადამიანები, რომლებიც ახლა ბედნიერად ცხოვრობენ და არაფერი სჭირდებათ, არ მისტირიან იმ დროს, მათთვის ბევრად უფრო სასიამოვნოა ის რეალობა, რომელშიც ახლა იმყოფებიან.საბჭოთა კავშირის სიძულვილის მიზეზი ხშირად არის ჩვენი რაღაც თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მოგვწონს და ასოცირდება იმ პერიოდთან. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, მაგალითად, ბებია, რომელიც მთელი ბავშვობა გვატერორებდა.ის მუდმივად იხსენებდა საბჭოთა კავშირს და ამტკიცებდა, რომ მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო. შენ კი არ მოგწონს ყველაფერი მასთან დაკავშირებული, რადგან არ მოგწონს თავად ადამიანი. ჩვენ მიდრეკილნი ვართ სიძულვილის პროექტირებას იმაზე, რაც არ მოგვწონს.

რჩევა რედაქციისგან: თუ ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირს უკავშირდება, გძულთ, შეეცადეთ გაარკვიოთ რატომ ხდება ასე. საქმე სულაც არ არის იმდროინდელ ატრიბუტებში. ნაყინი მაშინაც ისეთივე იყო, როგორც სხვა ყველაფერი. დიახ, იყო უარყოფითი მხარეებიც. მაგალითად არ იყო მრავალფეროვნება, იყო ყველაფერი შაბლონური და ერთნაირი, იყო შეზღუდვები, იზოლაცია გარე სამყაროსგან. დადებითი მხარიდან აღსანიშნავია სტაბილურობა. თქვენ რას ფიქობთ? უკეთესი იყო საბჭოთა წობა თუ არა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს