მებაღეები კამის თესლს აფთიაქში ყიდულობენ ხოლმე, რატომ იქცევიან ასე?

553

სად შეიძლება შევიძინოთ კარგი და ჯანსაღი თესლი რათა მოვიყვანოთ გემრიელი და სასარგებლო მწვანილი ნაკვეთში? არსებობს მცენარის სხვადასხვა ჯიშები და ზოგჯერ გვსურს მოვსინჯოთ რაღაც ახალი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ რატომ ჯობია გვირილის, ქინძის, კამის თესლის ყიდვა აფთიაქში და არა სასოფლო-სამეურეო მაღაზიებში.

კამის თესლი აფთიაქში

აფთიაქში შეგიძლიათ იპოვოთ სურნელოვანი კამის თესლი. ფარმაცევტული თესლები განკუთვნილია ნაყენებისთვის. კამის თესლის ნახარში სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის მომნელებელი ტრაქტისთვის. ის აცხრობს ანთებებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას. სხვა თესლებისგან განსხვავებით, სააფთიაქო კამას აქვს უფრო ძლიერი არომატი. სააფთიაქო თაროებზე განლაგებული პროდუქცია საფუძვლიან შემოწმებას გადის და შესაბამისად, საუკეთესო ხარისხისაა.

  • ძირა – ძირას ადრე იყენებდნენ თავისა და კბილის ტკივილის დასაამებლად, მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები, უმატებენ წვნიანებში, კერძებსა და სალათებში. აფთიაქში შეძენილი თესლის დათესვა შესაძლებელია, შემდეგ გამოიყენებთ კონსერვებსა და სალათებში მწვანილის სახით. სასარგებლოა აგრეთვე ძირად ფესვებიც.
  • გვირილა – გვირილის ყვავილები არა მარტო დეკორაციაა ნაკვეთში, არამედ სასარგებლო მცენარეცაა. სააფთიაქო გვირილა უკეთესი ხარისხისაა და კარგად იზრდება. გარდა ამისა, მისი გამოყენება შესაძლებელია სამკურნალოდაც. გვირილისგან მზადდება კუჭ-აწლავისთვის სასარგებლო გემრიელი ჩაი.
  • ანისულის თესლი – ანისულს უმატებენ როგორც სანელებელს ტკბილეულში, ნამცხვრებში, ამზადებენ ცხელ სასმელებს და ნაყენს. აქვს სასიამოვნო არომატი და სამკურნალო თვისებები. თუ ახალგაზრდა დედას არ აქვს რძე, ანისულის ნაყენით ამ პრობლემას მარტივად გაუმკლავდება. ანისულის თესლით შეგიძლიათ გაზარდოთ სურნელოვანი მწვანილი და გამოიყენოთ ის კერძებში.
  • ცერეცო – საკმარისია დაღეჭოთ ცერეცოს ფოთოლი და პირის ღრუ გაიწმინდება ბაქტერიებისა და უსიამოვნო სუნისგან. მცენარეს აქვს სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, სასიამოვნო არომატი. უმატებენ მარინადებსა და სალათებში.
  • ქინძი – ქინძის მარცვლის ერთი პატარა შეფუთვა მოგცემთ ამ სასარგებლო მწვანილის დიდ მოსავალს. ასევე თესლი აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, სამკურნალოდ ხმარობენ პირის ღრუში წყლულების სამკურნალოდ, შეშუპების, ანემიის პროფილაქტიკისთვის.
  • გოგრა – გოგრის თესლი საუკეთესო საშუალებაა საშარდე გზების დაავადებების დროს. ის ხელს უწყობს თირკმელების გაწმენდას და სწორ მუშაობას.
  • სელი – სელის თესლზე ყველას სმენია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მას ულამაზესი ყვავილები აქვს. ეზრდება ლურჯი და ყვითელი ყვავილები. სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა -3-ს. მიირთმევენ დაფქული სახით ფაფებში, სალათებსა და იოგურტში, არის უჯრედისის დიდი წყარო.
  • ბაყაყურა – ბაყაყურას ნაყოფი კარგია ღვიძლისთვის. მისი გაშენება კარგია არა მხოლოდ თესლის შესაგროვებლად, არამედ მავნებლებისგან თავის დასაცავად. ის ეფექტურად აფრთხობს მწერებს და პარაზიტებს.

რჩევა რედაქციისგან: თუ მოყვარული მებაღე ხართ, მწვანილების დარგვა შესანიშნავი დასაწყისია. შეგიძლიათ სცადოთ კამის, გვირილის, ქინძის, ძირას დარგვა ქოთნებში, ფანჯრის რაფებისთვის. აფთიაქის თესლი კი ნამდვილად უკეთესი ხარისხის იქნება. თქვენ იცოდით ამის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს