ქალმა, რომელიც 30 წლის ასაკში ბებია გახდა, გვიზიარებს თავის გრძნობებს.

1410

თინეიჯერი ქალიშვილის დედა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მოზარდობის ასაკში ბავშვები ბევრ გარდამტეხ მომენტს განიცდიან ცხოვრებაში. რა უნდა გააკეთოს დედამ, თუ ეს გარდამტეხი მომენტი იქნება დაუგეგმავი ორსულობა? ამ კითხვაზე პასუხი კელი ჰილიმ იცის, რომელიც 30 წლის ასაკში ბებია გახდა. რამდენად არის ეს შესაძლებელი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მოზარდი ქალიშვილის დედა

2018 წელს 30 წლის კელი ჰილი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბებია თავის ქვეყანაში. როდესაც მისი 14 წლის გერი სქაი დაფეხმძიმდა, ქალმა ეს ჩვეულებრივ მოცემულობად მიიღო. “რაც მოხდა, მოხდა” – ამბობდა თინეიჯერის დედა. ის ყველაფერში გვერდში დაუდგა შვილს, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო ძალიან და თან კიდევ 4 შვილი ჰყავდა.ამ ამბით ადგილობრივი მედია დაინტერესდა და ქალისგან ინტერვიუ აიღო. მან თქვა: “ვერ ვხედავდი აზრს იმაში, რომ მეჩხუბა და მეყვირა. რაც მოხდა, ვეღარ შევცვლიდი და ახლა უმჯობესი იყო სქაიზე მეზრუნა. მე მისი დედა ვარ და ასე უნდა გავაგრძელო.”ქალმა აღიარა, რომ თავს 20 წლის გოგოსავით გრძნობდა და ცოტა არ იყოს, გაუჭირდა ახალ სტატუსთან შეგუება.

კელის ქალიშვილმა მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. მას კანქვეშა კონტრაცეპტივის გაკეთება სურდა და ექიმებმა ექოსკოპიაზე გაგზავნეს. სწორედ იქ გაირკვა ყველაფერი. ორსულობის შეწყვეტაზე საუბარიც არ ყოფილა. გაჩნდა ბევრი კითხვა: როგორ ვერ შეამჩნია დედამ, რომ შვილი ორსულად იყო, ან თავად გოგონამ რანაირად ვერ იგრძნო? სკაი იხსენებს: “უცნაური განცდა მქონდა, ეჭვი შემეპარა, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ თავიდან ვერაფერი ვთქვი. ბოლოს მაინც გავბედე ექიმთან მისვლა. როცა ეკრანზე ბავშვის გულისცემა დავინახე, გული სიყვარულით ამევსო.

ადრეული ორსულობა – ამ ამბიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: მშობლები შვილებს არ უხსნიან ელემენტარულ რაღაცეებს. მოზარდებთან უნდა ჩაატარონ საგანმანათლებლო საუბრები, მიაწოდონ ინფორმაცია კონტრაცეფციაზე.შემთხვევები, როდესაც მოზარდები მშობლები ხდებიან, სამწუხაროდ ეს ადასტურებს იმას, რომ მათ არ აქვთ საჭირო ცოდნა სქესობრივ ურთიერთობაზე. შედეგად, გოგონები ძალიან პატარა ასაკში ხდებიან დედები, ხოლო ქალები – ბებიები. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს.მშობლებსა და შვილებს შორის მეტი სიახლოვე და ნდობა უნდა იყოს. ეს ბევრი პრობლემისგან დაიცავს მათ და შესაძლებელი იქნება იმის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება სამუდამო დაღი დაასვას მოზარდის მომავალ ცხოვრებას.

გულწრფელად გისურვებთ, რომ არავინ აღმოჩნდეს მსგავსი პრობლემის წინაშე. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს