ფსიქოლოგმა ნათელი მოჰფინა: რა აიძულებს ადამიანებს მოგექცნენ ღორებივით?

156

ადამიანური სილამაზის იდეალი მხოლოდ გარეგნული მხარეა? მსოფლიოში მილიონობით ლამაზი ადამიანია და ისინი განსხვავებულები არიან. ზოგი თვლის, რომ ლამაზმა ადამიანებმა დაბადებისთანავე მიიღეს იღბლიანი ბილეთი და მათთვის ყველაფერი მარტივია: კარიერის აწყობა, პარტნიორის პოვნა, მეგობრობა. თუმცა არის მეორე მხარეც – ლამაზი გარეგნობის მქონე ადამიანის თვითშეფასება.ადამიანი სოციალური არსებაა და მისთვის სხვების აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს აზრი კი ყოველთვის ერთნაირი არ არის. ლამაზი ადამიანებიც განიცდიან ღალატს და წარუმატებლობას ცხოვრებაში, ზოგჯერ კი მათი ცხოვრება უფრო რთულია.

ადამიანური სილამაზის იდეალი

პიროვნული ღირსებების გაუფასურება – როდესაც ადამიანები ხედავენ ლამაზ ბიჭს ან გოგოს, ჩნდება შურის მომენტი და სხვადასხვა იარლიყს აკრავენ მას. მსახიობები, მოდელები, მომღერლები და სხვა საჯარო პირები თვლიან, რომ საზოგადოება მათგან ძლიან ბევრს მოითხოვს. ეს აზიანებს მათ თვითშეფასებას, რადგან არავის აინტერესებს მათი ინტელექტი და პიროვნული ღირსებები.ხშირად ამის გამო ცნობილი ადამიანები თავს უნიჭო და უსარგებლო პიროვნებებად მიიჩნევენ. გარშემომყოფები ლამაზ ადამიანებს ცარიელ ბუტაფორიად თვლიან და არავის სურს ჩაუღრმავდეს, თუ რის ფასად მიაღწია მან წარმატებას, რა დაბრკოლებები გადალახა.

ასე ხდებიან ცნობილი ადამიანები მარტოხელები მილიონობით თაყვანისმცემელსა და მოძულეს შორის. საჯარო პირები კარგავენ კონფედენციალურობის უფლებას, მთელი მათი ცხოვრება ხელის გულივით ჩანს. რამდენად შესაძლებელია იყო ბედნიერი, როდესაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ ხარ? ყოველთვის თან დასდევენ ადამიანები, რომლებსაც შურთ, თანაუგრძნობენ, მოსწონთ, არ მოსწონთ. ამიტომ ლამაზი ადამიანები კიდევ უფრო მომთხოვნები ხდებიან საკუთარი თავის მიმართ და ცდილობენ გაამართლონ ბრბოს მოლოდინები, რაც უარყოფითად ისახება მათ ფსიქიკაზე.

უბედური ურთიერთობები – ლამაზ ადამიანებს ხშირად ენგრევათ ოჯახური გარემო. მომხიბვლელ ქალებს მამაკაცები მაშინვე თავის საკუთრებად აღიქვამენ ხოლმე. შეიძლება იყვნენ სასიამოვნო მოსაუბრეები, კეთილი და მგრძნობიარე პიროვნებები, მაგრამ იშვიათად თუ გაუწვდის მათ დახმარების ხელს.ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ლამაზ ქალებს ხშირად აქვთ დაბალი თვითშეფასება. როდესაც მის ცხოვრებაში ჩნდება საყვარელი მამაკაცი, უჭირს ბოლომდე ენდოს მას და ყოველთვის ეძებს ხარვეზებს პარტნიორის ქმედებებში.დაბალი თვითშეფასება ხელს უშლის ადამიანს განვითარდეს და მიაღწიოს იმას, რაც სურს. შურიანი ადამიანების გავლენით ინგრევა თავდაჯერება და ცხოვრება აუტანელი ხდება.

რჩევა რედაქციისგან: რომ გარეგნული სილამაზე მხოლოდ პირველი ეფექტია და იზიდავს სხვა  ადამიანს, მაგრამ ხასიათის შეუთავსებლობის, არასრულფასოვნების კომპლექსის გამო მალე მთელი მაგია ორთქლდება. მსოფლიოში არსებობენ წყვილები, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობენ, რადგან მათი მთავარი საფიქრალი არა ვიზუალური მხარე, არამედ პარტნიორის პიროვნების მიმართ პატივისცემა და სიყვარულია.ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ მსუქნები, გამხდრები, ლამაზები და მახინჯები, მაგრამ მათ არ შურთ არავისი, არ განიკითხავენ და არ აკრიტიკებენ სხვებს. ადამიანის ბედნიერება არა გარეგნულ სილამაზეში, არამედ მის ქმედებებში, მორალურ პრინციპებსა და ადეკვატურ თვითშეფასებაშია. შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, იზრუნეთ თქვენს ფსიქოლოგიურ სიჯანსაღესა და ჰარმონიაზე.

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს