დედამ მაჩუქა დოლარის ხე და მას შემდეგ ოჯახის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა.

1834

ყველას გვსმენია ფულის ხის შესახებ, მაგრამ იცით, რომ ის არ არის ერთადერთი მცენარე, რომელსაც სახლში სიმდიდრე მოაქვს. არის კიდევ ერთი მცენარე, რომელსაც შეუძლია შეავსოს თქვენი საფულე ტკიცინა კუპიურებით. საუბარია ზამიოკულკასზე, იგივე დოლარის ხეზე. აყვავებული დოლარის ხე მიგვანიშნებს ქორწილზე, კარიერულ წინსვლაზე, მოულოდნელ მოგებაზე.ზოგჯერ ზამიოკულკასი იწყებს ჭირვეულობას. ჭკნება მისი ღერო, წყვეტს ზრდას და აღარ ეზრდება ყლორტები. როგორ მოვუაროთ მას ისე, რომ გააგრძელოს ზრდა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა, წაიკითხავთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

რა გავაკეთოთ, თუ ზამიოკულკასი აღარ იზრდება

დოლარის ხე არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს ზრდისთვის, მაგრამ თუ შეაჩერებს, მაშინ არსებობს მიზეზი, რომელიც უნდა აღმოფხვრათ.

  1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ზედმეტი მორწყვა ზამთრის მოსვენებითი რეჟიმის დროს. მცენარე მხოლოდ მაშინ უნდა მორწყოთ, როდესაც მიწა მთლიანად გაუშრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები დაულპება.
  2. ზამიოკულკასს ჭირდება ფხვიერი ნიადაგი და ქვიშა. არასათანადო ნიადაგმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს სტუმარზე ცხელი აფრიკიდან.
  3. ზრდის შენელება შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისმა განათებამ. დოლარის ხისთვის საუკეთესო ადგილია სამხრეთის მხარის ფანჯარა.
  4. ასევე შეიძლება დაზიანდეს გადარგვის დროს, არ უხდება პატარა ქოთანი, შეიძლება ტუბერები დააზიანონ შინაურმა ცხოველებმა. ზამიოკულკასი აგროვებს ტენიანობას სწორედ ამ ტუბერებში, ამიტომ მათი დაზიანება მაშინვე აჩერებს მცენარის განვითარებას.

რატომ არ ეზრდება დოლარის ხეს ყლორტები – ამის მთავარი მიზეზი ზედმეტად დიდი ქოთანია. მცენარე დიდ ქოთანში ცდილობს შეავსოს ფესვებით მთელი სივრცე. თუ ის ძალიან პატარა იქნება, ხე სუსტი გაიზრდება, ხოლო თუ ძალიან დიდი – ყლორტების განვითარების მაგივრად მთელი რესურსი დაიხარჯება ფესვების ზრდაზე.

რატომ არ ყვავის ზამიოკულკასი – დოლარის ხე ბუნებრივ გარემოშიც იშვიათად ყვავის. სახლში ის მაქსიმუმ ორ წელიწადში ერთხელ, თებერვალში ისხამს ყვავილებს. ამ შემთხვევაში მცენარეს უნდა ჰქონდეს ძლიერი და კარგად მომწიფებული ფესვთა სისტემა.ასევე, შესაძლებელია ნიადაგში იყოს მინერალების ნაკლებობა. გაზაფხულის შუა რიცხვებიდან ზაფხულის ბოლომდე ბუჩქი უნდა კვებოთ 15 დღეში ერთხელ სეკულენტებისა და კაქტუსების სასუქით. დანარჩენ დროს მცენარეს კვება არ სჭირდება.

დოლარის ხესთან დაკავშირებული ნიშნები – იმისათვის, რომ მცენარემ სახლში ფული მოიზიდოს, განსაკუთრებული წესით უნდა მოირწყას. წყალში ჩაყარეთ მონეტები, ჩაიფიქრეთ სურვილი და დატოვეთ ასე მთელი ღამით. დილით სიმდიდრით დამუხტული წყალი დაუსხით დოლარის ხეს. ამბობენ, რომ ამის შემდეგ შემოსავალი ოჯახში მოიმატებს.თუ ზამიოკულკასი გამოიღებს ახალ ყლორტებს, ელოდეთ დიდ საჩუქარს. თუ ფოთლები გაუფერულდება და მბზინვარებას დაკარგავს, თქვენი გეგმები ჩაიშლება. თუ ხე ყვავილებს გამოისხამს, გექნებათ სასიამოვნო ცვლილებები.

დოლარის ხის ფოთლები საიმედო დამხმარეა ყველა მეყვავილისთვის. ისინი იძლევიან უნივერსალურ სიგნალებს, თუ რამეს არასწორად გააკეთებენ. თქვენ გყავთ სახლში დოლარის ხე? გაგვიზიარეთ ფოტოები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს