გამოცდილი მეაგარაკე ციტრუსის ქერქს აგროვებს და ნაკვეთზე პარკებით ეზიდება

373

ცნობილია, რომ ნებისმიერი ორგანული ნარჩენი ბაღსა და ბოსტანში სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. სწორედ ამიტომ, მაშინვე არ გადაყაროთ. ეს ფორთოხლის ქერქსაც ეხება. ნაკვეთზე შეიძლება გამოგადგეთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ციტრუსის ქერქი ბოსტანში მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.ფორთოხლის ქერქი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ. რაც მთავარია, თითოეული მეთოდი საოცარ შედეგს იძლევა. განსაზღვრეთ, რა მიზნით გსურთ მისი გამოყენება და ამის მიხედვით შესაფერისი მეთოდი შეარჩიეთ. ეფექტი დიდხანს არ დააყოვნებს!

როგორ გამოვიყენოთ ციტრუსის ქერქი ბოსტანში

  • კომპოსტი გააკეთეთ. ფორთოხლის და სხვა ციტრუსის ქერქი კომპოსტის იდეალური ნაწილია. რამდენიმე მარტივი მანიპულაცია შეასრულეთ. ქერქი გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. ახლა კომპოსტის გროვას თამამად დაუმატეთ. ასე მიკროფლორისთვის მკვებავი გარემო გახდება და კარგი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
  • სასუქი გააკეთეთ. ფორთოხლის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ კულტურების საკვებად, რომლებიც მჟავე მიწაზე კარგად იზრდებიან. ასეთია თალგამი, ბოლოკი, ისპანახი და მსგავსი. ციტრუსის ქერქი მდიდარია ფოსფორით, კალიუმით და სხვა მიკროელემენტებით. შედეგად, მიწის ნაყოფიერებას ზრდის. ხილის ქერქი დაჭერით და 5 სმ სიღრმეზე ჩარგეთ. თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, ქერქი დააბლენდერეთ და შემდეგ მიწაში ჩამარხეთ. ასე ქერქის ათვისება დაჩქარდება.
  • მავნებლების მოსაშორებელი ნაყენი გააკეთეთ. ციტრუსი აგარაკზე მავნებლების მოშორებაში დაგეხმარებათ. სპეციალური ნაყენი გააკეთეთ და მწერებს დაივიწყებთ. ფორთოხლის და მანდარინის ქერქი შეიცავს ნახშირწყალბადს, რომელიც ბევრი მავნებლის დამცავ საფარს ანადგურებს. ასეთი ნაყენის მოსამზადებლად 3 ფორთოხლის ქერქი დაგჭირდებათ. დააქუცმაცეთ და 1 ლ თბილი წყალი დაასხით. ბნელ ადგილას 7 დღე დააყენეთ. ახლა ნაყენი გადაწურეთ და 2 ლ სუფთა წყალში გააზავეთ. 1 ს/კ თხევადი საპონი დაუმატეთ და აურიეთ. ეფექტური საშუალება მზადაა!

ციტრუსის ქერქის გადაყრა დანაშაულია, თუ ბოსტანი გაქვთ. ამ ხილის ქერქი აგარაკზე აუცილებლად გამოიყენეთ. დარწმუნდებით, რომ მხოლოდ ფორთოხლის ქერქით მავნებლების მოშორება და მოსავლის გაზრდა რეალურია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს