სამკურნალო რეცეპტები სალბით რომელიც თითოეულის საოჯახო აფთიაქში უნდა ინახებოდეს.

2095

სალბის სამშობლო ევროპაა, თუმცა, მისი გახარება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. არსებობს სალბის 4 სახეობა. ძველ დროს, ეს მცენარე წმინდად ითვლებოდა, მას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. სალბი მდიდარია მწკლარტე ნივთიერებებით, საპონინებით, ფერმენტებით, ანტიბაქტერიალური ელემენტებით, ესტროგენებით, B და C ვიტამინებით, ეთერზეთებით, კალიუმითა და სხვა მინერალებით, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

სალბი ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე

  •  აწონასწორებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  • ხსნის დაღლილობას;
  • აცილებს საკვების მონელების პრობლემას;
  • ამსუბუქებს მენოპაუზის სიმპტომებს;
  • არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
  • ახორცებს წყლულებს;
  • იცავს საშოს ლორწოვან გარსს;
  • კურნავს სითხის შეჩერებასა და ცისტიტს;
  • კურნავს პირის ღრუს უმეტესობა დაავადებას;
  • გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
  • ამსუბუქებს მენსტრუალურ სიმპტომებს.

 

როგორ ეხმარება სალბი:

  1. კურნავს ყელს და ღრძილებს – მოამზადეთ სალბის ჩაი და აცადეთ გაცივება. გაივლეთ დღეში 3-ჯერ, ყელის ინფექციების შესამცირებლად და ღრძილების სამკურნალოდ.
  2. კურნავს ოფლიანობას – გახსენით 50 გრ მშრალი სალბი 500 მლ 70%-იან სპირტში. დააყენეთ 1 კვირით, შეანჯღრიეთ ყოველდღე. მიიღეთ მზა ნაყენის 50 წვეთი ყოველდღე.
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის ტონიკი და ჭრილობების გამწმენდი – 3 ჩ.კ. მშრალ სალბს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. გააცივეთ და დალიეთ დღეში 3 ჭიქა.
  4. კურნავს ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიურ დაავადებებს – 4 გრ მშრალ სალბს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და დალიეთ გინეკოლოგიური და ნერვული სისტემის პრობლემების დროს.
  5. რევმატიზმისა და პარალიჩის მკურნალობა – თუ ეს დაავადებები გაწუხებთ, მოამზადეთ ცხელი აბაზანა, ჩაყარეთ 2 მუჭა სალბის ფოთლები. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.
  6. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას – შეურიეთ ცოტაოდენი თაფლი და სალბის ნაყენი, წაისვით დაზიანებულ ადგილას ჭრილობის შესახორცებლად.
  7. სოკოს ინფექცია კანზე – მიიღეთ აბაზანა სალბის ნაყენით კვირაში 2-3-ჯერ, კანზე სოკოს ინფექციის მოსაცილებლად.
  8. კურნავს ართრიტს – დაიზილეთ მტკივანი სახსრები სალბის ეთერზეთით, სიმპტომების სამკურნალოდ და ტკივილის შესამსუბუქებლად.

გაფრთხილება: სალბის მიღება აკრძალულია ორსულებისთვის, რადგან ავნებს ნაყოფს. მეძუძური დედებიც უნდა ერიდონ, რადგან იგი ხელს უშლის რძის გამომუშავებას. ასევე, რეკომენდებული არ არის ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმლების უკმარისობა აწუხებთ.

მოწოდებული ინფორმაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის ექიმის კონსულტაციის გარეშე.

იხილეთ ვიდეო

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს