ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ზოდიაქოს 12 ნიშანს შორი არის ე.წ. კარდინალური ნიშანი. თითოეული მათგანი ხსნის სეზონს: ვერძი – გაზაფხულს, კირჩხიბი – ზაფხულს, სასწორი – შემოდგომას, თხის რქა – ზამთარს. ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა მოაქვთ სამყაროსთვის ზოდიაქოს კარდინალურ ნიშნებს. აქვთ თუ არა მათ ნამდვილად ის საწყისი ენერგია, რომელიც ეხმარება მათ წამოიწყონ მასშტაბური საქმე?
კარდინალური ზოდიაქოს ნიშნები
სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კარდინალურ ნიშნებს აქვთ საერთო თვისებები: მათ აქვთ ლიდერის ხასიათი, ფიქრობენ მასშტაბურად, წარმატებით შეუძლიათ მომავლის განჭვრეტა. ამასთან, არსებობს შტრიხები, რომელიც თითოეულ ნიშანს განსაკუთრებულს ხდის.
1 . ვერძი – ეს ნიშანი ხსნის გაზაფხულის სეზონს და საერთოდ ასტროლოგიურ კალენდარს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვერძები ყველა საქმეში პიონერები არიან. ისინი გახსნილი არიან ახალი იდეებისთვის და მარტივად შეუძლიათ შეარჩიონ მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ვარიანტები. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ სწრაფი მოქმედება. ისინი მაშინვე შეუდგებიან საქმეს, როგორც კი იდეა მომწიფდება.
2 . კირჩხიბი – ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშებს აქვთ ე.წ. დედობრივი ენერგია. ამიტომ ისინი ყოველთვის ახერხებენ მყუდრო გარემოს შექმნას, ცდილობენ კომფორტულად აგრძნობინონ თავი სხვებს. განსაკუთრებული მგრძნობიარობა ეხმარება მათ გამონახონ საერთო ენა ნებისმიერ ადამიანთან.
3 . სასწორი – სასწორებმა ბევრი რამ იციან ესთეტიკისა და მოდის შესახებ, აქვთ შესანიშნავი გემოვნება და ხედვა. მფარველი არის პლანეტა ვენერა, რაც წარმოუდგენელ რომანტიკოსად აქცევს მათ. სასწორებს უყვართ სილამაზე და ცდილობენ ურთიერთობაშიც შემოიტანონ ის. გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, მაგრამ არ შეიძლება ეწოდოთ მტკიცე და მიზანდასახული.
4 . თხის რქა – თხის რქები შესანიშნავი ბიზნესმენები და ლიდერები არიან. მათთვის პირველ ადგილას დგას სამუშაო, წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. თხის რქებს მუდამ ტონუსში ჰყავთ ყველა თანამშრომელი და ქვეშევრდომი. არიან შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე.
თქვენს ახლობლებში არან ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა? მართლა აქვთ ამ ადამიანებს ხასიათის განსაკუთრებული შტრიხები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.