დიდი ხნის ნამწვი და კარგად ჩამჯდარი ცხიმი თავისით ქრება ამ საშუალების გამოყენების შემდეგ.

7107

ნებისმიერ ოჯახში, ნებისმიერ სამზარეულოში, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა: როგორ გავწმინდოთ ნამწვი, ან ჩამჯდარი ცხიმი ჭურჭლიდან? ხშირად ახლგაზრდა დიასახლისები მიმართავენ ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებებს, რაც სულ არ არის საჭირო, რადგან არსებობს იაფი და მარტივი საშუალება პრობლემასთან გასამკლავებლად. თუ რა არის ეს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

რითი მოვაშოროთ ნამწვი და ცხიმი

როდესაც ვხედავთ ღუმელზე ან მის ბადეზე მიმწვარი ცხიმის ფენა, ვხვდებით, რომ წინ დიდი სამუშაო გველის, იგივე რეაქცია გვაქვს მიმწვარ ქვაბებსა და წებოვან, გამყარებულ ცხიმზე.თუმცა, ეს ყველაფერი ვერ შეგაშინებთ, თუ იცით როგორ გაასუფთავოთ ნებისმიერი ზედაპირი ნამწვისა და წებოვანი ცხიმისგან. ეს არის ძალიან მარტივი რეცეპტი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან.

დაგჭირდებათ წყალი, მარილი და სოდა. მოამზადეთ წინასწარ დიდი კონტეინერი, რომელშიც მოათავსებთ ჭუჭყიან ჭურჭელს და რომელშიც შემდეგ აადუღებთ წყალს.ჩააწყვეთ ამ კონტეინერში ჭურჭელი, დააყარეთ 1 ჭიქა მარილი და 1 ჭიქა სოდა. შემდეგ დაასხით ცხელი წყალი და დადგით გაზზე, მიიყვანეთ ადუღებამდე 15 წუთის განმავლობაში.

ამ ხერხით შეძლებთ მთელი ნადების დარბილებას და ის მარტივად მოშორდება ღრუბლის საშუალებით. გარეცხეთ მხოლოდ ცხელი წყლით, რადგან რაც დარბილდა გაცივების შემთხვევაში ისევ გამაგრდება.თუ ეს პროცედურა საკმარისი არ აღმოჩნდება, შეგიძლიათ გაიმეოროთ თავიდან. არ გაზარდოთ დუღილის დრო, რადგან შეიძლება დააზიანოთ ჭურჭლის ზედაპირი. თავად მარილის და სოდის ნარევის გამოყენება მეორედაც შეგიძლიათ.

რჩევა რედაქციისგან: იმედი გვაქვს, დასუფთავების ეს მეთოდი გამოგადგებათ და სასარგებლო იქნება თქვენთვის. ის იაფი და უსაფრთხო საშუალებაა მაღაზიაში შეძენილ ქიმიკატებთან შედარებით. ამასთან, დაზოგავთ დროს და ენერგიას, არ დაიზიანებთ ხელებს. სცადეთ და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს