სოფლის საქმეებისგან შორს მყოფ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბაღი მშვენიერი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი მოსავალი, დაისვენოთ და დატკბეთ ნაშრომით. მაგრამ რამდენად სწორია ასეთი შეხედულება? ღირს ბაღსა და ბოსტანში ფუსფუსი, როცა ნებისმიერი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია სუპერმარკეტებსა და ბაზარში?პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ჩვენი მკითხველის მოსაზრებას, რომელიც სერიოზულად დაფიქრდა ამაზე.
საჭიროა თუ არა ბოსტანი?
“ინტერნეტში წავიკითხე სტატიები, სადაც ეწერა, რომ ჩვენს დროში მიწის დამუშავება და ბოსტნეულის მოყვანა წამგებიანი საქმეა. მე თავად მაქვს ნაკვეთი, რომელზეც მთელი ოჯახი ვმუშაობთ და დავფიქრდი, რამდენად ღირს ამხელა შრომის გაწევა?””მაგალითად, აიღეთ კარტოფილი, რომელიც ყველა ოჯახს მოჰყავს. შარშან დავთესეთ ორი ტომარა და ავიღეთ მხოლოდ ხუთი. ცოტა არ იყოს, იმედი გაგვიცრუვდა და ასე ხშირად ხდება ბოლო პერიოდში.”
“მოვახერხეთ 2 სათლი ხახვის მოყვანა, 5-6 სათლი სტაფილოს და ათეული თავი კომბოსტოს აღება, ეს არ არის ცუდი შედეგი. ცხელი ზაფხულის გამო პომიდორი ვიზუალურად არ გამოიყურებოდა კარგად, მაგრამ ბევრი იყო, ასევე ბევრი გვქონდა კიტრი.ასევე, ავიღეთ ცოტაოდენი ბულგარული წიწაკა, გოგრა, ყაბაყი და ჭარხალი უამრავი მწვანილი – ყველა სახეობის და ჯიშის.ასევე ხილის მოსავალიც კარგი გვქონდა. სიამოვნებით მივირთმევდით ჟოლოს, მარწყვს, ალუბალს, ყურძენს. მსხლის ახალმა ნერგმა პირველი ნაყოფი მოისხა, თითქმის ერთი სათლი მოვკრიფეთ, ზამთრისთვის შევინახეთ ვაშლი, უამრავი ჯემი, კომპოტი და მურაბა.
რამდენად მომგებიანია? – “ვცადე გამომეანგარიშებინა რა დაჯდებოდა ამ ყველაფრის შეძენა და მინიმალურ ფასებშიც კი საკმაოდ დიდი თანხა გამომივიდა, ჩემს ხელფასზე სამჯერ მეტი. ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი დანაზოგია.დიახ, მთელი ზაფხული უნდა იშრომოთ ნაკვეთზე, მაგრამ სამაგიეროდ ზამთრისთვის მთელი სარდაფი მარაგით სავსეა. ბავშვებს აქვთ ნატურალური და ხარისხიანი საკვები. ამიტომ არ დამეზარება მომავალშიც შრომა ამ ყველაფრისთვის.”დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ ბაღ-ბოსტნის დამუშავება წამგებიანია და აზრი არ აქვს. თუმცა, აქ ყველა თავად აკეთებს არჩევანს. თუ ადამიანი სიამოვნებას ღებულობს ამ საქმით, ამავე დროს აქვს სარგებელი კარგი მოსავლის სახით, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ტქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.