ჭკვიანი მეაგარაკეები პლასტმასის ბოთლებს ბოსტანში მარხავენ

5814

ჩემი მშობლები ზაფხულში აგარაკზე საცხოვრებლად გადადიან და სასმელად ჭის წყალს იყენებენ. ამ მიზეზით პლასტმასის ბოთლებით წყლის ყიდვის აუცილებლობა ქრება. ტკბილი წყლის ბოთლები ზოგჯერ მაინც ჩნდება და მათ გონივრულად იყენებენ. სახლში ერთი ოთახი აქვთ გამოყოფილი, სადაც სხვადასხვა ხარახურას ხელახლა გამოსაყენებლად ინახავენ. Paparazzi გიამბობთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლები ბოსტანში.

პლასტმასის ბოთლის სარგებელი ბოსტანში – პლასტმასის ბოთლებით საკმაოდ ეფექტური სარწყავი სისტემა შეგიძლიათ გააკეთოთ. ასე მცენარე წყლის დეფიციტს აღარ იგრძნობს. ბოთლის ძირი რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ და მცენარის გვერდით ყელამდე ჩამარხეთ. ბოთლი ფესვების დონემდე უნდა ჩამარხოთ.ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ნიჩბით ან ბოთლით მცენარის ფესვები არ დააზიანოთ. ახლა ჩამარხულ ბოთლში წყალი ჩაასხით. ასე წყალი მიწაში ნელ–ნელა გავრცელდება.დროდადრო წყლის ავსება მოგიწევთ. მშრალი ტოტით წყლის დონის შემოწმებას შეძლებთ. აი, ასე მარტივად საკმაოდ მოსახერხებელ და ეფექტურ სარწყავ სისტემას მიიღებთ. მცენარეებს წყლის დეფიციტი აღარ შეაწუხებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს