დედობის სიხარული და მწუხარება 60 წლის ასაკში

1088

ყველა ქალს აქვს დედობის უფლება და მას შეუძლია ისარგებლოს ამ პრიორიტეტით მაშინ, როდესაც თვლის, რომ მზად არის ამისთვის. ბუნებამ განსაზღვრა, რომ ამის საშუალება ქალს აქვს მაქსიმუმ 50 წლამდე, შემდეგ ის კარგავს რეპროდუქციულ უნარს, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც ანგრევენ ყველა სტერეოტიპს.ლორენ კოჰანი დედა 60 წლის ასაკში გახდა, რის გამოც არაერთხელ გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში და დაადანაშაულეს ეგოიზმში. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით მის ამბავს. ქალის, რომელიც სიბერეში სამი შვილის დედა გახდა. საყვარელი ადამიანის თანადგომის გარეშე ის იცხოვრებდა ჩვეულებრივი, ხანში შესული ქალის ცხოვრებით, მაგრამ 60 წლის ასაკში შეუყვარდა და მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.

დედობის უფლება

“ფრენკი ცეკვის გაკვეთილზე გავიცანი. ის ძალიან კარგად ცეკვავდა, ვთხოვე ეცეკვა ჩემთან ერთად და ის დამთანხმდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ის ჩემით დაინტერესდებოდა, რადგან 20 წლით უფროსი ვარ.” – ამბობს ლორენი.

თავიდან წყვილს ეუხერხულებოდა ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ სიყვარული ყველა შეხედულებაზე ძლიერი აღმოჩნდა, და მალე ლორენი და ფრენკი დაქორწინდნენ. ლორენმა იცოდა, რომ ქმარს ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, მასაც სურდა ბავშვების აღზრდის ბედნიერება ჰქონოდათ და მხოლოდ ერთმანეთის დაბერებისთვის არ ეყურებინათ.

“ვერ ვიტანდი იმაზე ფიქრს, რომ ჩემი ქმარი დაბერდებოდა და 80 წლის ასაკში მარტო დარჩებოდა, ვერასდროს შეიგრძნობდა მამობის ბედნიერებას. ამიტომ გადავწყვიტეთ გავმხდარიყავით სრულყოფილი და ნამდვილი ოჯახი.”ქორწინების შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა, მაგრამ ექიმმა ლორენს უარი უთხრა ასაკის გამო, მაგრამ ქალი არ დანებდა და სხვა კლინიკას მიმართა, ბევრგან უარი უთხრეს, მაგრამ ლორენმა მოახერხა და იპოვა სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარნენ ოცნების ასრულებაში. მალე წყვილს ქალიშვილი შეეძინა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ტყუპები გაუჩნდა. ლორენი გახდა ყველაზე ასაკოვანი დედა ამერიკაში.

ცხოვრება შვილებისთვის – ლორენი ყველანაირად ცდილობს იყოს კარგი დედა. გატაცებულია იოგით, იკვებება სწორად, მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და იმედოვნებს, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იქნება. “შვილების გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ამისთვის საჭიროა, რომ ვიცოცხლო!”

ლორენის მდგომარეობას საზოგადოება უკმაყოფილებით შეხვდა. გაურთულდა ურთიერთობა უფროს ქალიშვილთან, რომელიც თვლიდა, რომ ამ ასაკში დედობა არ იყო სწორი. რა თქმა უნდა, ქალი აცნობიერებდა სირთულეს და მალე დადგებოდა დრო, როდესაც ის აღარ იქნებოდა, მაგრამ ბავშვებს ეყოლებოდათ მამა, რომელიც იზრუნებდა მათზე დიდი სიყვარულით.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და აქვთ უფლება სხვისი მოქმედება განსაჯონ. როდესაც საქმე ეხება საკუთარ ბედნიერებას, უწევთ ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ. რატომ არ შეიძლება შეგიყვარდეს 60 წლის ასაკში? რატომ არ შეიძლება გააჩინო ბავშვი? იმიტომ რომ ვიღაცისთვის მიღებული არ არის? ლორენი ძლიერი ქალი აღმოჩნდა და არ შეეპუა სტერეოტიპებს. მან გააკეთა ის, რაც სურდა, დაამტკიცა, რომ არასოდეს არის გვიან. ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც სურს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს