როცა ამანდა მხოლოდ 3 თვის იყო, მას საშინელი ტრაგედია შეემთხვა. ერთ
ღამეს მშობლებმა გულგანმგმირავი ხმა გაიგეს: მათი ქალიშვილი, რომელსაც ეძინა, დივნიდან გადავარდა და ჰაერის დამატენიანებელზე დაეცა.
უბედურმა ბავშვმა მესამე ხარისხის დაწვრობა მიიღო, იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. პატარას გაუმართლა, როცა ძალიან კეთილი მედდის ხელში მოხვდა. საავადმყოფოს თანამშრომელი ბავშვს თავისი შვილივით უვლიდა, არ აკლებდა ზრუნვასა და ალერსს.
სამწუხაროდ, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ამანდას მედდის საკონტაქტო ინფორმაცია არ შემორჩა, სამაგიეროდ, მას ჰქონდა ემოციური ფოტოები. მან დაიფიცა, რომ კეთილ ქალს აუცილებლად იპოვიდა და პირადად გადაუხდიდა მადლობას.
სკოლაში გოგონას მუდმივად დასცინოდნენ დაზიანებული კანის გამო. ყოველ ჯერზე, სახლში მოსვლისას, გოგონა ტიროდა და მედდის ფოტოებს ეხუტებოდა: საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები მისი ერთადერთი დამამშვიდებელი საშუალება იყო.
ზრდასრულმა ამანდამ, შრამებისა და ნაკერების დასამალავად, პლასტიკურ ქირურგიას მიმართა. თითქოს, ამ უბედური შემთხვევის შესახებ უკვე უნდა დაევიწყებინა, თუმცა მზრუნველი მედდა მის გულში სამუდამოდ ჩარჩენილიყო.
დაშავებულმა მხოლოდ 38 წლის შემდეგ შეძლო უცნობი მხსნელის შესახებ სულ მცირე ინფორმაციის მიღება. მედდას ერქვა სუზან ბერგერი და, ფეისბუქის დახმარებით, მან შეძლო ქალთან პირადად დაკავშირება.
მათ გადაწყვიტეს, ერთმანეთს იმ საავადმყოფოში შეხვედროდნენ, სადაც სუზან ბერგერი ოდესღაც დამწვარ გოგონას უვლიდა. ამანდამ თან წაიღო პლაკატები, რომლებიც ზემოხსენებული ფოტოებისგან დაამზადა. ამანდა და სიუ შეხვედრისას ცრემლებს ვერ იკავებდნენ.
ორი ადამიანის შეხვედრა ვიდეოკამერამ დააფიქსირა.
გადაახვიეთ ვიდეო მე-40 წამზე, რათა შეხვედრის მომენტი იხილოთ.
“მე კარგად მახსოვს ის დრო, – თქვა სუზანმა შეხვედრისას, – ჩვეულებრივ, ოპერაციის შემდეგ, ბავშვები ტირიან ან სძინავთ, თუმცა ამანდა მშვიდად იყო და მენდობოდა.” როგორ მინდა, ყველა საავადმყოფოში ასეთი კეთილშობილი და მოსიყვარულე თანამშრომლები მუშაობდნენ…