იპოვო ადამიანი, რომელთან ერთად შეიძლება იცხოვრო ბედნიერად მთელი ცხოვრება, შესაძლებელია. ბევრი ეძებს საკუთარი ფანტაზიით შექმნილ იდეალს და ვერ პოულობს. როდესაც ადამიანებს უყვარდებათ, ჰგონიათ, რომ ფიზიკური მიზიდულობა საკმარისია იმისთვის, რომ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ. თუმცა, როგორც მიიჩნევენ, სიყვარული სამი წელი ცოცხლობს. ეს არის პერიოდი, როცა საკმარისია ჰარმონიული ურთიერთობისთვის გრძნობები და ემოციები. ქორწინება გარდამტეხი მომენტია ურთიერთობებში. ქალი ამის შემდეგ ტკბილი სიზმრიდან გამოდის, სადაც ყველაფერი ლამაზი და რომანტიული იყო.
მამაკაცს მიჰქონდა საწოლში ყავა, ეპატიჟებოდა კაფეში, დადიოდნენ სასეირნოდ. ქორწინების შემდეგ კი ის ყოველ დღე სამსახურშია. ქალი აღარ იპრანჭება, ლამაზი, მაქმანებიანი საცვლები მაისურმა შეცვალა. რუტინამ ჩაითრია ლამაზი ურთიერთობები და დაიწყო მისი რღვევა. იდეალურად შესაფერისი ადამიანები არ არსებობენ. თავიდან გგონია, რომ ის შეიცვლება და შეიძლება გარკვეული ხარვეზების ატანა. როდესაც ვნება ნელდება და ადამიანები ერთმანეთს ეჩვევიან, მაშინ იწყება ნამდვილი ურთიერთობა. ბევრი ქალბატონი ჩივის, რომ ქმართან დაშორება მისმა გაუცხოებამ გამოიწვია. ამ დროს ისინი თავად უშვებენ შეცდომებს, რომელიც განქორწინებას იწვევს.
ქალი განქორწინების შემდეგ
არავერბალური ნიშნების იგნორირება – ქორწინების შემდეგ ქალი გადაერთვება ხოლმე სხვა ამოცანებზე და უგულვებელყოფს სიყვარულისა და ზრუნვის მოთხოვნილებას. ის აღარ ეხუტება სამსახურიდან მოსულ ქმარს და საყვედურობს, რომ დაავიწყდა პურის წამოღება. დაღლილობა, აგრესია, უხეში გამონათქვამები აშორებს ადამიანებს ერთმანეთისგან.არადა, სამსახურიდან მომავალ ქმარს ერთი სული აქვს ჩაეხუტოს საყვარელ ქალს და დაისვენოს რთული დღის შემდეგ. სახლში კი ცოლი ებუტება, რომ დაიგვიანა და უკმაყოფილოდ ბუზღუნებს. ასეთ დროს უნდა გაიხსენოთ სასიამოვნო ამბები, რაც ერთად ყოფნის დროს შეგემთხვათ და სხვა ტალღაზე გადაერთვებით. ჩაეხუტეთ ერთმანეთს და ცუდი განწყობა მაშინვე გაქრება.
სწირავენ თავისუფალ დროს – თავგანწირვა ყველა ქალის გამორჩეული თვისებაა. გათხოვების შემდეგ ის მთელ დროს ანდომებს რეცხვას, წინდების კემსვას, საჭმლის კეთებას, ბავშვების მოვლას, ქმრისთვის ტანსაცმლის ყიდვას და ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ ძალიან გამოიფიტა და ამაში ქმარს ადანაშაულებს. უმჯობესია, ქალმა დრო დაუთმოს წვრილმან სიამოვნებებს და შემდეგ უფრო მარტივად გაუმკლავდება სხვა საქმეებს ქმართან ერთად. მამაკაცები იმუხტებიან ქალის ბედნიერებით და მზრუნველ და მუდმივად უკმაყოფილო ქალები არ აბედნიერებთ.
მისდევენ სტერეოტიპებს – თითოეული წყვილი უნიკალურია. ყველა ადამიანი განსხვავებულად არის აღზრდილი, აქვს სხვადასხვა მორალური ღირებულებები. დავიწყებას ეცემა სტერეოტიპები პატრიარქალურ ქორწინებაზე, სადაც ქალი სახლს უვლის, ხოლო მამაკაცი არის მარჩენალი. ახლა ზრდასრული ადამიანები ინაწილებენ ერთმანეთში პასუხისმგებლობებს, მოვალეობებს. ეს ყველაფერი, უმჯობესია, გაანალიზებული იყოს დაქორწინებამდე. ყოველთვის იყავით გულწრფელი და გულახდილი ერთმანეთთან.
კონკურენცია – კონკურენცია სახალისოა თამაშის, ან შეჯიბრის დროს. ოჯახურ თანაცხოვრებაში ის დამანგრეველია. თანამედროვე ქალები მუდამ ცდილობენ დაუმტკიცონ მამაკაცებს, რომ ყველაფერი შეუძლიათ. მამაკაცებს ეს თავდაჯერებას და მამაკაცურ ღირსებას უკლავს. მათ სჭირდებათ ნდობა და სიმშვიდე. თუ ის მზად არის უზრუნველყოს ოჯახი და ცდილობს ყველაფერში დაგეხმაროთ, მიეცით ამის საშუალება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს საჭირო და იზრუნოს, დაიცვას ოჯახი.
რჩევა რედაქციისგან: თუ თვლით, რომ ირჩევთ არასწორ მამაკაცებს და თქვენი ქორწინება მუდმივად ინგრევა, პირველ რიგში გაერკვიეთ საკუთარ თავში. მიმართეთ ფსიქოლოგს, გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება და მიდგომები დეტალურად. არც მუდმივად კომპრომისებზე წასვლაა კარგი. ის საზიანოა ყველასთვის. გადადგით ნაბიჯები ერთმანეთისკენ ორივე მხარემ. ცალმხრივად ამის გაკეთება დამანგრეველია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გავიზიარეთ კომენტარებში.