კატის ნორმალური წონა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ცხოველის ასაკი და ჯიში. იგივე ეხება ძაღლებსაც, მაგრამ ყველა პატრონი არ აქცევს ყურადღებას მათი ოთხფეხა მეგობრის წონის მატებას. არადა ცხოველის წონაზე დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი.ფუმფულა მსუქანი კატები და ძაღლები ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ მათი ზედმეტი წონა სერიოზული პრობლემაა და სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
კატის სხეულის წონის ნორმა
სტატისტიკის მიხედვით, შინაური ძაღლების და კატების 44% განიცდის ზედმეტ წონას, რასაც დამანგრეველ შედეგებამდე მივყავართ. ისინი არიან სითბური დარტყმის, სუნთქვის გაძნელების საფრთხის ქვეშ.სიმსუქნედ ითვლება, როდესაც ის იწონის 15-20%-ით მეტს, ვიდრე უნდა იყოს. ეს არ არის კარგი დიაგნოზი, მაგრამ მოგვარებადია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაიცვათ ვეტერინარის რეკომენდაციები. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რაც დაეხმარება საყვარელ შინაურ ცხოველს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.
როგორ დავეხმაროთ ძაღლს ან კატას ზედმეტი ზონის მოშორებაში
- პირველ რიგში გააანალიზეთ რას ჭამს თქვენი საყვარელი ცხოველი. მისი რაციონი უნდა დაეფუძნოს გარკვეულ წესებს. მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის დაცვა და მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული საუზმის და ლანჩის დრო.თუ კატა ან ძაღლი უაზროდ იკვებებოდა, ის მოითხოვს მეტ საჭმელს. მოსიყვარულე პატრონს უარის თქმა უჭირს, ამიტომ უნდა დაუკავშირდეს ვეტერინარს. ის გასწავლით რა უნდა გააკეთოთ.
- მაღალკალორიული საკვები ზიანს აყენებს ყველა სულიერს. ეს განსაკუთრებით ეხება ცხიმიან საჭმელს. არ შეიძლება ცხოველის კვება სუფრიდან ან ნარჩენი საკვებით.ეს ყველაფერი იწვევს ზედმეტი კილოგრამების გაჩენას, ამასთან ცხოველს არ უყალიბდება დღის რეჟიმი. როგორც კი სუფრას მიუსხდებით, ის საბრალო სახით მოითხოვს საკვებს, თქვენ კი უარს ვეღარ ეუბნებით.
- მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. უმეტესად ეს ძაღლებს ეხებათ. ყველა პატრონი არ ასეირნებს თავის მეგობარს საკმარისი დროით, პატარა ძაღლები კი უფრო იშვიათად გაჰყავთ.თუ ცხოველის გარეთ გასეირნება არ გამოგდით, უნდა იფიქროთ ფიზიკურ აქტივობაზე სახლის პირობებში. ასწავლეთ ძაღლს ახალი მოძრაობები, კატას კი უყიდეთ საინტერესო სათამაშო.
- რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ბეწვიანი მეგობრის ჯანმრთელობა. ხდება ხოლმე, რომ წონის მატება გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული და ზოგიერთი ჯიშისთვის დამახასიათებელია. ამიტომ პრობლემის გაჩენისთანავე მიმართეთ ვეტერინარს.
რედაქციისგან: თქვენ გქონიათ ცხოველებთან ზედმეტი წონის პრობლემა? შეძელით ამასთან გამკლავება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.