Viber-ის სწრაფი წმენდა, რათა ტელეფონმა უფრო კარგად იმუშავოს.

324

უფასო ზარები, შეტყობინებები, რეკლამის არ არსებობა – Viber-ის პოპულარულობის მთავარი მიზეზია. ამ პროგრამით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სარგებლობს მთელს მსოფლიოში, მაგრამ არის ერთი პრობლემა. საქმე იმაშია, რომ აპლიკაცია სისტემატიურად იკავებს დიდ ადგილს ტელეფონის მეხსიერებაში. როგორ გავასუფთავოთ Viber ისე, რომ არ დაიტვირთოს ტელეფონის მეხსიერება და ამასთან, არ წავშალოთ მიმოწერა? პასუხებს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

როგორ გავასუფთავოთ აპლიკაცია Viber?

ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ Viber-ის გაწმენდამდე აუცილებლად გავაკეთოთ სარეზერვო ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიკარგება ყველა მიმოწერა და მედია ფაილები.ამიტომ, თუ თქვენი საყვარელი ფოტო არის მხოლოდ მიმოწერაში, შეინახეთ ის გალერეაში.

ვაკეთებთ სარეზერვო ასლს – დავუშვათ, თქვენ სარგებლობთ Viber-ით და ხართ რამდენიმე საერთო ჩატში. დროთა განმავლობაში თქვეს ტელეფონში უამრავი უსარგებლო ფოტო დაგროვდება და დაიკავებს მეხსიერებას. ამის გამოსასწორებლად შედით აპლიკაციაში, იპოვეთ პუნქტი “მეტი”. გაიხსნება მენიუ, სადაც უნდა აირჩიოთ “პარამეტრები”. “პარამეტრებში” აირჩიეთ პუნქტი “ანგარიში”.დააწექით მას სარეზერვო ასლის შესანახად. ეს საშუალებას მოგცემთ შექმნათ  Viber მონაცემების ასლი საცავში. ის გამოგადგებათ მაშინაც, თუ SIM-ბარათს სხვა ტელეფონში გადაიტანთ. ასევე, მონაცემები შეინახება ქეშის გასუფთავების შემდეგაც.სარეზერვო ასლის შექმნა შეგიძლიათ მიუთითოთ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ან ყოველთვიურად. უმჯობესი, მიუთითოთ კოპირება WI-FI-ს საშუალებით, რათა არ დაიხარჯოს მობილური ოპერატორის ლიმიტი. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მონიშნოთ პუნქტები “ფოტოს შენახვა”, “ვიდეოს შენახვა”.

მეხსიერების გაწმენდა – გადადით პარამეტრებში, აირჩიეთ “აპლიკაციები” და იპოვეთ Viber. ის ძირითადად სიის ბოლოშია ხოლმე, თუ ვერ იპოვით, გამოიყენეთ ჩაშენებული ძებნის ფუნქცია. საკმარისია, შეიყვანოთ VIB და ეკრანზე გამოჩნდება აპლიკაცია, რომელსაც ეძებთ.მენიუში მოძებნეთ განყოფილება “მეხსიერება”. ის აჩვენებს მონაცემებს, გამოყენებული ადგილისა და ქეშის შესახებ. ქეშის გასუფთავება მარტივია, მაგრამ მისი მოცულობა მცირეა და უფრო ეფექტურია, მონაცემების გასუფთავება. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს უნდა გააკეთოთ სარეზერვო ასლის შექმნის შემდეგ.გაწმენდის შემდეგ თავისუფლდება ასობით მეგაბაიტიდან რამდენიმე გიგაბაიტამდე მეხსიერება. შემდეგ კვლავ უნდა დააჭიროთ ღილაკს “დაწყება”. შეიყვანეთ ტელეფონის ნომერ, აირჩიეთ ნებართვები აპლიკაციისთვის და გააქტიურეთ. სარეზერვო ასლში შენახული ყველა მიმოწერა ადგილზე დაგხვდებათ. თქვენი სმარტფონი კი ახალივით იმუშავებს.

თქვენ  იყენებთ Viber-ს? გიცდიათ მისი გასუფთავება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს