ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ბედნიერი გაგხადოს, ხარ თავად შენ. არ არის სწორი მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება მშობლებზე, ახლობლებზე, მეუღლეებზე. ურთიერთობები ქორწინებაში, რომელიც მხოლოდ სიყვარულზეა დაფუძნებული, დიდხანს არ გრძელდება. სიყვარული გადის და ჩნდება გაღიზიანება, უკმაყოფილებები. ფსიქოლოგი მიხეილ ლაბკოვსკი ყოველთვის ამბობდა, რომ ნებისმიერი უსიამოვნო ურთიერთობა უნდა დაასრულოთ. არ არის საჭირო კომპრომისებზე წასვლა, რადგან ის აზიანებს ადამიანს და შედეგიც არ აქვს.რატომ არ ასრულებენ ქორწინებით უკმაყოფილო ადამიანები ურთიერთობას და რატომ არ ცდილობენ ახალი მეწყვილის პოვნას? ქალები ხშირად პოულობენ მიზეზებს: ითმენენ შვილების გამო, ეშინიათ საზოგადოებისგან გაკიცხვის, არ უნდათ აწყენინონ მშობლებს და ა. შ. მაგრამ ბედნიერებას არ აქვს სწორი და არასწორი მხარე. ყველა წყვილი უნიკალურია. ზოგი გარიგებით ქორწინდება და ასეთი ურთიერთობები ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული.
ურთიერთობა სიყვარულის გარეშე
ადამიანებს ჰგონიათ, რომ შეყვარება დაქორწინების შემდეგ არასწორია, ისევე, როგორც არასწორია ცოლიანი ან გათხოვილი ქალის შეყვარება. მიხეილ ლაბკოვსკი განასხვავებს სიყვარულის და შეყვარებულობის ცნებებს: “ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ შეყვარების პროცესს, მაგრამ ურთიერთობები მთლიანად ჩვენი არჩევანია. შეხვდეს თუ არა სხვის ქმარს, უღალატოს ცოლს, განქორწინდეს თუ არა – ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღება ადამიანს შეუძლია გონებით, თავით და არა სხვა ადგილით.”ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიყვარს, ჩვენს გონებაშია. ეს არის ჩვენს მიერ გამოგონილი წარმოსახვა, მაგრამ ეს ადამიანი რეალობაში შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ჩვენი ფანტაზიებისგან. ამიტომ, რამდენიმე წელიწადში ასეთი ქორწინება ირღვევა. აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი რჩეული სულაც არ შეეფერება წარმოსახვით დანახულ პიროვნებას და ძალიან განსხვავებულია.
ქორწინების არსი – ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობები – ეს არ არის მხოლოდ სიყვარული და გაუთავებელი გაღმერთება. ბედნიერებას სჭირდება შექმნა. ქორწინება ყოველთვის ტკბილი არ იქნება, ის ავლენს ჩვენს სისუსტეებს, გვიჩვენებს, რამდენად შეუწყნარებლები შეიძლება ვიყოთ პარტნიორის მიმართ, უფრო რთული ხდება სტრესებთან გამკლავება.ოჯახური ცხოვრება არის საერთო გამოცდილება, პრობლემები, ფინანსური სირთულეები, განსხვავებული მსოფლმხედველობა, შვილების აღზრდა, მშობლების დაკარგვა, სამუშაოს დაკარგვა… არ შეიძლება გაიარო ყველაფერი ეს და იყო ისეთივე შეყვარებული, როგორც ურთიერთობის დასაწყისში.
ადამიანი, რომელიც შეუყვარდება დაქორწინებულ ქალს ან მამაკაცს, ანაზღაურებს იმ დადებით ემოციებს, რომელიც აკლია მეუღლესთან. ახალგაზრდა საყვარელი თვითშეფასებას უმაღლებს მამაკაცს, ის უკეთ უსმენს, რადგან მეტი დრო აქვს ამისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთ წუთში ხაზი გადაუსვათ თანაცხოვრებას და განქორწინდეთ.როდესაც ადამიანები ერთმანეთს აფასებენ, ერთად პოულობენ გამოსავალს კონფლიქტური სიტუაციებიდან, დადიან ფსიქოთერაპევტთან და უზიარებენ ერთმანეთს გრძნობებს, დადებითად მოქმედებს ყველაფერზე. ყალიბდება ძლიერი ურთიერთობა და ნდობა.
იყო ბედნიერი – ეს თქვენი არჩევანია – “არასოდეს იქონიოთ ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან. თევზი იყიდება თევზის განყოფილებაში, ხორცი – ხორცის. არ დაკარგოთ ტყუილად დრო, რადგან ცოლიან მამაკაცს ცოლი აღარ სჭირდება, მას ის უკვე ჰყავს.” – ამბობს მიხეილ ლაბკოვსკი. არ გქონდეთ იმის იმედი, რომ ადამიანი, რომელმაც შენს გამო უღალატა ცოლს, ბედნიერს გაგხდით.აბსოლუტურად ყველა ურთიერთობას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა. ქორწინება განწირულია, თუ ადამიანები არ გრძნობენ ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობას ერთმანეთის მიმართ და ვერ ხედავენ საერთო მომავალს. როდესაც არის გაუთავებელი კამათი და კონფლიქტები, ადამიანები დისტანცირდებიან ერთმანეთისგან და აღარ სურთ შექმნან საერთო მომავალი. ხოლო, თუ ურთიერთობა არ არის რთული და უბრალოდ რაღაც მოგბეზრდათ, ან მოიწყინეთ, გახსოვდეთ, რო ასეთ შემთხვევაში დაშორდებით, თუ შეეცდებით რაღაცის გამოსწორებას – თქვენი არჩევანია.
რჩევა რედაქციისგან: სიყვარული არ არის მხოლოდ სასიამოვნო ურთიერთობა, ეს არის მხარდაჭერა, რთული საუბრები, ერთობლივი ქცევა და გადაწყვეტილება, ერთად გატარებული დრო და განვითარება. ნუ შეგეშინდებათ კონფლიქტების და ნუ ეცდებით მის თავიდან აცილებას. ამ დროს ირკვევა მზად არიან თუ არა ადამიანები იმუშაონ ურთიერთობებზე და იპოვონ კომპრომისი. თუ გადაწყვეტთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე თქვენი ამჟამინდელი პარტნიორი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა შეიძლება გავაკეთო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და არ ვეძებო სხვასთან ეფემერული ბედნიერება? თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.