სტუმრები ცხვირს იბზუებდნენ, როდესაც ოლივიეს ვდებდი მაგიდაზე, ახლა მათთვის ახალი სალათის მომზადება გადავწყვიტე.

702

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგეთ სალათის რეცეპტს შებოლილი ძეხვით. ეს არის გემოსა და ფერების საოცარი პალიტრა. ამ კერძისთვის დაგჭირდებათ ახალი ბოსტნეული, რა ჯობია ვიტამინების ნაკრებს თქვენს სუფრაზე?

სალათა შებოლილი ძეხვით

დღევანდელი სალათა შეიძლება ერთი შეხედვით, ოლივიეს მიამგვანოთ. კი, რაღაც მსგავსება არის, თუმცა გემოთი ძალიან განსხვავდება, შეიცავს მოხარშულ კარტოფილს, სტაფილოს და ბარდას, მაგრამ ასევე, დამატებული აქვს ძეხვი, ფერადი ბულგარული წიწაკის ასორტი, რაც უნიკალურ ნოტებს მატებს მას.

ინგრედიენტები

  • 200 გრ. შებოლილი ძეხვი
  • 3 კარტოფილი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 150 გრ. მწვანე ბარდა
  • მწვანე ხახვი
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა
  • მაიონეზი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი

  1. მოხარშეთ კარტოფილი და სტაფილო, გააგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად.
  2.  შებოლილი ძეხვი და ტკბილი წიწაკა დაჭერით ზოლებად, ასევე დაჭერით მწვანე ხახვი, მწვანილი.
  3. უფრო ხასხასა და მდიდარი ასორტიმენტისთვის აიღეთ სხვადასხვა ფერის ბულგარული: წითელი, ყვითელი, მწვანე. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ღრმა ჯამში, დაუმატეთ მწვანე ბარდა. სალათას მოასხით მაიონეზი და არ დაგავიწყდეთ სანელებლები.

სალათა შებოლილი ძეხვით და სიმინდით – შებოლილი ძეხვი პოპულარული პროდუქტია. ის ძალიან გემრიელია და შეიძლება იქნეს გამოყენებული მრავალი სალათის ინგრედიენტად. შემოგთავაზებთ კიდევ ერთ რეცეპტს:

ინგრედიენტები

  • 200 გრ. შებოლილი ძეხვი
  • 150 გრ. სტაფილო კორეულად
  • 100 გრ. დაკონსერვებული სიმინდი
  • მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი

  1. თავად მოამზადეთ, ან იყიდეთ მზა – სტაფილო კორეულად. დაჭრით შებოლილი ძეხვი ზოლებად.
  2. ამ სალათს ძალიან მოუხდება პატარა ორცხობილები. მათი მომზადება თავად შეგიძლიათ რამდენიმე წუთში. ხრაშუნა პურის და ძეხვ-ბბოსტეულის ტანდემი დიდ მოწონებას დაიმსახურებს.
  3. გააერთიანეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ სანელებლები, ბოლოს მოასხით მაიონეზი, რომელშიც დაჭყლეტილი ნიორი იქნება შერეული.

როგორც ხედავთ, შეგიძლიათ ერთდროულად მოამზადოთ ორი განსხვავებული სალათა მსგავსი ინგრედიენტებისგან. სცადეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს