ხდება ხოლმე, რომ სტუმრები პრაქტიკულად ზღურბლს არიან მომდგარნი, სახლში კი ჩაისთან მისართმევიც კი არაფერი გვაქვს. ძალიან მიყვარს სტუმრების გამასპინძლება სახლში მომზადებული დესერტებით და ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის მაქვს განსაკუთრებული რეცეპტი – ტორტი ერთ წუთში, ცხობის გარეშე. ინგრედიენტები ხელმისაწვდომია, ბევრი შრომა არ სჭირდება და ყველაზე კაპრიზული სტუმრებიც კი კმაყოფილები იქნებიან.დღეს, პაპარაცის რედაქცია ძალიან მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ.
ტორტი ერთ წუთში – გამოცხობის გარეშე
ინგრედიენტები
- 80 გრ ღია ფერის ორცხობილა;
- 80 გრ მუქი ფერის ორცხობილა;
- 2 ბანანი;
- 300 გრამი არაჟანი;
- 300 გრამი შესქელებული რძე;
- 25 გრამი ჟელატინი.
მომზადების წესი
- დავიწყოთ ჟელატინით. დაასხით მას 100 მლ ცივი წყლით. კარგად აურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოამზადეთ ტორტის ფორმა. ძირზე დააფინეთ პერგამენტი, გვერდებს მსუბუქად წაუსვით მცენარეული ზეთი და აქაც მიაკარით პერგამენტის ნაჭრები. ასე უფრო მარტივი იქნება ტორტის ფორმიდან ამოღება.
- ტორტისთვის დაგვჭირდება ორი სახის ორცხობილა: ღია და მუქი. არაფერი დაშავდება, თუ ორცხობილა მხოლოდ ერთი ფერის იქნება, მაგრამ ორ ფერში ის უფრო ეფექტურად გამოიყურება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფხვიერი ორცხობილა ან კრეკერი. ორცხობილები დატეხეთ პატარა ნაჭრებად, დაახლოებით ოთხ ნაწილად. ახლა ბანანის ჯერია. უმჯობესია გამოიყენოთ გადამწიფებული ბანანი, უფრო გამოხატული გემო აქვს. ბანანი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
- შეგიძლიათ დაიწყოთ ტორტის აწყობა. ძირზე დაალაგეთ ღია და მუქი ფერი ორცხობილები. ზემოდან – ბანანის ფენა. შემდეგ, ისევ ორცხობილა და ასე შემდეგ ინგრედიენტების ამოწურვამდე.
- შემდეგ ვამზადებთ დასასხმელ კრემს. ცალკე კონტეინერში მოათავსეთ არაჟანი და შესქელებული რძე, კარგად შეურიეთ ხელის სათქვეფით. თუ შესქელებული რძის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ გააორმაგოთ არაჟნის რაოდენობა და დაუმატოთ 100 გრამი შაქარი. სანამ ამ ყველაფერს გააკეთებთ, ჟელატინი მოასწრებს აფუებას. ერთი წუთის შედგით მიკროტალღურ ღუმელში, რათა გათხევადდეს. დაუმატეთ მომზადებულ კრემს და კარგად აურიეთ.
- მიღებული მასა ჩაასხით ნამცხვრის ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით. ამის შემდეგ ნამცხვარი მზად არის. სურვილისებრ, შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ კაკაო, რათა ნამცხვარი უფრო გალამაზდეს. ტორტი მზად არის!
რა თქმა უნდა, მის მომზადებას 1 წუთზე მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ის ნამდვილად ძალიან სწრაფად მზადდება. არანაირი დამატებითი მომზადება, უბრალოდ ათავსებთ ინგრედიენტების და დგამთ მაცივარში – და მორჩა, მზად ხართ! ეს რეცეპტი თამამად შეგიძლიათ დაამატოთ მარტივი და სწრაფი რეცეპტების სიას. რას იტყვით ამ სიმპათიური ტორტის შესახებ?