კოჭა საუკეთესო წამალი ანგინის, ბრონქიტის, ტრაქეიტის და მაღალი ტემპერატურის სამკურნალოდ. 10 შესანიშნავი რეცეპტი

486

კოჭა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სანელებელია. ჩვენთან ქვეყანაში მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ არ იცის. აიურვერდი კოჭას „უნივერსალურ სამკურნალო საშუალებას“ უწოდებს და უკვე 2000 წელია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებს. გემოს და სამკურნალო თვისებების ასეთ კომბინაციას სხვა სანელებელში ვერ იპოვით და ზოგჯერ აღიარებული სამკურნალო მცენარეებიც კი ადგილს უთმობენ. როგორც სამკურნალო საშუალებას, კოჭას თვისებების გრძელი სია აქვს.

გამათბობელი კოჭის „მდოგვის საფენი“

ზამთარში ფეხების გასათბობად შეგიძლიათ წინდებში ხმელი კოჭა ჩადოთ. თუ ქუჩაში გაიყინეთ, კოჭის ფაფა ტერფებსა და წვივებზე შეიზილეთ. ასეთი მასაჟის შემდეგ თბილი წინდები ჩაიცვით. კოჭის ფაფიდან შეგიძლიათ კვერები გააკეთოთ და ბეჭებს შორის 7-10 წუთით დაიდოთ. ასე შიგნიდან გახურებას შეძლებთ. თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს კოჭის კვერის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კოჭის კვერი გულის არეს არ ეხებოდეს – მისი გადახურება ჯანმრთელი ადამიანისთვისაც არ შეიძლება. თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, კოჭის კვერის გამოყენების შემდეგ სხეულის მკვებავი კრემი ან რძე წაისვით.

დაზიანებული სასუნთქი გზების მკურნალობა

კოჭის დახმარებით სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანებას (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ყივანახველა, ბრონქიტი და ფილტვების ანთება) წარმატებით განკურნავთ.

კლასიკურ ტიბეტურ მედიცინაში კოჭა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ყელის და ტრაქეის ანთების, სინუსის დაავადების, სურდოს, ლორწოვანი ხველის, ფილტვების დაავადების სამკურნალოდ. ერთი სიტყვით ყველა იმ დაავადების სამკურნალოდ, რომელიც სიცივეს და ქარს უკავშირდება.

სურდოს დროს როგორც გამახურებელი და ოფლმდენი საშუალება ახალი კოჭა გამოიყენეთ. ხმელი კოჭა (ფხვნილი) უფრო ეფექტურ ამოსახველებელ და გამოსაშრობ თვისებებს ფლობს, ორგანიზმში ლორწოს რაოდენობას ამცირებს.

მშრალი ხველის და ბრონქიტის დროს

ხველის შესამცირებად შენობაში ტემპერატურას ამცირებენ, ჰაერს ატენიანებენ, ბევრ წყალს და სპეციალურ ამოსახველებელ საშუალებას სვამენ. აქ კოჭას გვერდს ვერ აუვლით.

ქერქისგან გასუფთავებული კოჭა სახეხზე გახეხეთ და წვენი გაწურეთ. 1 ჩ/კ ახალი კოჭის წვენი ამავე რაოდენობის ლიმონის წვენს აურიეთ და ½ ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ცოტა ხნით დააყენეთ, შემდეგ ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ. 1 ჩ/კ ყოველ ნახევარ საათში დალიეთ, ეცადეთ სითხე ცოტა ხნით პირში დაიგუბოთ.

ასევე ფილტვის დაავადების დროს ულუმბო დაგეხმარებათ. ამისთვის 2 ჩ/კ თესლი 1 ჭიქა წყალში 10-15 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, ამის შემდეგ ½ ჩ/კ ხმელი კოჭა და თაფლი დაუმატეთ.

სველი ხველის დროს

სველი ხველა ბევრად უფრო კარგია, ვიდრე მშრალი. სველ ხველას ექიმები „ეფექტურს“ უწოდებენ, რადგან მისი დახმარებით დაშლილი ვირუსული ელემენტები გამოდის. ცუდია, როცა ლორწო ძლიერ წებოვანია და ადამიანს მისი ამოხველება უჭირს.

აქ ცხელი რძის და კოჭის ნარევი დაგეხმარებათ: 1/3 ჩ/კ კოჭა 1 ჭიქა რძეში გახსენით და მცირე ყლუპებით დალიეთ. ასევე შეგიძლიათ ცოტა კურკუმა და თაფლი დაუმატოთ, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ. ეს საშუალება დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. მიღებებს შორის დრო თანაბრად გადაანაწილეთ.

ინჰალაციისთვის

ახლა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ საინჰალაციო აპარატი შეიძინოთ. მას სახლის პირობებში სასუნთქი გზების სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ.

სურდოს და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს შეგიძლიათ ასეთი ინჰალაცია გაიკეთოთ: 1-2 წვეთი კოჭის ეთერზეთი 2 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში (ნებისმიერ აფთიაქში იყიდება). პროცედურა ჩვეულებრივ 7 წუთი გრძელდება, ან სანამ საწვეთურში წამალი არ დასრულდება. ასეთი ინჰალაცია 3 წელს ზემოთ პაციენტებისთვის გამოდგება. შეგიძლიათ ცხელი ორთქლის ინჰალაცია გაიკეთოთ, ამისთვის ცხელი წყლით სავსე თასს 1-2 წვეთი კოჭის ეთერზეთი დაუმატეთ. თავზე ტერის პირსახოცი დაიფარეთ და ორთქლი 7-10 წუთით შეისუნთქეთ. თუ ინჰალაციას ბავშვს უტარებთ, აუცილებლად მასთან ერთად დაჯექით, რომ დამწვრობა არ დაუშვათ.

სურდო, ჰაიმორიტი

მკურნალობას ახალი კოჭის წვენის და შაქრის დახმარებით შეძლებთ. 1:1 პროპორციით შაქარი და ახალი კოჭის წვენი აურიეთ. 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ. 2-6 წლამდე ბავშვებისთვის კოჭის წვენი მდუღარე წყალში 1:1 პროპორციით გახსენით. დღეში 3-ჯერ და კიდევ ერთხელ ძილის წინ ჩაიწვეთეთ.

გაზრდილი ტემპერატურა

კოჭის ჩაის ძლიერი ოფლმდენი თვისებები გააჩნია და ტემპერატურას სწრაფად ამცირებს. კოჭის ჩაის რეცეპტი საკმაოდ მარტივია.

0,5 ლ წყალზე თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3-4 სმ ახალი კოჭის ფესვი. კოჭის ფხვნილის გამოყენება რეკომენდებული არაა, რადგან ჩაი ამღვრეული იქნება და გემრიელი არ გამოვა.
  • 2 თესლი ილი
  • მწიკვი დარიჩინი (სურვილის მიხედვით)
  • 1 ჩ/კ მწვანე ჩაი დანამატების გარეშე
  • 3 ჩ/კ ყვავილების თაფლი (შეგიძლიათ უფრო მეტი დაამატოთ)
  • მიხაკი (სურვილის მიხედვით)
  • ნახევარი ლიმონი

მწვანე ჩაი ჩვეულებრივად მოადუღეთ და 5 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. ჩაის ნაყენი (ფოთლების გარეშე) უჟანგავი ფოლადის ქვაბში ჩაასხით, ილი, წვრილად დაჭრილი კოჭის ფესვები, დარიჩინი, მიხაკი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ. სუსტ ცეცხლზე კიდევ 20 წუთით ხარშეთ. შემდეგ თაფლი და ლიმონი (ჯერ გაწურეთ, შემდეგ ლიმონის ნარჩენები ქვაბში ჩაყარეთ) დაუმატეთ. 5 წუთით ხარშეთ. ცეცხლი გამორთეთ და 15-20 წუთით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და კომფორტულ ჭურჭელში ჩაასხით. ჩაი შეგიძლიათ ცხელი, ან ცივი დალიოთ. პირველ შემთხვევაში ტემპერატურას ამცირებს, მეორე შემთხვევაში კი სხეულს აგრილებს. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი პიტნა დაუმატოთ. კოჭის ჩაი მოყვითალო ქარვისფერი გამოვა.

ანგინა, გამწვავებული ქრონიკული ტონზილიტი, ადენოიდიტი და ცხვირ-ხახის სხვა ინფექცია

როგორც ცნობილია, კოჭა ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. ის მავნე მიკროორგანიზმების განვითარებას აფერხებს. ანგინით დაინფიცირების დროს კოჭა მიკრობებისგან დაგიცავთ.

ანგინა ნუშისებრი ჯირკვლების დაზიანებით გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. ინფიცირება შეიძლება გარე ან შიდა მიკრობებმა გამოიწვიონ. ინფექციის გადადების ორი გზა არსებობს: ჰაერ-წვეთოვანი და საკვები. ხშირად შიდა დაინფიცრება პირის ღრუდან ან ყლაპვის დროს ხდება. ინფექციის წყარო შეიძლება ცხვირის ჩირქოვანი დაავადება იყოს.

ქრონიკული ტონზილიტის შემთხვევაში კოჭა სტრეპტოკოკს და სტაფილოკოკს ებრძვის, რომლებიც ბევრი ადამიანის ცხვირ-ხახაში წლებია ცხოვრობენ. ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში ადამიანს უსიამოვნებას არ აყენებს, მაგრამ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. სუსტი იმუნიტეტის, ვირუსული ინფექციის საწყის ეტაპზე ცხვირ-ხახის ბაქტერიები შეიძლება გააქტიურდნენ და ადენოიდების ან ნუშისებრი ჯირკვლების ანთება გამოიწვიონ. ჯირკვლების შეშუპება, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მომატება ორ თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად მეორდება და ადამიანის სრულ დასუსტებას იწვევს.

კოჭის ნაყენი ანგინის დროს

კოჭა ასე მოამზადეთ. ემალის ქვაბში წვრილად დაჭრილი ან გახეხილი კოჭა (2 სმ) ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. წყლის ორთქლზე დადგით, თავსახური დაახურეთ და 15-20 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ სასურველ ტემპერატურამდე გააგრილეთ და მცირე ყლუპებით დალიეთ. ძალიან ცხელი სასმელის დალევა რეკომენდებული არაა, ეს ჩაი არაა: ანთების დროს ყელს სასიამოვნო სითბო სჭირდება და არა დამწვრობა. მთელი დაყენებული ნაყენი ერთ დღეში დალიეთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ 1-2 ჩ/კ თაფლი დაუმატოთ. ეს სასარგებლო და გემრიელია, მაგრამ რეკომენდებული არაა მათთვის, ვისაც ფუტკრის ნაწარმზე ალერგია აქვთ.

სავლები ანგინის დროს

სავლების მოსამზადებლად არა მხოლოდ კოჭის ფესვი, არამედ ხმელი, დაფქული კოჭა შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროპორცია: ნახევარი ჩ/კ კოჭა 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. 37 გრადუსამდე გააგრილეთ და დღეში 3-ჯერ და ღამით ყელში გამოივლეთ.

კოჭას გამააქტიურებელი თვისებები გააჩნია, ამიტომ კოჭის ნახარში მაქსიმუმ დაძინებამდე 2 საათით ადრე დალიეთ. სავლების დროს დამამშვიდებელ საშუალებასთან მონაცვლეობით გამოიყენეთ, მაგალითად, გვირილას ჩაის ნახარში. მგრძნობიარე, გაღიზიანებული ხორხის დროს კოჭა თაფლთან და ნუშის ზეთთან ერთად მოიხმარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს