ფული ყველას უყვარს, მაგრამ მასთან მეგობრობა ყველას არ გამოსდის. ფინანსური იღბალი დიდი საჩუქარია ზეციდან, განსაკუთრებით მაში, როცა კრიზისის მწვავე პერიოდი გვაქვს.წამყვანი ასტროლოგი პაველ გლობა დარწმუნებულია, რომ მიუხედავად გაჭირვებისა, 18 მაისის შემდეგ ზოდიაქოს სამ ნიშანს განსაკუთრებულად გაუმართლებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გეტყვით, რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება ფინანსური იღბალი.
ფინანსური წარმატება
ვერძი – 18 მაისის შემდეგ ბევრი ვერძი მიიღებს შემოთავაზებას ახალ სამუშაოზე, რომელიც უფრო წარმატებული და მაღალანაზღაურებადი იქნება.რა თქმა უნდა, ასეთი შემოთავაზების მიღება უყოყმანოდ ღირს! ფული მდინარესავით წამოვა და მასთან ერთად ვერძი შეძლებს თავისი შემოქმედებითი უნარების რეალიზებას.
კირჩხიბი – მაისის მეორე ნახევარში კირჩხიბებიც მიიღებენ ახალ შანსებს. მათ შეიძლება მოიგონ ლატარიაში, ან მიიღონ სესხის ხელსაყრელი პირობა. ფინანსური წარმატების პერიოდი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება თუ პოზიტიურად იაზროვნებენ და არ იზარმაცებენ.
თევზები – თევზები შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების წყალობით, მაისსა და ივნისში განტვირთვას შეძლებენ. მთავარია, არ შეშინდნენ და თამამად გამოხატონ საკუთარი აზრები ახალი პროექტების გარშემო. ის ძალიან საინტერესო და მომგებიანი იქნება. ასე, რომ სანამ დროა, მოამზადეთ უფრო დიდი საფულე: მიიღებთ ხუთჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე აქამდე გქონდათ.
თანამედროვე სამყარო თანამედროვე ნაბიჯებს მოითხოვს თქვენგან. როდესაც ხედავთ ძვირფას მანქანას, დაფიქრდით, რამდენი წელი უნდა აგროვოთ თანხა მის შესაძენად? თუ პასუხი არის მთელი ცხოვრება, მაშინ ეს სიღარიბეა!და კიდევ: რამდენი ადამიანი გამოიმუშავებს თქვენს გარშემო თვეში 2000-3000 ლარს? თუ არცერთი, მაშინ ეს არ არის ფინანსური წარმატება. იპოვეთ ადამიანი, რომელიც გამოიმუშავებს დიდ ფულს და გაესაუბრეთ. დაუახლოვდით წარმატებულ პირებს და ისწავლეთ მათგან სხვადასხვა ხრიკები. მალე თქვენც გაგიღიმებთ ბედი, რადგან გარემოს დიდი ძალა აქვს.
კიდევ ერთი რჩევა: ყოველ დღე, ძილის წინ იფიქრეთ, თუ რა გააკეთეთ იმ დღეს, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესი გამხდარიყო? თუ არაფერი გაგიკეთებიათ, მაშინ ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე.შენ საუკეთესო ხარ! უბრალოდ ძალიან, ძალიან ზარმაცი! მოიშორეთ თავიდან ყველა სუსტი მხარე და ჩაეჭიდეთ წარმატებას კბილებით, იარეთ მხოლოდ წინ!
რჩევა რედაქციისგან: ამ სამი ნიშნის ფინასური წარმატება განპირობებულია პლანეტების – სატურნისა და მერკურის განსაკუთრებული მდებარეობით. სწორედ ისინი ახდენენ გავლენას ვერძზე, კირჩხიბსა და თევზებზე.ელვისებურად გვარდება მათი ფინანსური პრობლემები და თითოეულ მათგანს აქვს შანსი გახდეს უფრო შემოსავლიანი.
სხვა ნიშნის წარმომადგენლები ნუ დაღონდებიან. პირიქით, თქვენ მეტი უნდა იმოქმედოთ და იბრძოლოთ, რაც არასდროს იქნება ამაო და ყველაფერი გამოგივათ. მდიდრებად არ იბადებიან, მდიდრები ხდებიან. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.