სახლის პირობებში, როგორ მოვამზადოთ სასმელი ჩვენი ნათესავებისა და მეგობრების გასახარებლად? ახლა, ზუსტად ვიცი პასუხი ამ კითხვაზე! დედაჩემისგან მალულად ბებიაჩემმა დამიტოვა ამ საოცარი სასმლის რეცეპტი, რომელიც მურაბისაგან მზადდება და რომლისგანაც სტუმრები უბრალოდ თავს კარგავენ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, შედეგი კი ყველა მოლოდინს აჭარბებს!დღეს, პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ სასმლის რეცეპტს, რომელიც მურაბისაგან მზადდება და საზეიმო წვეულების ნამდვილი მარგალიტია!
როგორ მოვამზადოთ სასმელი სახლის პირობებში
ინგრედიენტები
- ნებისმიერი მურაბა – 0,5 ლიტრი;
- ბრინჯი – 1 მუჭა;
- საფუარი – დანის წვერით.
მომზადების წესი
- აიღეთ 2 ლიტრიანი სუფთა ქილა და მურაბა მასში გადაიტანეთ. გაითვალისწინეთ, რომ მურაბა შეიძლება იყოს აბსოლუტურად ნებისმიერი.
- დაუმატეთ საფუარი დანის წვერით და ჩაყარეთ ბრინჯი. წყალი იმდენი დაასხით, რომ ქილა ბოლომდე შეივსოს.
- შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი მეთოდი. პირველი – ქილას უბრალოდ ჩამოაცვით აფთიაქში ნაყიდი ხელთათმანები და შეკარით. მეორე ვარიანტი – შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიდრავლიკური ბეჭედი. მაღაზიებში იყიდება.
- ქილა სამი დღით ბნელ ადგილას მოათავსეთ. დაახლოებით 2 დღის შემდეგ, ხელთათმანი ამოიწევს და გაიბერება. როდესაც ხელთათმანი მოძვრება – ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სასმელი მზადაა.
სასმლის ლამაზ ბოკალებში გადასხმამდე, არ დაგავიწყდეთ მისი გაწურვა რამდენიმე ფენად გადაკეცილ მარლაში.ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა მოამზადოთ სასმელი სახლის პირობებში, რომელიც ყველა ოჯახურ წვეულებაზე, კარგი განწყობის 100%-იანი გარანტია იქნება. ამ შინაურული “სიხარულის ელექსირის” შემდეგ, სტუმრები აღარ ჩქარობენ სახლებში დაბრუნებას. გადამოწმებულია არაერთხელ!