სადაც ომია, იქ სისხლიცაა. სადაც სისხლდენის სწრაფად შეხორცება საჭიროა, იქ ფარსმანდუკია. ამ უბრალო ბალახმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის პოპულარულ სამედიცინო კალციუმის ქლორიდთან შედარებით ორჯერ უფრო ეფექტურია.
ფარსმანდუკის სისხლის შედედების თვისებას ასწლეულების მანძილზე ექიმები საშვილოსნოს სისხლდენის შესაჩერებლად იყენებდნენ, განსაკუთრებით კლიმაქსის პერიოდში და უნებლიე აბორტის შემდეგ.
მცენარეს სხვა გამოყენებაც აქვს. მას ღვიძლის დაავადების, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, დიზენტერიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, შარდის ბუშტის ანთების, ტუბერკულოზის, გულის დაავადების, ბრონქული ასთმის, ნერვული დაავადების, ისტერიის და ჰიპერტონიის დროს იყენებენ. ფარსმანდუკის პრეპარატები სისხლის გამწმენდ, ანტი ალერგიულ თვისებებს ფლობენ, თრომბოციტების რაოდენობას ზრდიან და თავსა და მკერდში სისხლის მოზღვავების დროს ეფექტურია.
მცენარის ნაყენი და ნახარში თავის და კუჭის ტკივილის დროს (კუჭის ტკივილი 15-25 წუთში ქრება).
ასთმა (ინფექციურ-ალერგიული). 2 ს/კ ბალახს 1 ლ წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 20 წუთით აადუღეთ, 40 წუთით დააყენეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის მიუხედავად დალიეთ. კურსი – 2 კვირიდან 2-4 თვემდე.
მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ზაფხულის სეზონში 2 ს/კ ბალახის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ. ასე ციკლს დაარეგულირებთ და გულის მუშაობას გააუმჯობესებთ.
ბუასილი. 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ, 45 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ (მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს არ შეიძლება).
ანემია. 100 გრ ხმელ ბალახს ყვავილებიანად 2 ლ არაყი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ. 2 ს/კ ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით და ჭამის წინ დალიეთ.
კუჭის, ღვიძლის, თირკმლის დაავადება, შარდის ბუშტის ანთება, ბუასილი, ანგინა, თირკმლებსა და შარდის ბუშტში კენჭების, სიმსივნის, ვარიკოზული გაფართოებული ვენების და ფიბრომიომას დროს ფარსმანდუკით მკურნალობა ეფექტურია. 1 ს/კ ბალახს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. 0,5 ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
„ერთი პერიოდი პროსტატიტი ძალიან მაწუხებდა და განკურნებაში ფარსმანდუკი დამეხმარა. ამისთვის 2 ს/კ დაქუცმაცებულ მცენარის აყვავებულ ტოტებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 15-20 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და 1/2 – 1/3 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. გარდა ამისა, მიკრო ოყნას ვიკეთებდი. ასე პროსტატიტი დავამარცხე. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გამოცდილება თქვენც დაგეხმარებათ“
„არა ერთხელ საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ბალახები უფრო ეფექტურია, ვიდრე მედიკამენტები. როცა გასტროდუოდენიტის დიაგნოზი დამისვეს, ამ ბალახით განკურნება შევძელი. თანაბარი რაოდენობით გვირილა, ფარსმანდუკი და კრაზანა აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 10 დღის განმავლობაში დალიეთ. ამასთან დიეტა დაიცავით – შემწვარი, მჟავე და ცხიმიანი საკვები სჯობს გამორიცხოთ. აი, ასე განვიკურნე.
ფარსმანდუკის დახმარებით კანის ქავილს შეამცირებთ. მწიკვ ხმელ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და 1-2 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში მიიღეთ. ყოველდღე ახალი სამკურნალო საშუალება მოამზადეთ.
აკნეს და ფერიმჭამელების მოშორებას შეძლებთ, თუ დილა-საღამოს ფარსმანდუკის ყვავილების გაჯერებული ნაყენით სახეს გაიწმენდთ.
ყველამ იცის, ჭრილობა რომ არ დაჩირქდეს და ინფექცია არ მოხვდეს, მწვანე ბრილიანტით, იოდით ან წყალბადის ზეჟანგით სწრაფად უნდა დაამუშაოთ. თუ ეს საშუალებები ხელთ არ გაქვთ, პირველ რიგში სახლს თვალი მოავლეთ. თუ ფარსმანდუკი გაქვთ, ფოთლები ხელისგულებით ფაფის მდგომარეობამდე დაჭყლიტეთ, წვენი პირდაპირ ჭრილობაზე გაწურეთ და ჩენჩო ჭრილობაზე დაიდეთ. შედეგად, სისხლდენა სწრაფად შეჩერდება, ხოლო 1-2 დღეში შეხორცებას დაიწყებს, თუ ფარსმანდუკის კომპრესებს ხშირად გაიკეთებთ.
უკუჩვენება
სასიამოვნოა იმის ჩათვლა, რომ მცენარე თრომბის წარმოქმნას არ იწვევს, მაგრამ სჯობს სისხლის გაზრდილი შედედების დროს არ გამოიყენოთ. თრომბს განსაკუთრებით სტენოკარდიის დროს უფრთხილდით.
ჰიპოტონიის დროს მცენარის პრეპარატის მიღება სასურველი არაა. მაშინაც კი, თუ პაციენტს ნორმალური წნევა აქვს, ხანგრძლივი გამოყენების ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა შეგაწუხოთ და კანზე გამონაყარი გაგიჩნდეთ. ფარსმანდუკი ორსულობის დროს უკუჩვენებულია.