დახარჯეთ მხოლოდ ერთი წუთი და შეადგინეთ საკუთარი ფსიქოლოგიური პორტრეტი

1785

შესაძლებელია თუ არა ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა მხოლოდ 1 წუთში? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ღრმა და სრულფასოვანი გამოვიდეს, მარგამ მარტივად შესაძლებელია ხასიათის ძირითადი თვისებების დადგენა და საკუთარი თავის შესახებ, რაღაც ახლის გაგება. სწორედ, ამისთვისაა შექმნილი ფსიქოლოგიური ტესტები. ისინი გვეხმარება პიროვნების სხვადასხვა მხარეების გამოვლენასა და საკუთარი თავის უკეთ გაგებაში.დღეს, პაპარაცის რედაქცია სწორედ ასეთ მარტივ და საინტერესო ტესტს გთავაზობთ. ტესტის გასავლელად მხოლოდ ორიოდე წუთი დაგჭირდებათ.

პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი

ჩვენ შეგირჩიეთ სამი პატარა ტესტი და სამივე ტესტი საკუთარი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში დაგეხმარებათ. თითოეული სურათი, რაიმე საიდუმლოს გაგანდობთ. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ.

ტესტი № 1. არსი მარტივია – შეხედეთ სურათს და თქვით, რა დაინახეთ პირველი შეხედვისთანავე. ნუ ეცდებით ყველაფრის ყურადღებით დათვალიერებას. უბრალოდ, შეხედეთ და თქვით, რა დაინახეთ. მაშ ასე, პირველი სურათი.

ახლა კი მოდი გავიგოთ, რას ამბობს ეს ტესტი თქვენზე. მაშ ასე, აქ შეგეძლოთ დაგენახათ სამი რამ: მთვარე, ნაძვები ან სპილო. რა დაინახეთ თქვენ?

  • მთვარე. თუ მთვარე დაინახეთ, დიდი ალბათობით, თქვენ ხართ ინტროვერტი. თქვენ ხართ ჩაკეტილი პიროვნება, გიჭირთ სხვა ადამიანებთან დაახლოება. თუმცა, თქვენ ძალიან ყურადღებიანი ხართ დეტალების მიმართ და იცით, როგორ ჩაწვდეთ ძირითად არსს.
  • ნაძვები. თქვენ უნიკალურად აზროვნებთ. ყველაფერზე საკუთარი აზრი გაგაჩნიათ, მაგრამ ზოგჯერ გარშემომყოფებს თქვენი არ ესმით. თქვენ გჭირდებათ მეტი თავდაჯერებულობა, რათა მათ ზეწოლას გაუძლოთ.
  • სპილო. ძალიან ღრმა პიროვნება ხართ. თქვენ არ გიყვართ წვრილმანებზე დროს დახარჯვა. თუ გლობალური მიზანი გაქვთ, გზიდან ვერაფერი ჩამოგაშორებთ.

ტესტი № 2. ახლა კი მორე სურათის ჯერია. აქაც იგივეა: შეხედე სურათს და თქვი, რა დაინახე.

აქ შეგეძლოთ დაგენახათ ლომი ან ვიდეოკამერა. რა დაინახეთ პირველი შეხედვისთანავე?

  • ვიდეოკამერა. პრაგმატული ადამიანი ხართ, რომელიც მიჩვეულია ყველაფრის დაგეგმვას. არაფერი გამოგეპარებათ, ამჩნევთ თითოეულ წვრილმანს. დარწმუნებული ხართ, რომ ყურადღების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.
  • ლომი. თავისუფალი და ძლიერი პიროვნება ხართ. გაქვთ ნებისყოფა და სიმამაცე. არასოდეს არიდებთ თავს ბედის გამოწვევებს და თამამად მიდიხართ მათ შესახვედრად. საკუთარი თავის რწმენა ურყევია.
  • ტესტი № 3. და დღეისათვის ბოლო ტესტი. შეხედეთ გამოსახულებას და გაიგეთ, კიდევ ერთი რამ საკუთარი პიროვნების შესახებ.

ამ გამოსახულებაზე შეგეძლოთ დაგენახათ სამი რამ: ქალაქი, ფეხები და პიჯაკი.

  • ქალაქი. თქვენ გულღია და გულწრფელი ადამიანი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია წარმატება და მიზნების მიღწევა. თქვენ მათკენ აწეული თავით მიდიხართ. თქვენ ყველას თავდაჯერებული ადამიანი ჰგონიხართ, თუმცა თქვენ ხშირად შფოთავთ.
  • ფეხები . სწორხაზოვნება – თქვენი მეორე სახელია. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ჯობია ადამიანს სიმართლე პირდაპირ უთხრათ, ვიდრე ეცადოთ, რომ მას ასიამოვნოთ. ეს არ არის ცუდი თვისება, მაგრამ ის ხშირად დისკომფორტს გიქმნით.
  • პიჯაკი. თქვენ თავისუფლად შეგვიძლია გიწოდოთ კონსერვატორი. თქვენ იცავთ ყველა წესს, პატივს სცემთ ტრადიციებს და იდეალურად აკეთებთ საკუთარ საქმეს. ამის გამო თქვენ გაფასებენ. თუმცა, ეს შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სახალისო ტესტი დაგეხმარათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში და საკუთარი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენაში. აქედან ყველა საკუთარ დასკვნებს გამოიტანს. შესაძლოა, ეს დაგეხმაროთ შეცდომებზე მუშაობაში და საკუთარი ცხოვრების შეცვლაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს