სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის მილიარდელი იყო, მისი ბოლო სიტყვები კი დაფიქრების მიზეზს იძლევა

8910

ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის უკეთესი ცხოვრებისკენ, ეს აიძულებს მას განვითარებას, იდეების გენერირებას, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას. ადამიანების უმეტესობა ცდილობს მიაღწიოს უფრო მაღალ სოციალურ სტატუსს და გამოგიმუშავოს რაც შეიძლება მეტი ფული. მატერიალური სიმდიდრე ადამიანს ხდის თავდაჯერებულს, უდარდელსა და ბედნიერს. ასევე, არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. პარადოქსი კი ის არის, რომ ამ სიტყვებს ხშირად მდიდარი ადამიანები ამბობენ, რომლებსაც არასდროს გამოუცდიათ ფინანსური სირთულეები.

სიმართლე ისაა, რომ არსებობენ ბედნიერი ღარიბები და უბედური მდიდრები. ეს ასეა, რადგან ყველა თავისთვის განსაზღვრავს მატერიალური სიმდიდრის იმ რაოდენობას, რაც ადამიანს აბედნიერებს. როდესაც ადამიანს აქვს საჭმელი, აქვს გადასახადების გადასახდელი ფული და შეუძლია შვილების უზრუნველყოფა, მხოლოდ მაშინ შეუძლია უწოდოს თავს ბედნიერი. რატომ არიან მდიდარი ადამიანები უბედურები? სწორედ, ამ თემას ეძღვნება პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებული დღევანდელი სტატია.

მატერიალური სიმდიდრე – ვიღაც მთელ ცხოვრებას სამსახურს უძღვნის და კარგავს მეგობრებს, ვიღაც აღწევს წარმოუდგენელ სიმდიდრეს და ეშინია მისი დაკარგვის. მხოლოდ მაშინ, როცა ცხოვრება დასასრულს უახლოვდება, ბევრი ხვდება, რომ მთელ თავის ქონებას გაცვლიდა ახლობელი ადამიანის მხრიდან მიღებულ მხარდაჭერასა და ზრუნვაში. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არ ტრაბახობენ საკუთარი ტანსაცმლით, სახლებითა და მათი სიმდიდრით.გარდაცვალებამდე მილიარდერმა სტივ ჯობსმა თქვა: „სიმდიდრე – უბრალოდ ფაქტია, რომელსაც მე მიჩვეული ვარ. ახლა ავად ვარ, საწოლში ვწევარ და მთელ ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა მესმის, რომ ჩემი აღიარება და სიმდიდრე უაზრობაა გარდაუვალი სიკვდილის წინაშე”.

სტივ ჯობსი მხოლოდ 56 წლის იყო. მან მოახერხა კორპორაცია Apple-ის დაარსება, მუსიკის სამყაროს თავდაყირა დატრიალება და iPad-ის გამოგონება. შემდეგ, დააარსა ცნობილი ანიმაციური სტუდია Pixar-ი, გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკელი. სტივ ჯობსი 25 წლის ასაკში გახდა მილიონერი. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში ახალგაზრდას არ უმართლებდა. სტივ ჯობსს ქალიშვილი ჰყავდა, რომელთანაც იგი დასაწყისში არ ურთიერთობდა, ქალებთან ურთიერთობები ხანმოკლე იყო. მხოლოდ 1989 წელს გაიცნო ლორენ პაუელი, რომელმაც მას ჯერ ვაჟი აჩუქა, მოგვიანებით კი კიდევ ორი ​​ქალიშვილი.

ფული – მთავარი არ არის – მილიარდი დოლარი მიიღო, რომელსაც ის საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებზე მიმართავს. ლორენ პაუელი ებრძვის სოციალურ უთანასწორობას და აზრს არ ხედავს სიმდიდრის გამრავლებაში. ქვრივმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს მემკვიდრეობის თავისი შვილებისთვის დატოვებას.„რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო ჭკვიანები ვხდებით. ასაკის მატებასთან ერთად ვხვდებით, რომ 30$-იანი საათი და 300$-იანი საათი ერთსა და იმავე დროს გვიჩვენებს. გზა და მანძილი იგივე იქნება 30000 დოლარიანი მანქანისთვის და ხუთჯერ უფრო ძვირიანი მანქანისთვის. ჩვენ დანიშნულების ერთი და იმავე ადგილს მივაღწევთ. დიდ თუ პატარა სახლში ერთნაირად მარტოსული ხარ. ნამდვილი ბედნიერება ამქვეყნიური მატერიალურ ნივთებიდან არ გამომდინარეობს.

თუ თვითმფრინავი, რომლითაც მიფრინავ, ვარდება, არა აქვს მნიშვნელობა ბიზნეს კლასში ხარ თუ ეკონომ კლასში, შენ თვითმფრინავთან ერთად ვარდები. თუ ვინმე გყავს, ვისაც შეგიძლია დაელაპარაკო – ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ნუ აღზრდით შვილებს ისე, რომ სიმდიდრისკენ მიისწრაფოდნენ, არამედ ისე აღზარდეთ, რომ ბავშვებს სურდეთ ბედნიერები იყვნენ. ასე, ბავშვებს ნივთების ღირებულება ეცოდინებათ და არა მხოლოდ მათი ფასი. მიირთვით საკვები, როგორც წამალი, რათა მოგვიანებით საკვების ნაცვლად წამალი არ გამოიყენოთ.

ვისაც უყვარხარ არასოდეს მიგატოვებს, თუნდაც 100 მიზეზი ჰქონდეს, თქვენზე უარის თქმისა. მოსიყვარულე ადამიანი ყოველთვის იპოვის მიზეზს, რომ თქვენს გამო გაუძლოს. დიდი განსხვავებაა ამ ორ მდგომარეობას შორის: იყო ადამიანი და იყო ადამიანური“, – თქვა სტივ ჯობსმა ამ სამყაროს დატოვების წინ.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რჩევა რედაქციისაგან – ახლა მსოფლიოში საშინელი ომებია ფულის, რესურსების, ძალაუფლებისა და ტერიტორიებისთვის. ფინანსური, საინფორმაციო ომები, რომლებიც ანგრევს ადამიანების ცხოვრებას. ერთხელ მეცნიერმა ჟაკ ფრესკომ თქვა, რომ იმ ფულით, რომელსაც ხალხი იარაღსა და ომებში ხარჯავს, შეეძლოთ აეშენებინათ სახლები და სკოლები მთელი კაცობრიობისთვის. ადამიანები არ იშიმშილებდნენ, სამყარო ბევრად უკეთესი ადგილი იქნებოდა, თუ თითოეული ეცდებოდა დახმარებას, ეცდებოდა ცხოვრებაში რაიმე კარგის გაკეთებას, ან სულაც არ დააზარალებდა გარშემომყოფებს, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებით. მატერიალური სიმდიდრე არაფერია, როცა ადამიანი მარტოა, მძიმე ავადმყოფია ან უმწეოა. ჩვენ, მხოლოდ სხვების დახმარებით ვიქცევით ადამიანებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს