ტრაილერის მძღოლთა უმეტესობა, მანქანაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლში. მეზღვაურების მსგავსად, ისინი მიჩვეულნი არიან, თან ატარონ ყველა საჭირო ნივთი.
ტრაილერის კაბინაში ხომ ადგილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თუნდაც მეზღვაურთა კაიუტაში! კომფორტის მოყვარულ მძღოლთა საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეძლეს კაბინის მორგება დღეისათვის პოპულარულ “სახლი ბორბლებზე” კონცეფციისთვის. შედეგი ნებისმიერი მძღოლს მოეწონება!
ერთი შეხედვით, თქვენ წინაშეა უბრალოდ მდიდრული “საგზაო ლაინერი”. მძღოლის სამუშაო მანქანა ყოველთვის მზად უნდა იყოს გზისთვის, და მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან, რომ ამ მანქანაში ნამდვილი სასახლე იმალება ბორბლებზე!
ახლა უკვე შეიძლება რთული რეისების დავიწყება ვიწრო კაბინებში. ტრაილერში გამოყოფილია ადგილი კომფორტული საძინებლისთვისა და თანამედროვე სამზარეულოსთვის, საჭირო ნივთების მთელი ნაკრებით.
რეალურად, ტრაილერში არსებული საცხოვრებელი ფართი დიდი სულაც არაა. თუმცა, ამ მოძრავი სახლის შემქმნელებმა შეძლეს და იგი შინაურად კომფორტული გახადეს. დამიჯერეთ, ასეთი მანქანით მოგზაურობა ერთი სიამოვნებაა!
ეს ოთახი ტიპურ საცხოვრებელ მოდულს არ ჰგავს. აქ ვხედავთ ბორბლებიანი სახლის მოწყობის რამდენიმე ვარიანტს. რა თქმა უნდა, სივრცე ახალგაზრდა ოჯახისთვისაც კი ვიწროა. თუმცა, მარტოხელა მძღოლისთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილია!
ჭკვიან დიზაინერებს არ გამორჩენიათ კომპაქტური სან.კვანძიც, რომელიც გარანტირებულად დაფარავს მძღოლის ყველა მოთხოვნილებას. ხელმისაწვდომი შხაპი – ამაზე აქამდე მხოლოდ თუ იოცნებებდნენ.
ქვემოთ უფრო თვალსაჩინოდ იხილავთ მძღოლების განხორციელებულ ოცნებას. ასეთ ტრაილერში ნებისმიერი მძღოლი იგრძნობს, თუ როგორია – იყო ფრილანსერი და მუშაობდე სახლიდან გაუსვლელად.