ცოტა ხნის წინ გათხოვდა ჩემი კლასელი. ახალდაქორწინებულებმა გადაწყვიტეს დიდ ქორწილში ფული არ დაეხარჯათ და პატარა სუფრაზე მხოლოდ უახლოესი მეგობრები მიიწვიეს. წვეულებამ წარმატებით ჩაიარა, რადგან საქმროს დედამ რამდენიმე კერძი თავად მოამზადა. ქალბატონმა თინათინმა გამოაცხო ბლინების ღვეზელი ხაჭოთი. ყველა აღფრთოვანებული ვიყავით – ღვეზელის ყოველი ნაჭერი უდარდელ ბავშვობას გვაგონებდა. ქალბატონ თინათინს რეცეპტი ვთხოვე და გადავწყვიტე, რომ შაბათ-კვირას მომემზადებინა, რადგან საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა.
ბლინის ღვეზელი
ქალბატონი თინათინი ბლინების ღვეზელს “ლოკოკინას” უწოდებს. ის მართლაც ჰგავს ლოკოკინას ნიჟარას. ერთ დროს მის ბებიას ჰყავდა ძროხა და ნამცხვრის შიგთავსი ნატურალური ხაჭოთი მოამზადა. გემო მართლაც უნიკალური იყო. სანდროს დედა ღვეზელს ყოველთვის ახალ-ახალ ინგრედიენტებს უმატებდა, მაგრამ საფუძველი ერთი იყო – ნატურალური ხაჭო.ვის არ უყვარს ბლინები ხაჭოთი? დაუმატეთ არაჟანი და ჯემი – და სრულყოფილი, გემრიელი საუზმე მზად არის.
ინგრედიენტები ბლინებისთვის:
- 2 კვერცხი
- 200 მლ. წყალი
- 200 მლ. რძე
- 300 გრ. ფქვილი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- 300 გრ. ხაჭო
- 2 კვერცხი
- 100 მლ. ნაღები
- 4 ს/კ შაქარი
მომზადების წესი:
- ღრმა თასში ჩატეხეთ 2 კვერცხი. დაასხით 200 მლ. თბილი წყალი. დაუმატეთ შაქარი და მარილი. მიღებული მასა ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
- დაუმატეთ მასას ფქვილი, მცენარეული ზეთი და ჩაასხით რძე. დადგით ცომი ოთახის ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ აურიეთ და გამოაცხვეთ თხელი ბლინები. უნდა მიიღოთ 12-14 ბლინი .
- ცალკე ჯამში აურიეთ ხაჭო, 1 კვერცხი და შაქარი. ნაზავი ჩანგლით თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში, ალუბალი ან ხილის ნაჭრები.
- თითოეული ბლინი შეავსეთ ხაჭოს შიგთავსით და გადაახვიეთ რულეტივით.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დააწყვეთ ზედ ბლინის რულეტები წრეზე.
- მოამზადეთ თავზე მოსასხმელი ღვეზელისთვის: ათქვიფეთ ნაღები და კვერცხი სათქვეფით. ნაღები შეგიძლიათ შეცვალოთ არაჟნით. მოასხით მასა ბლინებს და შედგით ღუმელში.
- აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. მიირთვით ღვეზელი ჯემით ან მორთეთ კენკრით.
რჩევა რედაქციისგან: ღვეზელს ბევრად მარტივად და სწრაფად მოამზადებთ, თუ ბლინები წინასწარ გექნებათ მზად. ზოგჯერ, მზა, გაყინულ ბლინებს ვყიდულობ ხოლმე და ზემოდან ვასხამ ნაღების ან მოხარშულ კრემს. თქვენ გიცდიათ ბლინებით ნამცხვრის მომზადება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.