გვინდა ზაფხულის პირველი თვე ისე გავატაროთ, რომ მთლიანად შევიგრძნოთ მისი ხიბლი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ ასტროლოგიური პროგნოზი 2022 წლის ივნისისთვის. მადლობას ვუხდით თამარა გლობას ამისთვის. გაინტერესებთ ვინ იქნება ყველაზე იღბლიანი ამ თვეში?
2022 წლის ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
2022 წლის ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ბევრ დადებით ცვლილებას მოიტანს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება განათლების, კომუნიკაციისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. თამარა გლობა პროგნოზირებს, რომ მსოფლიო ასპარეზზე ახალი ლიდერები გამოჩნდებიან, რომლებიც ძალაუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებენ.ვერძს ივნისში გაუმართლებს. ეს ხელსაყრელი პერიოდია უკვე დაწყებული ამოცანებისა თუ პროექტების შესასრულებლად, ან რაიმე ახლის დასაწყებად. ფინანსური კუთხით, საქმე აღმავლობისკენ წავა.ასტროლოგი გვირჩევს, თვის მეორე ნახევარი დაუთმოთ სწავლას, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობას, ასევე მოგზაურობას. ივნისის ბოლოს უმჯობესია თავი აარიდოთ ხალხმრავლობას და არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ვინმესთან ღია კონფლიქტში.
შრომისმოყვარე კუროს ივნისშიც გაუმართლებს. მახვილი გონებისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ის მატერიალურ წარმატებას მიაღწევს. შესანიშნავი პერიოდია პირადი საკითხების მოსაგვარებლად.თამარა გლობა კუროებს თვის პირველ ნახევარში ურჩევს მოერიდონ სახიფათო კავშირებს და საეჭვო კონტაქტებს. მეორე ნახევარი, ამ ნიშნის წარმომადგენლებს, უამრავ პოზიტიურ სიახლეს და ცვლილებას მოუტანს. არ გამოტოვო ეს შანსი გააუმჯობესო შენი ცხოვრება!ტყუპებისთვის ივნისი ახალი გეგმებისა და პროექტების განხორციელების პერიოდი იქნება. მეტიც, გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებიან ავტორიტეტული ადამიანები. თვის პირველ ნახევარში აქტიურად იმუშავებენ, მეორე კი სასურველ შედეგსა და შემოსავალს მოიტანს.
- კირჩხიბებისთვის კარიერის განვითარების იდეალური პერიოდი მოდის. ივნისში ამ ნიშნის წარმომადგენლები ბევრს იმოგზაურებენ და ახალ ადამიანებს გაიცნობენ. თუმცა, ასტროლოგი აფრთხილებს: სიფხიზლე არ დაკარგოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თქვენს ჯანმრთელობას!
- ლომისთვის ზაფხულის პირველი თვე ნაყოფიერი პერიოდი იქნება. თამარა გლობა უწინასწარმეტყველებს წარმატებას სახლიდან შორს. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც სამსახურზე, ასევე ოჯახურ მდგომარეობაზე.დგება დრო, როცა სერიოზულად უნდა იფიქროთ კარიერაზე. ამაში საყვარელი ადამიანები დაგეხმარებიან. თუმცა, არსებობს ალბათობა, რომ ლომებს მოუწევთ სერიოზული არჩევანის გაკეთება სამუშაოსა და პირად ურთიერთობებს შორის.
- ქალწულის ნიშნით დაბადებულთათვის ივნისი მოგზაურობისა და მივლინების პერიოდია. მოუწევთ არჩევანის გაკეთება ძველ და ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს შორის. ასტროლოგი აფრთხილებს: ამ თვეში ხარჯები სჭარბობს შემოსავალს. ამიტომ, დიდი ძალისხმევა გჭირდებათ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასათანაბრებლად.
- სასწორი უნდა მოემზადოს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის. ეს ეხება როგორც სამსახურს, ასევე ოჯახურ ურთიერთობებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბევრ პრობლემასთან მოუწევთ შეჯახება. თუმცა, თუ ყველაფერს გაუმკლავდებიან და თვის მეორე ნახევარი სასურველ შვებას მოუტანს, გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს მომავალ ცხოვრებაში.
- ივნისში მორიელებს სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში ცვლილებები ელით. იქნება ხმამაღალი საუბრის ბევრი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვნოთ ძალა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.ამ ყველაფრის მიუხედავად, ზაფხულის პირველი თვე შესანიშნავი პერიოდი იქნება ნაყოფიერი მუშაობისთვის. შესაძლებელია მივლინებები და მოგზაურობა. თამარა გლობა გვირჩევს ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.
- მშვილდოსნებისთვის ივნისი შემოქმედებითი, საქმიანი და ინტელექტუალური აღმავლობის პერიოდია. დროა მიუძღვნათ თავი რაღაც ახალს და იდუმალს. ამ ნიშნით დაბადებულებს წარმატება ელით არა მხოლოდ სამუშაო სფეროში, არამედ პირად ცხოვრებაში და სპორტში. თვის მეორე ნახევარში შეძლებთ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ იმ პროექტებიდან, რომლებზეც მუშაობთ.
- თხის რქებო, მოემზადეთ იმისთვის, რომ ივნისში საბოლოოდ გექნებათ დრო უძრავი ქონებისა და რემონტის საკითხის მოსაგვარებლად. ეს შესანიშნავი პერიოდია საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, ასევე შემოქმედებითობისა და სიყვარულისთვის. ქალებს აქვთ ყველა შანსი დაორსულდნენ და გააჩინონ დიდი ხნის ნანატრი ბავშვი.
- ივნისის პირველ ნახევარში მერწყულები დიდ ყურადღებას დაუთმობენ შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს. კარგი დროა სახლის მოსაწყობად. ამ თვეში გელოდებათ ბევრი ახალი ნაცნობობა და საინტერესო მოგზაურობა. თუმცა, მოგზაურობამ შეიძლება გააფუჭოს თქვენი ჯანმრთელობა. იყავით ყურადღებით!
- ივნისი თევზებისთვის წარმატებული პერიოდი იქნება. ერთის მხრივ, ეს შესანიშნავი დროა სწავლისა და შემოსავლისთვის. თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ განახორციელოთ დიდი შესყიდვები, განსაკუთრებით, თუ ეს დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან. ასტროლოგი გვირჩევს, თვის მეორე ნახევარი ბავშვებთან ურთიერთობას დაუთმოთ.
ვიმედოვნებთ, რომ 2022 წლის ივნისის ასტროლოგიურმა პროგნოზმა ცოტათი მაინც გაგახალისათ. თქვენ გჯერათ ჰოროსკოპების?