უნდა გითხრათ, თუ როგორ ზღუდავს უცოდინრობა ჩვენს შესაძლებლობებს. ამჯერად, საუბარი მაქვს ველურ მცენარეებზე, რომელსაც ხალხი სარეველებად მიიჩნევს. მაგალითად, თათაბო – გავრცელებულია ბევრგან ბაღებში. ის სწრაფად იზრდება და თვალის დახამხამებაში მრავლდება. თათაბო ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.ამ მცენარემ და სხვა სასარგებლო სარეველებმა შიმშილობის პერიოდში არაერთხელ იხსნეს ადამიანები სიკვდილისგან. საინტერესო ის არის, რომ ასეთი საკვებით გაზრდილი თაობა ბევრად უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე დღევანდელი – განებივრებული, მაღალკალორიულ კვებაზე მყოფი.
ბაღის თათაბო
დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ იტალიური დელიკატესი ახალგაზრდა, ქორფა თათაბოსგან.თათაბო ძალიან სასარგებლოა და საერთოდ არ აქვს გამოყენებისას უკუჩვენება. ძველად მისგან ამზადებდნენ ფქვილს, ურევდნენ ჭვავის ფქვილში და აცხობდნენ პურს, რომელსაც ნიგვზის სასიამოვნო არომატი ჰქონდა.ქორფა ბალახს უმატებდნენ ღოლოს და აკეთებდნენ შესანიშნავ წვნიანს, ხოლო თათაბო და კვერცხი ერთად დელიკატესად ითვლება. ასევე, მის თესლს ხარშავენ რძეში და ამზადებენ უგემრიელეს ფაფას.ბებია დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მე კი თვალის ჩინივით ვუფრთხილდები მის რეცეპტს. სხვათა შორის, იტალიაში თათაბოს იყენებენ სპაგეტის მოსამზადებლად.
ინგრედიენტები
- თათაბოს ნორჩი ფოთლები
- 1 ცალი დაფნის ფოთოლი
- 2-3 კბილი ნიორი
- 3-4 ს/კ არაჟანი
- 2 ს/კ ფქვილი
- 40 გრ. კარაქი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- ზეთი
მომზადების წესი
- აიღეთ თათაბოს ახალგაზრდა ფოთლები და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში.
- დაჭერით და მოხარშეთ მარილიან წყალში 3-5 წუთის განმავლობაში. გაწურეთ მცენარე და გადაიტანეთ ზეთიან ტაფაზე.
- დაუმატეთ კარაქი, მარილი, პილპილი გემოვნებით, დაფნის ფოთოლი და ნიორი.
- დაუმატეთ არაჟანი და ფქვილი, კარგად აურიეთ და თუშეთ კიდევ 10 წუთი. პერიოდულად ურიეთ.
- სულ ეს არის, თათაბოს ფხალი მზად არის. გარნირად ძალიან უხდება ახალი კარტოფილი. გემრიელად მიირთვით!
ამ რეცეპტის მიხედვით გაკეთებული თათაბო სოკოს მოგაგონებთ. ბებია მიყვებოდა, რომ ომის და მის შემდგომ წლებში სწორედ ამ მცენარის წყალობით მოახერხეს შიმშილისგან თავის დაღწევა და გადარჩენა.გაგისინჯავთ თათაბოს წვნიანი? მე მას ასე ვაკეთებ: ვხარშავ რამდენიმე კარტოფილს და ხორცის ბურთულებს, ბოლოს ვამატებ მწვანილებს და წვრილად დაჭრილ თათაბოს.თათაბო ყველა კერძს უხდება, იქნება ეს, წვნიანი, სალათა, თუ მოხარშული ბოსტნეული.
რჩევა რედაქციისგან: ბაღის თათაბო უბრალო მცენარე არ გეგონოთ, ის დელიკატესია. მისი თესლისგან დამზადებულ ფაფას წიწიბურას გემო აქვს, სასარგებლო თვისებებით კი ბევრად აღემატება მას.წვნიანი თათაბოთი მართლაც ძალიან არომატული გამოდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოტა არაჟანს დაუმატებთ. გირჩევთ თქვენც სცადოთ, არ ინანებთ!იცოდით, რომ ბაღის ეს სარეველა საკვებად ვარგისი იყო? გაგვიზიარეთ კომენტარებში.