რეტროგრადული მერკურის პერიოდი მნიშვნელოვნად ართულებს ცხოვრებას. საქმეები ირევა, იმატებს პრობლემები და ამას დასასრული არ უჩანს. შესაძლოა, ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ასტროლოგები ასე არ ფიქრობენ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როდის დგება რეტროგრადული მერკურის დრო და როგორ იმოქმედებს ის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე.
რეტროგრადული მერკურის პერიოდი
ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ 2022 წლის 5 ივნისიდან მერკური დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას და ეს 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყოთ. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს პერიოდი ყველას შეეხება.ამ პერიოდში ზოდიაქოს ბევრმა ნიშანმა, შესაძლოა, დაკარგოს იმედი და დანებდეს. შეიძლება მოეჩვენოთ, რომ წინ არაფერი კარგი არ ელის, დაკარგონ ცხოვრების აზრი. ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მერკური ახდენს გავლენას ადამიანს ცნობიერებაზე და მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს დროებითია. შეეცადეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ რეტროგრადულ ზემოქმედებას და შეძლებთ გადარჩეთ დანაკარგების გარეშე.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი ცუდად მოაზროვნე ადამიანებში აღვიძებს მათ ნეგატიურ მხარეებს. ფრთხილად იყავით უცნობებთან, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი. თავი შეიკავეთ დიდი ტრანზაქციების, შესყიდვებისა და ნაჩქარევი ხარჯებისგან.შეიძლება გართულდეს ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ასევე, ასტროლოგები გვირევენ არ მივაქციოთ ყურადღება სხვების აზრებს. მათი შეფასებები შეიძლება იყოს მიკერძოებული და უბრალოდ თქვენი დათრგუნვა სურთ. არ წამოეგოთ!
ზოდიაქოს ნიშნები – რეტროგრადული მერკურის პერიოდს მარტივად გაივლიან სულიერად ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანები. ლომები, ვერძები, თხის რქები უფრო ადვილად გაუმკლავდებიან დაძაბულ პერიოდს. ისინი არ აძლევენ სხვებს უფლებას გავლენა იქონიონ მათზე. მერწყული შესანიშნავად ეგუება ახალ პირობებს. თუ შეძლებთ სწორი გასაღების პოვნას, თქვენც უპრობლემოდ გადაიტანთ.განვითარებული ინტუიციის მქონე ზოდიაქოს ნიშნებს მეტი სიფრთხილე სჭირდებათ, რადგან შეიძლება შეცდნენ. კურო, სასწორი და ქალწული უფრო მეტად უნდა დაეყრდნონ ფაქტებს, ვიდრე შინაგან განწყობას. პლანეტის გავლენა ხელს შეუშლით სწორ ხედვაში.
ისეთმა ემოციურმა ნიშნებმა, როგორიცაა ტყუპები, კირჩხიბი და მორიელი, უნდა ისწავლონ ენაზე კბილის დაჭერა და გრძნობების კონტროლი. რეტროგრადული მერკურის გავლენა აიძულებს მათ ცილი დასწამონ და პრეტენზიები მიახალონ ახლობლებს.აიყვანეთ თავი ხელში და აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თევზები ძალიან მგრძნობიარე ნიშანია და ის სავარაუდოდ, ყველაზე მეტად იგრძნობს რეტროგრადული პლანეტის გავლენას.
მოემზადეთ, რადგან გრძელი და რთული პერიოდი იწყება – რეტროგრადული მერკურის დრო. რა თქმა უნდა, ყველანი ღირსეულად გავუმკლავდებით მას. ასევე, გირჩევთ, რომ ნუ დააკისრებთ პასუხისმგებლობას თქვენს ცხოვრებაზე ერთ პლანეტას. ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია! თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.