მოცხარზე ბუგრების მოშორება – აუცილებელი საქმეა. 3 წლის განმავლობაში ვებრძოდი ამ უბედურებას, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუხერხებდი. კარგია, რომ გასულ ზაფხულს, ბრძენი მეზობლის რჩევით, ეს წამალი გამოვცადე. სახლში კურის საპონი ვიპოვე და მოცხარს ბუგრები ჩამოვრეცხე. შედეგი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს!დღეს, პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ მოცხარის ბუგრებისაგან გადასარჩენ მეთოდებს. სცადეთ, ნუ შეგეშინდებათ!
მოცხარის დამუშავება ბუგრების საწინააღმდეგოდ
ბევრს ჰგონია, რომ ბუგრები დაავადებაა და მას პრეპარატებით ამუშავებენ, სინამდვილეში კი ის მავნებელია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მცენარეს და გავლენას ახდენს მის გარეგნობასა და მოსავლიანობაზე.ბუგრები უფრო მეტად თავს ესხმიან “ფერად” მოცხარს (წითელი, თეთრი) და უფრო ნაკლებად შავ მოცხარს. ფოთლების ზედაპირზე ჩნდება კაშკაშა წითელი ფერის ბორცვები ან შეშუპება, უკანა მხარეს კი მწერები ჩანს, ეს ბუგრებია.დღეისათვის ბუგრებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო და ამავე დროს ბიუჯეტური ხალხური მეთოდი – საპნის ხსნარია. შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო, მწვანე, კუპრის ან თუნდაც, ტუალეტის საპონი. მცენარის დასამუშავებლად საჭიროა ძლიერი საპნის ხსნარის დამზადება. ამისათვის, გახეხეთ 300 გრამი საპონი და 10 ლიტრ წყალში გახსენით.
ხახვის ნაჭუჭი – კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია ბუგრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამისათვის, 200 გრამი ხახვის ნაჭუჭი – ერთ სათლ მდუღარე წყალში უნდა ჩაყაროთ. შემდეგ, მიღებული ნაყენი მოცხარის ბუჩქს უნდა შეასხუროთ “ნაცრის ნაყენის“ მომზადება კი მეზობელმა მირჩია. მან მირჩია, რომ ავიღო 2 ჭიქა ხის ნაცარი და 100 გრამი უბრალო საყოფაცხოვრებო ან ნებისმიერი თხევადი საპონი. ნაცარს უნდა დავასხათ ცხელი წყალი და უნდა ვადუღოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ნაყენი უნდა გადაწუროთ და გავაზაოთ 10 ლიტრ წყალში. სულ ბოლოს, საპონი უნდა დავამატოთ. მეთოდი მშვენივრად მუშაობს!
ბუგრებს ბაბუაწვერათიც შეგიძლიათ ებრძოლოთ. 200 გრამ ბაბუაწვერას, მცენარის ფესვებთან ერთად, ასხამენ მდუღარე წყალს. მომზადებული ნაყენი შეასხურეთ ბუჩქის ყველა ღეროსა და ფოთოლს.ასევე ამბობენ, რომ ბუგრებით დაავადებულ ადგილებს შეგიძლიათ კოკა-კოლა შეასხუროთ. მე თვითონ არ მიცდია, მაგრამ მებოსტნეები ფორუმებზე წერენ, რომ მეთოდი ეფექტურია!”როგორც კი ფოთლებს ამოიტანს, ვაგროვებ ჭინჭარს, ვტეხ მას – და ყველა ბუჩქის ქვეშ ვალაგებ. მოცხარი, კენკრა, ვარდი…. შესანიშნავად ყვავის!” – დაასრულა სიბრძნის გაზიარება მეზობელმა. ალბათ, გავითვალისწინებ და თქვენც გირჩევთ!
რედაქციისაგან: თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიმიკატები, მაგრამ ისინი ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, “ფიტოვერმი” ბიოლოგიური წარმოშობისაა და შედარებით უვნებელია ადამიანისთვის. შეძენილი პრეპარატები ადგილობრივად უნდა იქნას გამოყენებული. დაამუშავეთ მხოლოდ ის მცენარეები, რომლებსაც ყველაზე მეტი ბუგრი ეხვევა.
როგორც ხედავთ, მოცხარის ბუჩქებიდან ბუგრების მოშორება არც ისე რთულია. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას?