.სამყაროს გზავნილები აქვს თითოეული ჩვენგანისთვის და ის ძალიან მარტივია: ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე გვგონია. ახლა, ასეთ რთულ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია. რაც შეიძლება ხშირად უნდა გავუმეოროთ საკუთარ თავს ეს. სასურველია, დილა დაიწყოთ მცირე მედიტაციით, ლოცვით, ან სხვა ცხოვრებისეული სენტენციებით.
გზავნილი ადამიანებისთვის
ადამიანის ნამდვილი ძალა მის მოქნილობაშია. სხეულის, გონებისა და მსოფლმხედველობის მოქნილობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გადარჩენა.სამყარო არავის არასოდეს არ ერგება. ჩვენ შეგვიძია გავჩერდეთ ერთ ადგილას, დავრჩეთ სწორხაზოვნად და ვიწროდ მოაზროვნენი, ან შევეცადოთ ავითვისოთ სწრაფად ცვალებადი ტენდენციები და შევისწავლოთ ახალი უნარები. სამწუხაროდ, უფროსი თაობა გაურბის სიახლეებს, ტექნოლოგიურ ცვლილებებს და არც ცდილობენ რამის გაგებას.
მაგრამ ტექნოლოგიები იხვეწება ადამიანის კომფორტისთვის და არა მარტო ის. ასაკთან ერთად უნდა შეიცვალოს მსოფლმხედველობაც. კონსერვატიული, სულელი ადამიანების ხელშია ძირითადად ძალაუფლება და ბევრი უბედურების მიზეზიც ხდებიან. წარსულში დაბრუნების სურვილს, სიტყვების დევნას “ადრე უკეთესი იყო”, არაფერი მოჰყოლია კარგი ადამიანის არსებობის მანძილზე.ეს ფაქტია. ამაში დასარწმუნებლად კი საკმარისია ისტორიის სახელმძღვანელოში ჩახედვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არაერთხელ იქნა გადაწერილი, მაინც შეიძლება ზოგადი ტენდენციის ამოკითხვა. ყოველთვის, როდესაც მმართველი ცდილობდა დაებრუნებინა ე. წ. ძველი, დიდებული დღეები, კარგი არაფერი ხდებოდა.
უმეტესად, ამ სურვილს მოჰყვებოდა ხოლმე ომი და ათასობით ადამიანი იღუპებოდა სულელური ნოსტალგიის გამო. ძალაუფლების მოყვარული, წარსულისკენ მაყურებელი ლიდერები მოკლებულნი არიან იმის უნარს, თუ როგორ მოერგონ მათ გარშემო არსებულ მშვენიერ სამყაროს. ასაკის მატებასთან ერთად, მათ აშინებთ ძალაუფლების დაკარგვის შიში.მათ აშინებთ ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა თაობა სხვა სამყაროს შექმნის. არადა, ეს სრულიად ნორმალურია. დრო ყოველთვის ერთი მიმართულებით მოძრაობს და არასდროს ბრუნდება უკან. თუმცა, ზოგიერთი მოხუცი ვერ აცნობიერებს ამას და არ იცის როგორ დატკბეს ცხოვრების წინსვლით. ისინი საკუთარ მომავალს შვილებსა და შვილიშვილებში ვერ ხედავენ. მათ სურს თავად იცოცხლონ მარადიულად.სამწუხაროდ, ეხლაც მსგავსი რამ ხდება. ერთი ხალში შესული ადამიანის გამო, იტანჯება უამრავი ადამიანი და მას ეს საერთოდ არ ადარდებს.
რჩევა რედაქციისგან: ჩვენ ძლიერები ვართ და გავუძლებთ. ხშირად გაიმეორეთ ეს სიტყვები! წარმოუდგენლად დიდია ადამიანის შინაგანი ძალა და მისი პოვნა სულ არ არის რთული. ყოველ ჯერზე, როცა შეგიპყრობს შიში და პანიკა, წარმოიდგინეთ, რომ ის ცივი ჰაერია: რაც უფრო მეტად მოიბუზები, სითბოს შესანარჩუნებლად, მით უფრო ცუდად გახდები. მოდუნდი და მიეცი უფლება თავისუფლად გაიაროს შენში, არ მისცე უფლება, დარჩეს და ღრმად გაიდგას ფესვები, უბრალოდ გაუშვი.
ხშირად გაიაზრე, რომ ყველაფერი წარმავალია და ერთ დღეს ეს ომიც დასრულდება. მისი დასასრული არ არის შორს და უნდა გაუძლოთ!