თითოეულ დიასახლისს აქვს ბადრიჯნის რულეტის საკუთრი რეცეპტი, სასწრაფოდ გაგიზიარებთ ჩემს რეცეპტს.

1264

ალბათ ყველა დიასახლისს აქვს ბადრიჯნის რულეტის საკუთარი რეცეპტი. არსებობს მომზადების მრავალი ვარიანტი და კიდევ უფრო მეტი სახეობის შიგთავსი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის რულეტი ნივრით და ბოსტნეულის შიგთავსით. ჩვენ ყველაზე მეტად ეს ვარიანტი მოგვწონს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენც დააფასებთ.

ბადრიჯნის რულეტი ნივრით

  • 4 ცალი ბადრიჯანი
  • 3 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 3 პომიდორი
  • 150 გრ. ნიგოზი
  • ქინძი
  • კამა
  • ნიორი
  • ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

  მომზადების წესი

  1. თავად ბადრიჯანი შეიძლება მომზადდეს ორი ხერხით. პირველი – უბრალოდ შეწვით მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან რამდენიმე წამის განმავლობაში.
  2. თუმცა, მე კვერცხში ამოვლებული მირჩევნია. ამისთვის უნდა ათქვიფოთ კვერცხი, მოაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ბადრიჯანი დაჭერით თხელ ზოლებად, ამოავლეთ კვერცხში და შევწვით მცენარეულ ზეთში. შეგიძლიათ ფქვილშიც ამოავლოთ, მაგრამ ამით კერძი უფრო კალორიული ხდება.
  3. შეწვის შემდეგ ბადრიჯანი დადგით გასაცივებლად. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი: ტაფაში შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი. შემდეგ წიწაკა დაჭერით კუბებად და დაუმატეთ ხახვს. დასასრულს დაუმატეთ გაფცქვნილი პომიდორი. შეწვით სრულ მზადყოფნამდე, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
  4. როდესაც შიგთავსი გაცივდება, დაუმატეთ ქინძი, კამა და ბევრი ნიორი. ბადრიჯნისა და ნივრის კომბინაცია ხომ ყველაზე საუკეთესო რამ არის? ასევე დაამატეთ დაფქული ან გატარებული ნიგოზი.
  5. ახლა უბრალოდ გადაახვიეთ შიგთავსი ბადრიჯანში რულეტივით. მორთეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან. შეუდარებელი გემო გარანტირებული გაქვთ.

ბადრიჯნის რულეტები ნივრით, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ძალიან გემრიელია. ინგრედიენტების კომბინაცია ნამდვილი სიამოვნებაა. გარდა ამისა, ზაფხულში ეს კერძი შედარებით იაფი ჯდება და საკმაოდ მარტივად მზადდება.ამ კერძში ყველაზე კარგი ის არის, რომ შიგთავსით ყოველ დღე  შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ და ბევრი საინტერესო ვარიანტი მოიფიქროთ. ვიმედოვნებ, რომ მოისურვებთ ამ რულეტების მომზადებას და გაგვიზიარებთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს