ტაროს გაშლა. რატომ არის ჩუმად? გამოვა თუ არა კავშირზე უახლოეს პერიოდში?

0
932

მოგესალმებით! დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას – ტაროს გაშლა, თემაზე: რატომ არის ჩუმად, გამოვა თუ არა კავშირზე უახლოეს პერიოდში?განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისაგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

კარტი გახასიათებთ, როგორც აქტიურ ქალს, რომელსაც შეუძლია ინიციატივის გამოჩენა, თუ ეს მას სჭირდება. გახასიათებთ, როგორც ქალს, რომელსაც შეუძლია, რომ ურთიერთობებისათვის ემოციონალურად დახარჯოს.თქვენ მკაფიოდ გესმით, როგორი ურთიერთობები გსურთ და მზად ხართ ძალისხმევის დასახარჯად, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ.მაგრამ, ახლა თქვენ უკვე დაეჭვდით, თქვენ უკვე დაიღალეთ მუდმივად რაღაცის გაკეთებით ურთიერთობების განსავითარებლად, რადგან პარტნიორის მხრიდან მსგავს ქმედებებს ვერ ხედავთ.

და ახლა თქვენ გაგიჩნდათ ბუნებრივი კითხვა “საჭიროა კი, ეს ყველაფერი სინამდვილეში?”. ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ დროისთვის არ გაქვთ. პირიქით, თქვენ ახლა ტემპი შეანელეთ და ახლა პირიქით, სიჩუმე და სიმშვიდე გჭირდებათ.მამაკაცი რთული ხასიათის მქონე ადამიანია, კატეგორიულია, ურთიერთობებში ქცევის ერთი და იგივე მკაცრ მოდელსაა მიჩვეული. მაგალითად, ვიღაცის შემთხვევაში ისეა, რომ მამაკაცი ქალს ოჯახში და ურთიერთობებში უთმობს განსაზღვრულ როლს. და მან მკაცრად უნდა დაიცვას იგი. ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ – დახვრეტა.

როგორც ჩანს, რაღაც მომენტში თქვენ შეწყვიტეთ ამ ყველაფრის გაკეთება, რადგან თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ და არ ხართ მიჩვეული სხვის მორჩილებაში ყოფნას, ამიტომ, უხეშად რომ ვთქვათ, მამაკაცი ახლა იმედგაცრუებულია.ზოგადად, კარტი თქვენს შორის რთულ სიტუაციას გვიჩვენებს, როდესაც თქვენ ერთმანეთს იზიდავთ, გიჭირთ ერთი მეორის დატოვება, მაგრამ ძალიან ბევრი წინაღობა, წინააღმდეგობა და შეზღუდვა გაშორებთ, ერთად ყოფნის საშუალებას არ გაძლევთ.

კერძოდ კი ეს არის თქვენი ან მისი ოჯახი, მაგრამ თუ ორივე თავისუფლები ხართ, ესენი შეიძლება იყვნენ ნათესავები, რომლებიც თქვენს ურთიერთობებში ერევიან.ვიღაცის შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ერთ-ერთ თქვენგანს არ სურს სერიოზული, მუდმივი ურთიერთობების აგება. უფრო სწორედ, ერთ-ერთი თქვენგანო მზად არ არის ასეთი ფორმატის ურთიერთობებისათვის.მაშ ასე, რატომ არის ჩუმად? რატომ დაიკარგა? კარტი მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ მამაკაცი საკუთარ სიჩუმეს, თქვენთან დაშორებას – ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მას მიაჩნია, რომ ის სწორად იქცევა, რადგან თვლის, რომ ის წინაღობები და წინააღმდეგობები, რომლებიც ახლა თქვენს შორისაა, უბრალოდ გადაულახავია.ეს კი ნიშნავს, რომ უკეთესია ურთიერთობის შეწყვეტა, ვიდრე საკუთარი ძალების იმ პრობლემების მოგვარებაზე დახარჯვა, რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია.გამოვა თუ არა კავშირზე უახლოეს მომავალში? სამწუხაროდ, არა. ის ასეც კარგად ცხოვრობს, სიამოვნებას ღებულობს, რაღაც მომენტებში ბედნიერიც არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ენატრებით კიდეც, ის უბრალოდ ცდილობს ამაზე არ იფიქროს, რათა განწყობა არ გაიფუჭოს. იგი გაურბის ამ ფიქრებსა და სურვილებს. ის არ აპირებს უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში გამოჩენას.