ცოლის გარეგნობა ყოველთვის საკამათო თემაა. ხშირად ვხვდებით უკმაყოფილო მამაკაცების კომენტარებს, სადაც ისინი აღშფოთებულები არიან ვიღაც ქალის გარეგნობით. განსაკუთრებით ბევრი კრიტიკა მიმართულია იმ ახალგაზრდა ქალბატონებისკენ, რომლებიც ქმრის გვერდით დადიან და ვერ ბედავენ საკმარისად კარგად გამოიყურებოდნენ. მოდით პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბროთ ასეთ ახალგაზრდა ქალბატონებზე.
ქალის გარეგნობა
მამაკაცების უმეტესობა, რომლებიც კომენტარებში აკრიტიკებენ უცნობ ახალგაზრდა ქალბატონებს, არ იციან, საიდან მოვიდა ეს ქალი, რა განიცადა და რა მდგომარეობაშია.იქნებ, მან რამდენიმე დღის წინ დატოვა სამშობიარო სახლი და ჰქონდა მძიმე ხანგრძლივი მშობიარობა? როგორ უნდა გამოიყურებოდეს ამის შემდეგ? ანათებდეს, ეცვას ბოლო მოდაზე და ღიმილი დასთამაშებდეს მაკიაჟიან სახეზე? მეეჭვება, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ქალის ფიზიოლოგია ისეთია, რომ მის სხეულს უსიამოვნო შეგრძნებები უფრო ხშირად აწუხებს, ვიდრე მამაკაცებს.საუბარი არ არის მხოლოდ მშობიარობაზე. ყოველთვიურად კრიტიკული დღეებიც უსიამოვნო შეგრძნებების თაიგულია. ბევრი ქალი ამ პერიოდში თავს საშინლად გრძნობს და ყველაზე ბოლო, რაზეც ისინი ამ დღეებში ფიქრობენ, გარეგნობაა. და რა ქნან, ამის გამო სახლიდან აღარ გამოვიდნენ?
სილამაზე და ქალურობა – ამასთან, ყველას განსხვავებული წარმოდგენა აქვს სილამაზისა და ქალურობის შესახებ. ზოგს მოსწონს მოწესრიგებული ტანსაცმელი და ახლად დაბანილი სახე, ვიღაც კი მკვეთრ მაკიაჟს იკეთებს მაღაზიაში გასვლის წინაც. ერთიც და მეორეც ნორმალურია. შესაძლოა, ცოლის გარეგნობა სრულიად აკმაყოფილებს ქმარს. მაშინაც კი, თუ იგი არ ჯდება სილამაზის თანამედროვე ნორმებში.სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვაფასებთ ადამიანებს გარეგნობის მიხედვით, ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე, თუ რა ხდება მის შიგნით. ამ დროს კი ქალს შეიძლება ჰქონდეს მაგალითად, გახანგრძლივებული დეპრესია. ასეთ დროს არა მარტო საკუთარ თავზე ზრუნვა, საერთოდ, ცხოვრებაც არ გინდა. როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პოულობს ძალას, რომ გავიდეს სახლიდან და მივიდეს უახლოეს მაღაზიამდე, ის უკვე გმირია და საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი როგორ გამოიყურება.უსიამოვნოდ მაკვირვებს მამაკაცები, რომლებიც ქალებს რაღაც არსებებად თვლიან. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს უფლება გამოვიყურებოდეთ ცუდად, როცა ავად ვართ ან როცა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა ზღვარზეა. მამაკაცებს კი შეუძლიათ ცუდად და მოუწესრიგებლად გამოიყურებოდნენ. არც ისე სამართლიანია, არა? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ასეთი განცხადებების მამაკაცები არასოდეს ყოფილან ქალებთან ახლოს და საერთოდ არ იცნობე მათ.
რჩევა რედაქციისგან: რეალური ადამიანები და რეალური ურთიერთობები არ არის ის, რასაც მედია და ლიტერატურა გვიქადაგებს. დიახ, რეალურ ურთიერთობაში შეიძლება იყოს ბევრი ვნება, სიყვარული, ზრუნვა და სინაზე. თუმცა, ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ცუდი დღეები, საშინელი განწყობა და მელანქოლიის შეტევები. სიყვარულისა და ურთიერთობების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიღებთ სხვა ადამიანს ისეთს, როგორიც არის და გვიყვარს იგი ნებისმიერ მდგომარეობაში.ზოგიერთი ქალი დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, ზოგი კი უგულისყუროდ ეპყრობა. ეს ყველას პირადი არჩევანია და აქ არ არის ცნება „სწორი“ ან „არასწორი“. თუ ადამიანი არ მოგწონს, არ იყო მასთან. არ არის საჭირო მისი გაკრიტიკება და შენიშვნების მიცემა. არავინ გაიძულებს მასთან ყოფნას.
ხოლო მამაკაცებს, რომლებიც აღშფოთებულნი არიან ქალის მოუწესრიგებელი ვიზუალით, ვეტყოდი: ოდესმე გიფიქრიათ, რომ გარეგნობა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი? იქნებ ეს ახალგაზრდა ქალბატონი თავის მამაკაცს უყვარს სინაზის, მზრუნველობისა და სითბოს გამო? ლამაზი გარეგნობა სულაც არ ნიშნავს ცივ გულს, მაგრამ ხშირად ეს სილამაზე მაღაზიის ვიტრინას ჰგავს და საერთოდ არ გვათბობს… თქვე რას ფიქრობთ?