ერთი შეხედვით, ნამცხვრისთვის ბეზეს მომზადება ძალიან მარტივია და მართლაც, რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ ორი ინგრედიენტის მქონე რეცეპტთან? კვერცხს დააყარეთ შაქარი და ათქვიფეთ! მაგრამ ვინც უკვე სცადა, იცის, რომ დეტალებში იმალება ეშმაკი და სრულყოფილი მერენგას მომზადების დროს ყველაფერი შეიძლება გახდეს პრობლემა. ზოგჯერ ეს არის ინგრედიენტების პროპორციები ან ტემპერატურა, ზოგჯერ თავად შაქრის ხარისხი. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ლამაზი ბეზე ხრაშუნა ქერქით და რბილი შიგთავსით.
როგორ მოვამზადოთ ბეზე
ვიკიპედიაში წერია, რომ ბეზე (ფრანგ. baiser-კოცნა), ანუ მერინგა, არის დესერტი, რომელიც მზადდება შაქართან ერთად ათქვეფილი და გამომცხვარი კვერცხის ცილისგან. მერენგას სამი ტიპი არსებობს: ფრანგული, შვეიცარიული და იტალიური. მათი შემადგენლობა თითქმის იდენტურია. როგორც წესი, ეს არის 1 წილი ცილა და 2 წილი შაქარი. მაგრამ მომზადების ტექნოლოგიაში არის გარკვეული თავისებურებები.ფრანგული მერენგა ითვლება ყველაზე მარტივად, მაგრამ მალე დნება. ამიტომ უნდა მომზადდეს უშუალოდ გამოყენებამდე. შვეიცარიული ვერსია უფრო სტაბილურია იმის გამო, რომ შაქარი და ცილა თბება წყლის აბაზანაზე 45-70 გრადუსამდე. ხოლო იტალიური მერინგა კარგად ინარჩუნებს ფორმას, მაგრამ მოითხოვს წყლისა და შაქრის სიროფის დამატებას.
იდეალური ბეზეს საიდუმლო
- კვერცხი. ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ახალი არ ნიშნავს კარგს. იდეალური იქნება დაახლოებით ერთი კვირის კვერცხები. მიზეზი ის არის, რომ შენახვისას კვერცხებიდან ტენი ორთქლდება. ამიტომ ცილა უფრო ბლანტი ხდება და უკეთ ინარჩუნებს ჰაერის ბუშტუკებს.ასევე არსებობს მოსაზრება, რომ უკეთესია ყავისფერი ნაჭუჭის მქონე კვერცხები, მაგრამ, მეორეს მხრივ, სწორედ ყავისფერი კვერცხებიდან მიღებულ მერინგას აქვს ხოლმე კვერცხის სუნი. გაშრობის შემდეგ უსიამოვნო სუნი შეიძლება გაქრეს, ან გაძლიერდეს. ამიტომ არ გარისკოთ და ათქვეფის ბოლოს დაამატეთ არომატიზატორი.დასასრულს, მოდით უფრო ახლოს მივხედოთ პროპორციებს. ხშირად რეცეპტებში ცილის რაოდენობა მოცემულია გრამებში და არა კვერცხების რაოდენობაში. რამდენს იწონის ერთი კვერცხის ცილა? მოგეხსენებათ, კვერცხი საშუალოდ დაახლოებით 60 გრამს იწონის. ამავდროულად, ცილა შეადგენს წონის 55-58%-ს. ასე რომ, ერთი ცილა იწონის დაახლოებით 33 გრამს.100 გრამი ცილისთვის დაგჭირდებათ სამი საშუალო ზომის კვერცხი. რატომ უნდა იცოდეთ ეს? იმისათვის, რომ თქვენს დესერტში მერინგა არ გაქრეს და დაიკარგოს. სწორედ შაქარი აფიქსირებს მერინგას აფუებულ სტრუქტურას და მისი რაოდენობა ყოველთვის პროპორციულია ცილის წონისა.
- ცილის განცალკევება. აქ სიზუსტე მნიშვნელოვანია. აუცილებელია ცილების ნელ-ნელა გამოყოფა, რომ ცილოვან მასაში ერთი წვეთი გულიც კი არ მოხვდეს.
- ტემპერატურა. დიასახლისებს მუდამ აქვთ კითხვა: საჭიროა თუ არა კვერცხის ცილა გავაციოთ მაცივარში ათქვეფის წინ. ერთის მხრივ, ცივი კვერცხის ცილა უფრო სწრაფად ითქვიფება, მაგრამ მეორეს მხრივ, ის ასევე სწრაფად ვარდება. ოთახის ტემპერატურის ცილისგან დამზადებული მერენგა უფრო ჰაეროვანია და უფრო დიდხანს რჩება სტაბილური.
- ჭურჭელი. ჯამი და ყველა სათქვეფი ატრიბუტი უნდა იყოს იდეალურად მშრალი და უცხიმო. ცხიმის წვეთიც კი არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი ცილები აქაფდეს. ამიტომ ჭურჭელი გაწმინდეთ ლიმონის წვენით, შემდეგ კი ქაღალდის პირსახოცით.
- შაქარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ შაქარი აფიქსირებს მერინგის სტრუქტურას. ითვლება, რომ წვრილად დაფქული შაქარი ან შაქრის პუდრა საუკეთესო ვარიანტია. ეს აიხსნება იმით, რომ შაქარს ცილების შერევის დროს უნდა ჰქონდეს დრო, რომ მთლიანად გაიხსნას. უხეში შაქრის დაშლას კი დიდი დრო დასჭირდება.
- ლიმონმჟავა. ლიმონმჟავას დამატება მიღებულია ათქვეფის ბოლოს. ეს აუცილებელია ცილის სტაბილიზაციისა და ფორმის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ თუ თქვენი მიქსერი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მიიღოთ მყარი ქაფი, შეგიძლიათ გააკეთოთ ლიმონმჟავის გარეშეც.
ვამზადებთ ბეზეს ღუმელში
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 180-200 გრ. შაქრის პუდრა
- მწიკვი ლიმონმჟავა
მომზადების წესი
- ფრთხილად განაცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან.
- ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა დაბალ სიჩქარეზე დაახლოებით 30 წამის განმავლობაში.
- როცა კვერცხის ცილა ქაფის წარმოქმნას დაიწყებს, აწიეთ სიჩქარე საშუალოზე და ათქვიფეთ გამყარებამდე.
- თანდათან უმატეთ შაქრის პუდრა.
- ამის შემდეგ ურიეთ კიდევ რამდენიმე წუთი მაღალი სიჩქარით. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა ლიმონმჟავა.
- შედეგად უნდა მიიღოთ მყარი და ერთგვაროვანი ქაფი. შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი მზადყოფნა: გადმოაბრუნეთ ჯამი თავდაყირა. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, ცილოვანი მასა თავის ადგილზე დარჩება.
- გაახურეთ ღუმელი 100 გრადუსზე, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი საცხობ დაფაზე.
- გადაიტანეთ ბეზე კულინარიულ ტომარაში.
- დასვით სასურველი ფორმები ქაღალდზე.
- მომზადების დრო დამოკიდებულია მერინგას ზომაზე. რაც უფრო პატარაა ის, მით უფრო სწრაფად იქნება მზად. ჩვეულებრივ ამას 1-1.5 საათი სჭირდება.
- და კიდევ ერთი: არ გამოაღოთ ღუმელი ცხობის დროს. ტემპერატურულმა სხვაობამ შეიძლება გამოიწვიოს მერინგების გაბზარვა. მზა ბეზე დატოვეთ ღუმელში, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება.
- გემრიელად მიირთვით!
კლასიკური ტორტი მერინგათი ძალიან მარტივი ასაწყობია. არაფრის გამოგონება არ გჭირდებათ. უბრალოდ მიჰყევით რეცეპტში მოცემულ ყველა ნაბიჯს. არაჩვეულებრივი ფორმა ჰაეროვან მერინგასთან და ნაზ კრემთან ერთად თქვენს დესერტს დღესასწაულად აქცევს. გიცდიათ ბეზეს გამოცხობა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.