ჭვარტლი, ცხიმი და ნამწვი მყისიერად მოშორდება, უბრალოდ უნდა იცოდეთ რამდენიმე მარტივი ხრიკი

5905

დასუფთავება  ბევრისთვის უსიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით სამზარეულოსი, სადაც ცხიმი, ჭვარტლი და ნამწვი ბინადრობს. და თუ ეს ყველაფერი ერთად არის და თან დიდი ხნის ჩამჯდარი… ნამდვილი კოშმარია! თუმცა, ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ხრიკის ცოდნით, შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ დასუფთავების პროცესს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, როგორ გაასუფთავოთ სამზარეულო, თუნდაც ეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანდეს.

როგორ დავასუფთავოთ სამზარეულო

ჩვენ დავივლით სამზარეულოს პრობლემურ ადგილებს და ჩავიხედავთ ყველაზე ჭუჭყიან კუთხეებში. მერწმუნეთ, ამ მარტივი საშუალებების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ ნებისმიერი დაბინძურება. დავიწყოთ, ალბათ, ყველა დიასახლისის მთავარი მტრით – ნამწვით ტაფებსა და ქვაბებზე.

როგორ მოვაშოროთ ნამწვი – ბებიას ჰქონდა ძველი ტაფა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის და სამზარეულოს ერთგული თანაშემწე იყო. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ სქელი ნამწვი გაუჩნდა ძირზე. ალბათ, ბევრს გექნებათ სახლში ასეთი ტაფა. ნამწვის მოშორებაში სოდა და ძმარი დაგეხმარებათ. ზედაპირზე უხვად დააყარეთ სოდა, შემდეგ მოასხით ძმარი და შეაზილეთ მყარი ღრუბლით. თუ ბევრი ნამწვი აქვს, პროცედურა რამდენჯერმე უნდა განმეორდეს.თუ მიმწვარი ფენა ტაფის შიგნით არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი საპონი. გახეხეთ სახეხზე, დაყარეთ ტაფაზე და შეავსეთ წყლით. ადუღეთ საპნიანი ხსნარი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გახეხეთ რბილი ღრუბლით და გარეცხეთ გამდინარე წყლით. ხსნარის გაკეთება შეგიძლიათ სოდითაც. გააქტიურებული ნახშირი, ასევე, ხელს უწყობს ნამწვის მოშორებას. ის უნდა ჩაყაროთ ქვაბში და გააჩეროთ 40 წუთი. შემდეგ დაასხათ ცივი წყალი და ადუღოთ დაახლოებით 20 წუთი. ეს პროდუქტი შესანიშნავია მიმწვარი ქვაბების გასაწმენდად.

გახსოვდეთ, რომ აბრაზიული ნივთიერების, მაგალითად, როგორიცაა სოდა, გამოყენება არ შეიძლება ტეფლონის ჭურჭელზე. უხეშმა ღრუბელმა და ფხვნილმა შეიძლება გააფუჭოს საფარი. ტეფლონის ტაფები გამოყენების შემდეგ მაშინვე გარეცხეთ, რადგან ძველი ნადების მოშორება მისგან ძალიან რთულია.

როგორ გავრეცხოთ სამზარეულო: გამწოვი – კიდევ ერთი ჭუჭყიანი ადგილი სამზარეულოში, რომელიც აფუჭებს მთელ კომფორტს თავისი ვიზუალით, არის გამწოვი ბადე. მისგან ცხიმისა და ჭვარტლის ამოღებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. ამოიღეთ ბადე და ჩადეთ 15 წუთის განმავლობაში წყლის, მარილისა და ლიმონმჟავას ხსნარში. 1 ლიტრ წყალზე აიღეთ 4 სუფრის კოვზი მარილი და 3 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. თუ ამის შემდეგ ცხიმი არ მოშორდება, სცადეთ ბადის იმავე ხსნარში გამოხარშვა.კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა სოდა. მისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ ეფექტური ხსნარი. აადუღეთ 5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყარეთ 0,5 ჭიქა სოდა, დაუწიეთ ცეცხლს. ამ მდუღარე წყალში ჩადეთ გამწოვის ბადე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ძლიერი დაბინძურებისას – 10 წუთი. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლით. მზადაა! გამწოვი ისევ სისუფთავით ანათებს.

თუ მულტისახარში ქვაბი გაქვთ, შეამჩნევდით, რომ გამათბობელი დროთა განმავლობაში ბინძურდება. იქ ხვდება საკვების ან წყლის ნარჩენები. უნდა გაიწმინდოს ძალიან ფრთხილად, რათა შიგნით არ მოხვდეს წყალი. გასაწმენდად აიღეთ ნესტიანი ქსოვილი, დააყარეთ სოდა და გაწმინდეთ ჭუჭყიანი ზედაპირი. შემდეგ სუფთა და ოდნავ ნესტიანი ქსოვილით ამოიღეთ პროდუქტის ნარჩენები. გაწურეთ მულტისახარშის ქვედა ნაწილი და დატოვეთ გასაშრობად.

ცივი სამეფო – მაცივარში უამრავი სხვადასხვა საკვები ინახება. ამის გამო მასში შეიძლება გაჩნდეს უსიამოვნო სუნი. მაცივრის გასაწმენდად და სუნის მოსაშორებლად საჭიროა გამოიყენოთ ძმარი. თანაბარი პროპორციით გახსენით წყალი და ძმარი, ამ ხსნარით გაწმინდეთ მთლიანად მაცივარი და თაროები. დატოვეთ ღია რამდენიმე საათის განმავლობაში.გახსოვდეთ, რომ მაცივარში უსიამოვნო სუნთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა მისი პრევენცია. ეცადეთ დროულად მოიცილოთ გაფუჭებული საკვები და შეინახეთ მძაფრი სუნის კერძები თავდახურული.

ვრეცხავთ ჭურჭელს – ახლა დროა კარადაში შევიხედოთ. ხანდახან ჭიქებსა და თეფშებს მხოლოდ ვავლებთ იმის ნაცვლად, რომ კარგად გავრეცხოთ. ამის გამო ჭიქებზე ყავისფერი ნადები ჩნდება, თეფშები კი თანდათან ყვითლდება. ეს ყველაფერი დამეთანხმებით, არც თუ ისე სასიამოვნოა. მარილისა და ძმრის ნაზავი ხელს შეუწყობს ყავის ლაქების მოცილებას. შეურიეთ ისინი თანაბრად, წაუსვით დაბინძურებულ ადგილებში და გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ კარგად გარეცხეთ ჭიქები.ჭურჭლიდან ყვითელი ლაქების მოსაშორებლად, ასევე კარგია ძმარი. გასუფთავება შესაძლებელია ლიმონმჟავითაც: წაუსვით თეფშებზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ღრუბლით მოაცილეთ მჟავა ჭუჭყთან ერთად. ბოლოს გაავლეთ გამდინარე წყალში და ისიამოვნეთ სისუფთავით.

როგორ გავწმინდოთ სამზარეულო – პატარა და ჭუჭყიანი კუთხეები გავასუფთავეთ, დროა დავიწყოთ საერთო მარათონი. ფილებსა და ავეჯზეც ჯდება ცხიმი და დროთა განმავლობაში სამზარეულოს არაკომფორტულ ადგილად აქცევს. ამის თავიდან ასაცილებლად მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: 4 ლიტრი თბილი წყალი, 4 ს/კ. ბორაქსი, 100 მლ. ძმარი, 100 მლ. ამიაკი. ეს ნარევი შესანიშნავია ფილების გასაწმენდად.სამზარეულოს კარადებისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ მცენარეული ზეთისა და სოდის ხსნარი (თანაბარი პროპორციით). წაუსვით პროდუქტი დაბინძურებულ ზედაპირზე, გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ მოაშორეთ სუფთა ტილოთი.

ახლა უკვე იცით, როგორ გაასუფთავოთ სამზარეულო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ხსნარები მაღაზიაში, მაგრამ რატომ უნდა დახარჯოთ ზედმეტად ფული, როცა ყველაფერი ხელთ გაქვთ? გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენი სამზარეულო ყოველთვის სისუფთავით იბრწყინებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს