ალუბლის გალეტი, რომლის რეცეპტსაც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ! ჯერ ერთი, ის ძალიან ლამაზია. მეორეც, წარმოუდგენლად გემრიელი და სურნელოვანი. ნამცხვარი გამოდის ჰაეროვანი და ზომიერად ტკბილი. აუცილებლად სცადეთ თქვენც ამ დელიკატესის გამოცხობა!
ალუბლის გალეტი
გალეტის ფხვიერი ბისკვიტის მოსამზადებლად ვიყენებთ 2 სახის ფქვილს: ნუშის და მთლიან მარცვლიანს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ხორბლის ან გლუტენისგან თავისუფალი ფქვილი. ქოქოსის კარაქი შეიძლება შეიცვალოს ღიის კარაქით.
ინგრედიენტები
- 500 გრ. ნუშის ზეთი
- 100 გრ. მთლიანმარცვლიანი ფქვილი
- 30 გრ. ქოქოსის კარაქი
- 80 გრ. შაქარი
- 5-7 ს/კ წყალი
- 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 200-250 გრ. კურკაგამოცლილი ალუბალი
- 1,5 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
- ვანილი გემოვნებით
მომზადების წესი
- ცომის მოსამზადებლად ცალკე ღრმა თასში აურიეთ 2 სახეობის ფქვილი, ზეთი, წყალი და გამაფხვიერებელი. ასევე დაამატეთ 20 გრ შაქარი, რომ ბისკვიტს ოდნავ მოტკბო გემო ჰქონდეს.
- მოზილეთ ცომი ხელით. ამას რამდენიმე წუთი დასჭირდება, რადგან ინგრედიენტები მარტივად ერევა ერთმანეთს. ცომი შეკარით ერთ გუნდად და შედეთ მაცივარში 30 წუთით.
- სანამ თქვენი ფხვიერი ცომი ისვენებს, ვამზადებთ შიგთავსს: სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ ალუბალი, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი (60 გრ) და ვანილი. დადგით საშუალო ცეცხლზე და დაელოდეთ, სანამ ალუბალი გამოუშვებს წვენს და ბოლომდე გაიხსნება შაქარი. დროდადრო ურიეთ.
- როდესაც ალუბალი დუღილს დაიწყებს, ჩაყარეთ სიმინდის სახამებელი და გამუდმებით ურიეთ. მასა კარგად უნდა გასქელდეს, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე. გააბრტყელეთ საშუალო სისქეზე, არ არის საჭირო იდეალურად თანაბარი წრე.
- შემდეგ ცომზე მოათავსეთ შიგთავსი, დატოვეთ დაახლოებით 1,5–2 სმ კიდე, ამოუკეცეთ, მიეცით ბისკვიტს მომრგვალებულ ფორმა და შედეთ ღუმელში 30 წუთით, 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- გალეტი ალუბლის შიგთავსით მიირთმევა ცხლად. დელიკატესი შეგიძლიათ მორთოთ ნაყინის ბურთებით.
რჩევა რედაქციისგან: ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: მოამზადეთ ორმაგი პორცია, რადგან ჭამით ვერ გაძღებით! მე პირადად, ასეთი გალეტი ერთ დღეს მოვამზადე გარგარის შიგთავსით. მეორე დღეს კი გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა ალუბლით. ეს შესანიშნავი იდეაა მომჟაო კენკრის ან ხილის გამოსაყენებლად.თუ არ გსურთ ჩვეულებრივი თეთრი შაქრის გამოყენება, ჩაანაცვლეთ ქოქოსის შაქრით. მე პირადად, მინდა შიგთავსი აგავას ან ტოპინამბურის სიროფით მოვამზადო. დარწმუნებული ვარ წვნიანი და გემრიელი გამოვა.
თუ ამ რეცეპტის მიხედვით ბისკვიტის მომზადებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ შედეგი კომენტარებში. გელოდებით!