რატომ არის ზოგჯერ დამარინადებული, ან დამწნილებული კიტრი რბილი? რატომ ხდება ასე? ნებისმიერი მარინადის მიზანი ხომ ის არის, რომ დიდხანს ინახებოდეს, შეინარჩუნოს ჩვეული ფორმა და გემო, იყოს ხრაშუნა და მადისაღმძვრელი. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ გამოდის. როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი იმედგაცრუება? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე საჭირო რჩევას.
თუ კიტრი რბილია
დასაწყისისთვის, გავერკვეთ კიტრის ჯიშებში. ზოგი საერთოდ არ არის განკუთვნილი კონსერვაციისთვის. უმჯობესია ჰკითხოთ გამყიდველს კიტრის თვისებების შესახებ, ან მოიპოვოთ ინფორმაცია თემატურ საიტებზე ინტერნეტში.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ახალი კიტრი, მაშინვე დახუფოთ და შეინახოთ. შეგიძლიათ გარკვეული დროით გააჩეროთ წყალში, მაგრამ უმჯობესია დრო არ დაკარგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოსტნეული აუცილებლად გახდება ნაკლებად მკვრივი, აღარ იქნება ხრაშუნა, ქორფა.
სწორი რეცეპტი – ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, თუ რომელ და რამდენ ინგრედიენტს დაამატებთ კიტრის თითოეულ ქილას. ზოგიერთი დიასახლისი თვლის, რომ ბოსტნეულის დარბილება მარილის ნაკლებობის ბრალია. არ შეიძლება იოდიზირებული, ან დანამატებიანი მარილის გამოყენება.სცადეთ დააზუსტოთ და გადაამოწმოთ რეცეპტი. სადღაც ნადვილად გაგეპარებოდათ შეცდომა. მეტი საიმედოობისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ერთი კოვზი მარილი. როგორც კი დაასრულებთ ქილის შევსებას კიტრით, დაუმატეთ კაკლის, მუხის, პირშუშხას ფოთოლი.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი – ჩვენი ერთ-ერთი გამომწერი გვირჩევს: „პირადად მე ვინახავ კიტრს მხოლოდ მაშინ, თუ დარწმუნებული ვარ მის ეკოლოგიურ სისუფთავეში. ახლა თითქმის ყველა ბოსტნეულს ან ხილს აქვს დიდი რაოდენობით ნიტრატი. ამიტომ აღარ ინახება სწორად და თუ ინახება, არ აქვს ისეთი გემო, როგორიც ჩვენ გვსურს.ვიყიდე სპეციალური მოწყობილობა ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობის დასაფიქსირებლად. ძალიან სასარგებლო რამ არის და ყოველთვის მეხმარება. წნილისთვის ვიყენებ მეტ ნიორს და მწვანილს, ვამატებ პირშუშხას ფოთლებს, კამას, მოცხარის ფოთლებს, მდოგვის მარცვლებს.
დარბილებული კიტრი ქილებში – არის თუ არა სიტუაციის გამოსწორების შანსი, როცა კიტრი უკვე ქილებშია? დავუშვათ, დიასახლისს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბოსტნეული შეიძლება იყოს რბილი. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ სცადოთ ქილების გადაბრუნება კონსერვაციიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ასე მარილწყალი გადანაწილდება თანაბრად.არ არის რეკომენდებული ქილის კიტრით ბოლომდე შევსება. უმჯობესია დატოვოთ ცოტა ადგილი, რათა მარილწყალმა თავისუფლად მოახდინოს ქილაში ცირკულირება. აუცილებლად დაუმატეთ პირშუშხას ფესვი. ის ეხმარება კიტრს მკვრივი და ხრაშუნა იყოს.მემგონი სანელებლების რაოდენობასა და ინგრედიენტების სისწორეში როგორღაც გავერკვიეთ. არსებობს მინიშნებაც კი, თუ როგორ შეარჩიოთ ვიზუალით კონსერვაციისთვის შესაფერისი კიტრი. ის უნდა იყოს ხორკლიანი და ოდნავ ეკლიანი. კიტრი, რომელსაც გლუვი კანი აქვს, საუკეთესოა სალათებში.
ჩვენ გვესმის, რომ ყველა დიასახლისს შეიძლება დაემართოს თავისი კულინარიული კრახი. კონსერვაციის სეზონი ჩაღდება და მაქსიმალურად უნდა გავერკვეთ ყველა საკითხში. თქვენ როგორ გაუმკლავდებით დახუფვის დროს გაჩენილ პრობლემებს? გაგვიზიარეთ კომეტარებში.