ჩვენ ყველანი დროდადრო ვიყენებთ ცნობილი ადამიანების ციტატებს. ზოგისთვის ეს ერუდიციის გამოვლენის შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი საბოლოო არგუმენტი გაჭიანურებულ კამათში. მაგრამ ჩემთვის, ცნობილი გამონათქვამები ერთგვარი გამოწვევაა და შესაძლებლობა დაუსწრებლად, შევეჯიბროთ გენიოსებს გონების სისხარტეში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შეეცადეთ გააგრძელოთ რანევსკაიას, ნიცშეს და დოსტოევსკის ფრაზები.
გამოჩენილი ადამიანების ციტატები
1 . “თუ ქალი ფლობს განვითარებულ ინტელექტს, მაშინ… (ფრიდრიხ ნიცშე)
- ა . მასთან ერთად სასიამოვნოა ათასი სისულელის კეთება
- ბ . მას არ სჭირდება კომპლიმენტები
- გ . ის შემკულია მშვენიერებით
- დ . ის არასდროს გაჰყვება ცოლად სულელს
- ე . მაშინ მას არ აქვს წესრიგი თავის სექსუალურობაში
2 . “წარმოდგენა არ მაქვს როგორი … მაქვს მე, ვისაც აინტერესებს …, ის უბრალოდ უიღბლოა. (სტივენ ჰოკინგი)
- ა . ანგარიში ბანკში
- ბ . კუნთების მოცულობა
- გ . iPhone
- დ . IQ
- ე . სოციალური სტატუსი
3 . “ქალი, რომელსაც შეუძლია იგრძოს ვნება…” (ივ-სენ ლორანი)
- ა . მოუხდება ნებისმიერი ჩაცმულობა
- ბ . არ სჭირდება კოსმეტიკა
- გ . დასჭირდება მოთმინება
- დ . აქვს დიდი ძალაუფლება
4 . “მე არც ისე ახალგაზრდა ვარ, რომ…” (ოსკარ უაილდი)
- ა . კიდევ ერთხელ დავქორწინდე
- ბ . სადმე მეჩქარებოდეს
- გ . ყველაფერი ვიცოდე
- დ . ვიმხიარულო უმიზეზოდ
- ე . შევამჩნიო მშვენიერება
5 . “თუ ავადმყოფს სურს სიცოცხლე…” (ფაინა რანევსკაია)
- ა . ის ბედნიერია ყოველი მზის სხივის დანახვისას
- ბ . ის არ დაწვება საავადმყოფოში
- გ . არ უყვარს ნათესავები
- დ . ექიმები უძლურნი არიან
- ე . მას კიდევ აქვს ბედნიერების იმედი
6 . “ჩემს ლექსიკონში არ არის სიტყვა…” (ნაპოლეონ ბონაპარტე)
- ა . დამარცხება
- ბ. უკა დახევა
- გ. შიში
- დ. უზურპატორი
- ე. შეუძლებელი
“შეწყვიტო წიგნების კითხვა – ნიშნავს… (ფეოდორ დოსტოევსკი)
- ა . შეწყვიტო აზროვნება
- ბ . დაიწყო მათი წერა
- გ . არაფრით იყო უკეთესი, მათზე, ვინც კითხულობს
- გ . გახდე ისეთი, როგორიც ყველაა
ციტატების გაგრძელება
- „თუ ქალს აქვს განვითარებული ინტელექტი, მაშინ მას არ აქვს წესრიგი თავის სექსუალურობაში“. დღეს, ასეთი განცხადებისთვის, ნებისმიერი ცნობილი ადამიანი გაიკიცხებოდა. მაგრამ ნიცშეს დროს ქალებისადმი ასეთი დამოკიდებულება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.ფილოსოფოსი თვლიდა, რომ ინტელექტი და სექსუალური კმაყოფილება არ შეიძლება თანაარსებობდეს ერთ ქალბატონში. ჭეშმარიტად ჭკვიანი ქალი არ შეიძლება იყოს პოპულარული მამაკაცებში და არ შეუძლია მთლიანად დანებდეს ვნებას.
- „წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ჩემი IQ. ვინც ზრუნავს თავის IQ-ზე, უბრალოდ დამარცხებულები არიან“. ჰოკინგი დარწმუნებული იყო, რომ არსებობს ბევრად უფრო სასარგებლო და საინტერესო საქმეები, ვიდრე საკუთარი ინტელექტის გაზომვაა. მაგრამ ინტერნეტი სავსეა პუბლიკაციებით, სადაც რატომღაც შედარებებია აინშტაინის და, მაგალითად, მერილინ მონროს IQ-სთან.
- “ქალს, რომელმაც იცის როგორ იგრძნოს ვნება, არ სჭირდება კოსმეტიკა”, – თქვა დიდმა კუტურიემ. “უცნაურია, მაგრამ ვნებით შეპყრობილი ქალის სახე ახალგაზრდა გოგოს ჰგავს”, – თქვა ასევე, აკუტაგავა რიუნოსკემ.
- “მე არ ვარ საკმარისად ახალგაზრდა იმისთვის, რომ ყველაფერი ვიცოდე.” ეს ციტატა ეხმიანება აინშტაინის ცნობილ გამონათქვამს: „რაც უფრო მეტს ვსწავლობ, ვხვდები რამდენი რამე არ ვიცი“. გასაკვირია, რომ ფიზიკოსიც და ლირიკოსიც ერთსა და იმავე აზრამდე მივიდა სხვადასხვა გზით.
- „თუ პაციენტს ნამდვილად სურს სიცოცხლე, მაშინ ექიმები უძლურნი არიან“. თვით ირონიის საბჭოთა დედოფალმა დატოვა უამრავი გაბედული და ზოგჯერ უხამსი გამოთქმა, რომელთა ციტირებაც შეიძლება უსასრულოდ.
- „ჩემს ლექსიკონში სიტყვა „შეუძლებელი“ არ მაქვს“. დიდ სარდალს სჯეროდა, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლო და შესაძლოა, ამიტომაც მოიპოვა იმდენი გამარჯვება.
- “წიგნების კითხვის შეწყვეტა ნიშნავს ფიქრის შეწყვეტას”, – წერდა დოსტოევსკი. თუმცა მას ყველა ცნობილი სახე არ ეთანხმება. გერმანელი ფილოსოფოსი შოპენჰაუერი, პირიქით, კითხვას მხოლოდ საკუთარი აზროვნების სუროგატად თვლიდა.
სულ ეს არის ჩვენი ტესტი. ვიმედოვნებთ, რომ შთაგაგონებთ ხელახლა წაიკითხოთ რომელიმე ავტორის ნამუშევრები, რომლებიც წარმოდგენილია ჩვენს შერჩეულ ციტატებში.რამდენი პასუხი გამოიცანით სწორად? გაგვიზიარეთ ტესტის შედეგები კომენტარებში.