ლავანდის სამყარო: როგორ გამოვიყენოთ ლავანდა სამზარეულოში მთელი წლის განმავლობაში.

195

ლავანდა სახლში – ეს არის კომფორტი, სილამაზე და სასიამოვნო არომატი. მე მიყვარს ლავანდა, არა მხოლოდ როგორც ბინის დეკორი, არამედ როგორც სანელებელი ან დანამატი სამზარეულოში.სამხრეთ საფრანგეთში (პროვანსის რაიონში და რივიერაზე), იტალიისა და ესპანეთის სანაპიროებზე ლავანდას აქტიურად იყენებენ კულინარიაში. აქვს ძლიერი არომატი და ამიტომ მცირე რაოდენობით.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ გამოიყენოთ ლავანდა სამზარეულოში მთელი წლის განმავლობაში.

ლავანდა სახლში

ლავანდას უმატებენ სოუსებში, წვნიანებსა და სალათებში, მაგრამ ყველაზე მეტად უხდება ხორცის კერძებს.დესერტებში ის წამყვან როლს იკავებს არომატიზებასა და დეკორაციაში. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ღვეზელების, მაფინებისა და ფუნთუშების მომზადების დროს. ასევე, როზმარინთან ერთად გამოიყენება პურის ბევრ რეცეპტში.ძეხვის შებოლვისას ლავანდას ღვიის მარცვლებთან ერთად უმატებენ ნახერხში. მის ზოგიერთ თაყვანისმცემელს აქვს მოდური კერძი: ჩაშუშული ბოსტნეული სანელებლების მთელი თაიგულით: კამა, სალბი და ლავანდა.

მარინადი თევზისა და ხორცისთვის – დაიწყო პიკნიკის სეზონი. წინ ბევრი შაბათ-კვირა და დასვენება გველოდება. ვფიქრობ, გექნებათ დრო, რომ მოამზადოთ და სცადოთ რაიმე ახალი. სცადეთ ხორცი ლავანდის მარინადით.

ინგრედიენტები

  • 1 ჩ/კ გამხმარი ლავანდა
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 2 ს/კ ზეთი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 1 ს/კ თაფლი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ჯამში.
  2. მიღებული მასა წაუსვით ხორცის ნაჭრებს (ღორის, ცხვრის ან ქათმის) და დატოვეთ მთელი ღამით. ეს ნარევი შესაფერისია თევზის დასამარინადებლადაც.
  3. ასეთი მარინადით გაჟღენთილი ხორცი იდეალურია გრილისთვის ან ღუმელში გამოსაცხობად. გემრიელად მიირთვით!ლავანდა კარგად ეთვისება ნიორს და სხვა პროვანსულ ბალახებს

ლავანდის შაქარი – შეგიძლიათ მოამზადოთ ლავანდის შაქარი. ამისთვის დაგჭირდებათ 40%  ლავანდის ყვავილები და 60% შაქარი. ჩაყარეთ ყველაფერი ქილაში და დროდადრო მოურიეთ. ასეთი შაქარი ერთი კვირის განმავლობაში უნდა დააყენოთ, შემდეგ გაწურეთ და გამოიყენეთ. მიიღებთ შესანიშნავ არომატს!

ლავანდის ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 90 გრ. შაქარი
  • 1.5 ჩ/კ ლავანდა
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 125 გრ. კარაქი
  • 250 გრ. ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

  1. გააერთიანეთ ჯამში შაქარი, ლავანდა და ლიმონის ცედრა. დაუმატეთ გამდნარი კარაქი. ურიეთ კარგად.
  2.  ცომს დაუმატეთ ფქვილი და ცოტა მარილი. მოზილეთ.
  3. დააგუნდავეთ და გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში. შედეთ მაცივარში ნახევარი საათით.
  4. გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით ნებისმიერი სასურველი ფორმა. დასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ შუშის ჭიქა.
  5. გამოაცხვეთ ფუნთუშები პერგამენტის ქაღალდზე დაფენილ საცხობ ფირფიტაზე, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-25 წუთის განმავლობაში. დრო დამოკიდებულია ცომის სისქეზე.
  6.  მნიშვნელოვანია, რომ არ შეეხოთ ორცხობილებს სრულ გაგრილებამდე. გემრიელად მიირთვით!

ორცხობილები გამოდის ძალიან გემრიელი, ნაზი, ის ფაქტიურად დნება პირში, ლავანდის ნოტები ზომიერად იგრძნობა.ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ლავანდის ჩაი. ჩაიდანში ჩაყარეთ ლავანდის ყვავილები, შეავსეთ მდუღარე წყლით (500 მლ წყალზე, დაახლოებით 1,5 სუფრის კოვზი ლავანდის გამხმარი ყვავილი). დატოვეთ 5-7 წუთის განმავლობაში. მიირთვით ლიმონთან და თაფლთან ერთად.

ასევე, გირჩევთ მოამზადოთ ლავანდის სიროფი, ლავანდის მარმელადი, ზეფირი, ნაყინი, მუსი. შეგიძლიათ გამოაცხოთ ფუნთუშები და ღვეზელები ლავანდის ყვავილებით. ისეთი გამოვა, სიტყვებით ვერ აღწერთ გემოს!

რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, სახლში ლავანდას ვიყენებთ როგორც დეკორაციად, ასევე არომატად და კერძების დანამატად. კულინარიაში ვიყენებ როგორც ახალ, ისე გამხმარ ლავანდის ყვავილებს, სეზონისა და დანიშნულების მიხედვით.შენ მოგწონს ექსპერიმენტები და ახალი რეცეპტები? თუ გირჩევნიათ გამოცდილი და ტრადიციული კერძები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს