გვირილას ყველა სახეობასა და მის მსგავს მცენარეებს შორის სასიამოვნო არომატი და ნამდვილად მოქმედი სამკურნალო თვისებები მხოლოდ სააფთიაქო გვირილას აქვს.
უძველესი დროიდან ხალხურ მედიცინაში სააფთიაქო გვირილა შიდა და გარე გამოყენებისთვის ბალახების ნაკრებში მთავარი რგოლი იყო (კრაზანასთან ერთად).
მაგალითად, კუჭის მუშაობის დასარეგულირებლად ნაკრებში გვირილა აუცილებლად გამოიყენება.
ძილის გასაუმჯობესებლად, დასამშვიდებლად, ბავშვის დასაბანად, სახის სილამაზის შესანარჩუნებლად გვირილა შეუცვლელია.
როგორც სამეცნიერო მედიცინა ირწმუნება, სააფთიაქო გვირილას ყვავილები დიდი რაოდენობით ქიმიური ნაერთების გარდა, ეთერზეთებში ჰომოსულენს შეიცავს. ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომლის წყალობით ყვავილი ცნობილი ვარდისფერი როდიოლას და ჯენშენის გვერდით შეიძლება დავაყენოთ.
სააფთიაქო გვირილას მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისგან ნაყენი, ჩაი, ნახარში მარტივად მზადება, დიდ ფინანსურ ხარჯს არ მოითხოვს და საიმედო, სამკურნალო ეფექტი გააჩნია.
გვირილათი მკურნალობის ბებიის რეცეპტები
- სააფთიაქო გვირილას ნაყენი: 1 ჩ/კ გვირილას ყვავილებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და თბილი სასმელი დალიეთ. სახის კანი, ყელი, ხელები გვირილას ნაყენით საღამოს გაიწმინდეთ და არ შეიმშრალოთ. ასე კანს დაარბილებთ, ცხიმიანობას და გაღიზიანებას შეამცირებთ, დეზინფექციას გააკეთებთ და ტონუსს გაზრდით.
- ძილის გასაუმჯობესებლად 1 ჭიქა გვირილას ნაყენი თაფლთან ერთად დალიეთ. კარგად გამოძინებული ქალი დილით მიმზიდველად გამოიყურება.
- გაზრდილი მგრძნობელობის, მზის დამწვრობის, ვენების ანთების დროს კანი გვირილას ნაყენით ღამით გაიწმინდეთ.
- თმას სასიამოვნო ბზინვარება და ოქროსფერი ელფერი რომ მიანიჭოთ, დაბანის შემდეგ თავზე გვირილას ნაყენი გადაივლეთ.
- სახეზე გამონაყარის მოშორებას გვირილას ცხელი ნაყენის საფენებით შეძლებთ. მარლა თბილ ნაყენში დაასველეთ და საღამოს, სახეზე 10-15 წუთით დაიდეთ. შემდეგ მოიშორეთ და ოდნავ შეიმშრალეთ.
- ჩამოწელილი კანის ტონუსის გასაზრდელად ბალახების ნაკრები მოამზადეთ. ამისთვის 1-1 ჩ/კ გვირილა, პიტნა, კრაზანა, ცაცხვის ყვავილები აურიეთ და 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ოდეკოლონი და 1 ჩ/კ გლიცერინი დაუმატეთ. ასეთი ლოსიონი ღამით კანზე წაისვით. ასე სახის, ყელის და ხელის კანს ჯანსაღ ფერს დაუბრუნებთ.
- კანის ანთებითი პროცესების და დაბერების დროს ალოეს წვენი გამოიყენეთ, რომელიც ბიოლოგიურ სტიმულატორს შეიცავს. ფორებში შეღწევისას ალოეს წვენი მთელ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესებს ააქტიურებს. ბიოლოგიური სტიმულატორის ფორმირებისთვის ალოეს დაჭრილი ფოთლები (მინიმუმ 3 წლის) მაცივარში 2 კვირით შეინახეთ. ამის შემდეგ ფოთლებს წყალი დაასხით და 3 საათით გააჩერეთ. შემდეგ 1:5 პროპორციით 2 წუთით ადუღეთ. გაფილტრეთ. საღამოს სახეზე 10 წუთით წაისვით.
10 პროცედურის შემდეგ სახის ჯანსაღი ფერი გარანტირებულად გექნებათ. ალოეს ნაყენი ყინულის ფორმებში ჩაასხით და საყინულეში შედგით. მიღებული ყინულით სახის კანი დილით გაიწმინდეთ.
მხოლოდ დედებმა იციან, თუ რა რთულია ბავშვის გაზრდა.
თუ ბავშვი ჭირვეულობს და ცუდად ძინავს, მეძუძურე ბავშვებს 1 ჩ/კ გვირილას ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ მიეცით. ამისთვის 2 ს/კ ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ღამით ტუჩებზე გვირილას ნაყენი და გულყვითელას კრემი წაუსვით.
აქერცლილი და დახეთქილი ტუჩების შემთხვევაში ევკალიპტის და გვირილას ნაყენი წაისვით, მანამდე 5 წუთით თაფლი წაისვით. მკურნალობის დროს ტუჩის პომადა არ გამოიყენოთ. შეგიძლიათ ბატის ცხიმი წაისვათ.
მეჭეჭებს და ძველ ხალებს სჯობს არ შეეხოთ. ახალი მეჭეჭები შეგიძლიათ ქრისტესისხლას ან რძიანას წვენით მოიშოროთ. ამისთვის დღეში 4-5-ჯერ წაისვით. ხშირად თავისით ქრება.
წამწამების გასაზრდელად თვალები გვირილას, პიტნის, ევკალიპტის და გულყვითელას ნაყენით გაიწმინდეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ქუთუთოების შეშუპების დროს ყოველ საღამოს ბალახების ნარევი აბუსალათინის ზეთთან ერთად (10:1) წაისვით.
კანის აქერცვლის დროს დილით 100 გრ გახეხილი სტაფილო არაჟანთან ან კარაქთან ერთად შეჭამეთ. C ვიტამინით მდიდარი საკვები მიიღეთ: ლიმონი, ნიგვზის მწვანე გარსის ნაყენი.
მარტივი მეთოდი ჭარბთმიანობის საწინააღმდეგოდ. 6 %-იანი წყალბადის ზეჟანგი საპნიან კრემთან ერთად აურიეთ და 5 წვეთი ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. ემულსია თმიან ნაწილზე წაისვით და 10-15 წუთით გაიჩერეთ. გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ. პროცედურად კვირაში ერთხელ საღამო ხანს გააკეთეთ. ასე თმა გაღიავდება, დასუსტდება და დატყდება.
მდგომარე პოზაში დიდხანს ყოფნის შემდეგ ფეხებში სიმძიმის მოსაშორებლად ტერფები ოდნავ წამოწიეთ. კვირაში 2-3-ჯერ ფეხის აბაზანა გაიკეთეთ. ამისთვის წყალს წიწვის ექსტრაქტი და გვირილას ნაყენი დაუმატეთ. ტემპერატურა 35 გრადუსი. დრო – 15 წუთი.