ექიმების შეცდომის გამო, ქალი ცოცხლად დამარხეს. აი, რა იპოვეს ნათესავებმა კუბოს ამოთხრისას

20474

სულ ცოტა ხნის წინ, რიაშან-დას-ნევისის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, საშინელი ინციდენტი მოხდა. ახლო-მახლო მაცხოვრებელი ადამიანები უჩიოდნენ სასაფლაოდან წამოსულ მოგუდულ კივილს. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთ-ერთ საფლავში, სიკვდილს ცოცხალი ადამიანი ებრძოდა!

დამარხვიდან მხოლოდ 11 დღის შემდეგ, ნათესავები მივიდნენ უბედური როსანგელა ალმეიდა დოს სანტოსის დასახმარებლად. თუმცა, იმ დროისთვის ქალს უკვე ვეღარავინ დაეხმარებოდა…

ადამიანები, რომლებმაც კუბო გახსნეს, ყვებიან: როსანგელას სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, ხოლო შუბლი, ხელი მტევნები და ტერფები ჩალურჯებებით ჰქონდა დაფარული. გვამის ხელის ფრჩხილები მოგლეჯილი იყო, კუბოს ზედა ნაწილის ლურსმნები კი – ნაწილობრივ ამოწეული, თვითონ კუბოს სახურავზე მიმხმარი სისხლის ლაქებიც შენიშნეს.

უბედური ქალის დედის თქმით, როსანგელას 7 წლის ასაკში დაეწყო გონების ხშირი დაკარგვა. მას შემდეგ, ქალი ანტიეპილეფტიკურ პრეპარატებს იღებდა. უეცარი სისუსტის შეტევები მას სიცოცხლის ბოლო დღეებამდე აწუხებდა.

დაკრძალვამდე 1 კვირით ადრე კი ნათესავებმა 37 წლის როსანგელა საავადმყოფოში მიიყვანეს. უკიდურესი დაღლილობის დიაგნოზით, პაციენტმა ორჯერ გადაიტანა გულის გაჩერება, თუმცა სეპტიკური შოკის შედეგად გარდაიცვალა. უკიდურეს შემთხვევაში, სწორედ ეს ეწერა ექიმების მიერ ქალის დედისთვის გადაცემულ დოკუმენტში.

იზმარამ, ცოცხლად დამარხული ქალის დამ, დაათვალიერა გახსნილი კუბო და დარწმუნებულია: დაკრძალვის დროს როსანგელა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სამწუხაროდ, საფლავში გაღვიძებული, ბეტონის სამარხავიდან, დამოუკიდებლად ვერ გამოაღწევდა, დახმარებამ კი ძალიან დაიგვიანა.

გარდაცვლილის ნათსავებს სჯერათ, რომ ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზი ექიმების შეცდომა გახდა. თუმცა, მათზე ჯერ საჩივარი არ შეუტანიათ – ელოდებიან პოლიციის საბოლოო ვერდიქტს.

როსანგელას სხეული ჯერ სამართალდამცავებმა უნდა გამოიკვლიონ. ხოლო კუბოს გახსნის მომენტი იხილეთ ვიდეოში:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს