კოლეგები მუდმივად დასცინიან და ამტკიცებენ, რომ ლამაზი მოდელი ასეთ პროფესიას ვერ გაუმკლავდება

283

26 წლის ლამაზმანი ბლეიზ უილიამსი წარმატებული მოდელია. თავად გოგონა სამოდელო ბიზნეს მხოლოდ დამატებით შემოსავლის წყაროდ მიიჩნევს. აი, გოგონას ნამდვილი პროფესია კი მისი გაცნობის მსურველ მამაკაცებში ბევრ კითხვებს იწვევს.

უკვე 7 წელია გოგონა ავსტრალიის გარშემო მოგზაურობს. ბლეიზი სატვირთო მანქანის მძღოლია და თავის სამუშაოზე უბრალოდ გიჟდება!

უილიამსი ხუმრობს, რომ მის პროფესიაში ეჭვი ყველაზე მეტად ღამის კლუბებში უჩნდებათ. „ისინი ჩემს მართვის მოწყობას ყალბს უწოდებენ“ – იცინის მოდელი. უცნობების მხრიდან ასეთი საქციელი მას არ აწუხებს. ბლეიზი მებრძოლი გოგოა და საკუთარი თავის დაცვა შეუძლია!

„ჩვეულებრივი მძღოლი არ ვარ!“ – იღიმის ლამაზმანი. ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულით ისევე ამაყობს, როგორც თავისი პროფესიით. კოლეგების მუდმივი დაცინვაც კი მასზე გავლენას არ ახდენს.

„მძღოლ ბიჭებს შორის ბევრი უხეში ადამიანია, ამიტომ აქ ნაზებს მუშაობა გაუჭირდებათ“ – აღიარებს ბლეიზი. ამავდროულად ირწმუნება, რომ როგორც კი ქალი მძღოლი თავის ოსტატობას დაამტკიცებს, თანასწორად სწრაფად აღიარებენ. მძღოლები კოლეგების უნარს პატივს სცემენ.

„ბარბივით ჩაცმა მიყვარს, მაგრამ სულში თავს ბიჭად ვგრძნობ“ – ამბობს უილიამსი. მოდელისთვის სატვირთო მანქანის ტარება საკმარისი არაა: გოგონა უკვე საცხენოსნო სპორტის ოსტატის კანდიდატია და გაჩერებას არ აპირებს.

სტატისტიკის თანახმად, 97 ავსტრალიელ კაც მძღოლზე 3 სამი ქალი კოლეგა მოდის. ბლეიზი თვლის, რომ ქალებს ეს პროფესია აშინებთ. ლამაზმანი თავისი მაგალითით ამტკიცებს, რომ აქ საშიში არაფერია.

„იყო სატვირთო მანქანის მძღოლი ძალიან მაგარია“ – ირწმუნება უილიამსი. „აქ უფრო მეტი თავისუფლებაა, ვიდრე ოფისის მაგიდასთან, ხოლო გზაში ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა. კარგი ხელფასი, ძლიერი მანქანა და არანაირი მოსაბეზრებელი უფროსი“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს