ზოგჯერ ადამიანის ცნობისმოყვარეობა ყველა ზღვარს კვეთს. ყველას გეყოლებათ ცნობისმოყვარე მეზობელი ან ნათესავი, რომელიც მუდმივად დაინტერესებულია თქვენი ცხოვრებით, რომ შემდეგ ჭორები გაავრცელოს ზურგს უკან. პაპარაცის დღევანდელი სტატია სწორედ ასეთ ადამიანებზეა.
ყველაზე საყვარელი ვაჟი
ზაფხულის ბოლოს იყო, სასიამოვნო გარეგნობის, ასაკოვანი ქალი გადავიდა პატარა საკურორტო ქალაქის მოკრძალებულ ცხრასართულიან შენობაში. ამ სახლის მცხოვრებნი დღის უმეტეს ნაწილს აივანზე მჯდომ ახალმოსულს აკვირდებოდნენ. ქალი ძალიან მოვლილი იყო, ამაყად ინარჩუნებდა დგომის მანერას, მაგრამ აშკარა იყო, რომ წლები თავისას შვებოდა.როგორც ჩანს, ვერიკო და მართა ყოველთვის აქ ცხოვრობდნენ. ისინიც ხანშიშესული ქალები იყვნენ, საპენსიო ასაკის. ვერიკო სანაპიროზე სუვენირებს ყიდდა, მართამ ბინას აქირავებდა. ჭორაობა კი ამ ქალბატონების საყვარელი გართობა იყო და ახალი მაცხოვრებლის გამოჩენა ახალ საიდუმლოებებს, ინტრიგებს, გამოძიებებს ნიშნავდა მათთვის.
ქალბატონი მაშინვე უცნაურად მოეჩვენათ. სხვა ქალაქიდან მან პირადი ნივთები და ძვირფასი ჯიშის კატა ჩამოიყვანა, ყვავილების ქოთნებიც კი წამოიღო თან. არაფერს აკეთებდა, მხოლოდ დღეში ერთხელ დადიოდა სასეირნოდ სანაპიროზე. “ნეტა მარტო პენსიით აპირებს ცხოვრებას თუ რა?” ქალებმა შექმნეს სხვადასხვა თეორიები, მაგრამ მალე გადაწყვიტეს მოქმედებაზე გადასვლა და მეზობელი გაიცნეს.
ახალი მეზობელი – ახალი მეზობლის სახელი იყო ნატალია, წარმოშობით ამ ქალაქიდან ყოფილა. ქალი ადრე გათხოვდა და ქმართან გადავიდა საცხოვრებლად. დასახლდა სხვა ქალაქში, შეეძინა ვაჟი. ცოტა ხნის წინ კი მისი ქმარი გარდაიცვალა და გადაწყვიტა გარემოს შეცვლა. სურდა განმარტოება, სიჩუმე და ზღვა.ქალები დროდადრო ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნატალიას მეზობლები გულთბილი და საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდნენ. მაგრამ ნატალია მათში უფრო და უფრო მეტ კითხვას იწვევდა. განსაკუთრებით კი მისი შვილი, რომელზეც ყოველთვის აღფრთოვანებული საუბრობდა. “გიორგის კარგი შემოსავალი აქვს, ასევე აქვს საკუთარი ბინა ქალაქში, მანქანა და დიდი ოჯახი.”
მათმა ცნობისმოყვარე მზერამ შეამჩნია, რომ მოხუცი მაღაზიაში იაფფასიან პროდუქტს ყიდულობდა, ხორცს საერთოდ არ იღებდა. “თუ შვილი ასეთი მდიდარი და მზრუნველია, მაშინ დედას რატომ არ ეხმარება?” – ამ კითხვაზე ქალბატონები მთელი მონდომებით ეძებდნენ პასუხს. ერთხელ ვერიკომ ვერ მოითმინა და პირდაპირ ჰკითხა ნატალიას: “თუ შენი ვაჟი მდიდარი და შეძლებულია, რატომ ცხოვრობ ასე მოკრძალებულად?. იქნებ დაავიწყდა დედა?ნატალიამ თავი უხერხულად იგრძნო ასეთი თავხედური კითხვების გამო. იგი დაიბნა, მაგრამ მაინც უპასუხა: „მას ჰყავს ორი შვილი, რომლებიც ფეხზე უნდა დააყენოს. მე მას ფულს ხომ არ ვთხოვ? თან ყველაფერი საკმარისი მაქვს, ვცხოვრობ მოკრძალებულად, ზედმეტი ფუფუნების გარეშე.” ქალებმა მას ირონიულად შეხედეს და თავხედურად იღიმებოდნენ, თითქოს ამბობდნენ: “იტყუები!”
ამ უსიამოვნო საუბრის შემდეგ ნატალიამ გადაწყვიტა სასეირნოდ აღარ წასულიყო, რომ ორიოდე დღე მაინც არ ენახა აბეზარი მეზობლები. მათ მხოლოდ ჭორაობა და სეირის ყურება უნდოდათ. ახლა ალბათ მთელს უბანში გაავრცელებენ, რომ აქ გიჟი მოხუცი ქალი ცხოვრობს, რომელიც საკუთარმა შვილმა მიატოვა.
საყვარელი ვაჟი – ერთ მზიან დღეს ნატალია სამზარეულოში იჯდა და ფანჯრიდან უყურებდა ზღვას. იგი ფიქრობდა, რომ უნდა გასულიყო სასეირნოდ და არ ქონდა მნიშვნელობა რას ფიქრობდნენ მისი თავხედი მეზობლები. ამ დროს შენიშნა, როგორ გაჩერდა სახლთან ნაცნობი მანქანა. მაშინვე წამოხტა და მოსასხამი მოისხა.ამ დროს სადარბაზოსთან ჭორიკანა მეზობლები ისხდნენ და ბაზარში წასასვლელად ემზადებოდნენ. მათ მაშინვე შენიშნეს მდიდრული მანქანა, რომელიც მათ ეზოში შევიდა. ქალებს დაავიწყდათ ბაზარი და მზერა მანქანისკენ მიმართეს. იქიდან გადმოვიდა ლამაზი და წარმოსადეგი მამაკაცი, რომელიც ძალიან კარგად იყო ჩაცმული.
მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდათ, როცა ნატალია ამ მამაკაცის შესახვედრად წავიდა. მან თბილად გაუღიმა ქალს და უთხრა: „დედა, როგორც იქნა, გიპოვე. ეს ნამდვილი ლაბირინთია! შენ კიდევ უფრო გალამაზდი, ზღვის ჰაერი ნამდვილად მოგიხდა!” ნატალია ჩაეხუტა შვილს და სიხარულისგან ანათებდა. მამაკაცმა საბარგულიდან ორი დიდი ჩანთა ამოიღო და სახლში დედასთან ერთად შევიდა.სადარბაზოსთან მჯდომი ქალბატონები პირდაღებული უყურებდნენ. ამის მერე აღარ აწუხებდნენ ნატალიას ზედმეტი კითხვებით, არც ნატალიას სურდა მათთან საუბარი.
რჩევა რედაქციისგან: ცნობისმოყვარეობა – არ არის ცუდი თვისება, მაგრამ როცა მიღებულ ინფორმაციას ცილისწამებისთვის იყენებ, ძალიან ცუდია. ხანდახან ადამიანებს მეტი დაფიქრება სჭირდებათ, რათა არ გადაკვეთონ ზღვარი. როგორც ჩანს, ქალებს არ ჰქონდათ საკუთარი ცხოვრება და საქმიანობა, რომელიც უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე სხვებზე ჭორაობა.ვიმედოვნებთ, რომ ამ ამბიდან სწორ დასკვნას გამოიტანთ და ეცდებით ნაკლებად ისაუბროთ უცხო ადამიანებთან საკუთარ პირად ცხოვრებაზე, რათა მსგავსმა ჭორიკანა ქალბატონებმა გული არ გატკინონ. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.