ამიფეთქდა 10 ქილა კიტრის მარინადი, რადგან მეზობლის რჩევით ეს ფოთოლი დავამატე

8954

საშინელი ხმაა, როდესაც კიტრის მწნილის ქილა ფეთქდება. ეს არა მხოლოდ საშიში მოვლენაა, არამედ ძალიან საწყენიც. დიასახლისმა იწვალა, გააკეთა,  რათა ზამთარში ეჭამა ოჯახს და აი… რა არის ასეთი შემთხვევების მთავარი მიზეზი? როგორ ავიცილოთ თავიდან ბოსტნეულის ქილების ნაადრევად გაფუჭება? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.

რატომ ფეთქდება კიტრის მწნილის ქილები

სინამდვილეში, ასეთი სამწუხარო ინციდენტის ბევრი მიზეზი არსებობს და ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის გაგება, თუ რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში. შესაძლოა, არასათანადო სტერილიზაცია, უხარისხო რეცხვის პროცესი, დაზიანებული სახურავი… მოდით ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან კიტრის მწნილის გაფუჭება.

იდეალური ტარა კოსერვაციისთვის -პათოგენური ბაქტერიები შეიძლება გახდეს კიტრის მარინადის აფეთქების მთავარი მიზეზი. ისინი გროვდებიან არა მხოლოდ თავად ბოსტნეულზე, არამედ კონსერვაციისთვის განკუთვნილ ქილაში. თუ ირჩევთ ისეთ ჭურჭელს, რომლის სტერილიზაცია შეუძლებელია, მაშინ არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ კიტრი ზამთრამდე ვერ გაძლებს. უფრო მეტიც, თქვენ უნდა აირჩიოთ მხოლოდ მთელი, ახალი ქილები.იგივე ეხება ხუფებს. არ არის რეკომენდებული ხრახნიანი სახურავის ხელახალი გამოყენება, მაშინაც კი, თუ ის არ არის დაზიანებული. არც ისეთის, რამდენიმე წელია კარადაში რომ დევს. რეზინის ზოლი, რომელიც ამაგრებს თავსახურს ქილაზე, დროთა განმავლობაში კარგავს ელასტიურობას. ასე რომ, ქილა შეიძლება ხარისხიანად ვერ დაიხუფოს.იგივე ეხება მრავალჯერადი გამოყენების მეტალის ხუფებს. მასაც აქვს რეზინის ფენა, რომელიც საშუალებას გაძლევთ საიმედოდ მოარგოთ თავსახური ქილაზე და ახლები უკეთ გააკეთებს ამ საქმეს. ხოლო უკვე გამოყენებული ხუფები აუცილებლად მოგემსახურებათ გარკვეული დროის განმავლობაში სხვა ქილებისთვის, მაგრამ არა მწნილებზე.

 სკურპულოზური გადარჩევა – გაფუჭებულ კონსერვს აღარაფერი ეშველება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მიკრობების მოხვედრა ქილაში. ამისათვის რაც შეიძლება საფუძვლიანად უნდა გარეცხოთ არა მხოლოდ თავად ბოსტნეული, არამედ ყველა დამატებითი ინგრედიენტი: დაფნა, მოცხარის ფოთლები, კამის ქოლგები, პირშუშხა. უმჯობესი იქნება ამ ყველაფრის ჯერ დალბობა და შემდეგ გარეცხვა.კიტრის ქილის აფეთქების თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ მოაჭრათ თითოეულ ბოსტნეულს ბოლოები. სწორედ კიტრის კიდეებზე ხვდება ცუდი მიკროორგანიზმები. ზუსტად იქ, სადაც კიტრის ყვავილია და სადაც ბოსტნეულის ყუნწია. ასევე, უნდა გადადოთ აბსოლუტურად ყველა მორბილებული და დაზიანებული კიტრი.კიტრის უეცარი გაფუჭება შეიძლება გამოიწვიოს შუშის ჭურჭელში ჰაერის შეღწევამაც. მაგრამ თუ ქილები და სახურავები შეამოწმეთ და კარგია, მაშინ დაათვალიერეთ თავად სახუფავი მოწყობილობა. ის შეიძლება იყოს ძალიან ძველი ან უბრალოდ ცუდი ხარისხის.

გარდა ამისა, სანამ ზამთრისთვის ბოსტნეულის დაკონსერვებას დაიწყებთ, გირჩევთ, დააზუსტოთ რეცეპტი. არასწორმა პროპორციებმა ასევე შეიძლება გააფუჭოს მარინადი. ყველაფერი ზუსტად გააკეთეთ და არ ჩაანაცვლოთ ერთი მეორით. ლიმონმჟავა საერთოდ არ არის ძმრის შემცვლელი პროდუქტი.

მეორადი გამოყენება – შესაძლებელია თუ არა, მეორე შანსი მივცეთ კიტრის ქილას, რომელიც უკვე აფეთქდა ან მარილწყალი აიმღვრა? შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ დამატებითი თერმული დამუშავების შემდეგ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიტრი. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ღირს ამის გაკეთება, მაშინ ნუ გარისკავთ!სჯობს აფეთქებული კიტრის მარილწყალი წამოადუღოთ ორჯერ, ან უბრალოდ გააკეთეთ ახალი. თავად კიტრი ამ დროს ცივ წყალში უნდა იყოს. ასევე უნდა განმეორდეს ყველა დამატებითი მწვანე ინგრედიენტის საფუძვლიანად გარეცხვის პროცედურები. მღვრიე მარილწყალის აღდგენაც  იგივე მეთოდით ხდება.

თქვენ როგორ იქცევით ხოლმე, თუ კიტრის მწნილი აიმღვრევა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს